სამეცნიერო სტილის ტექსტების შექმნის სწავლების მეთოდები მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

სამეცნიერო სტილის ტექსტების შექმნის სწავლების მეთოდები მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

ავტორები

  • მარინე დგებუაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2023.91

საკვანძო სიტყვები:

ინოვაცია, აკადემიური წერა, სამაგისტრო ნაშრომი, სამეცნიერო სტილი, კვლევითი პროექტები

ანოტაცია

აკადემიური წერა არის სავალდებულო საგანი სწავლების სამაგისტრო საფეხურზე. ამ საგნის ათვისების შედეგად სტუდენტს უნდა განუვითარდეს  ანალიტიკური და სამეცნიერო ტექსტების შექმნის უნარ-ჩვევები. შესაბამისად აკადემიური წერის სწავლება სამეცნიერო საზოგადოების წესების გაცნობასაც გულისხმობს.  აღნიშნული უნარის განვითარება ეტაპობრივად მიმდინარეობს: როგორც ტექსტების შექმნით და სხვადასხვა მკითხველთან განხილვით, ასევე უკუკავშირის გაცემით და მიღებით.

სამეცნიერო ტიპის ტექსტების შექმნის პროცესი მოიცავს უკვე ჩატარებული კვლევების მიმოხილვას. შესაბამისი სტატიების ძიებისას სტუდენტებმა უნდა გამოიყენონ სამეცნიერო ნაშრომების მოძიების მეთოდები და შეძლონ  წყაროებში არსებული ინფორმაციის კრიტიკულად შეფასება.

სამაგისტრო საფეხურზე აკადემიური წერის სწავლების მიზანია, ხარისხის დასაცავად წარმოდგენილი კვლევითი ნაშრომების მაღალი ხარისხის მიღწევა და შენარჩუნება.

პროგრამების მთავარი ამოცანაა ასევე სტუდენტებში კვლევის უნარების განვითარება, მათთვის საჭირო ინფორმაციის მოძიების სწავლება, როგორიცაა: საკვლევ თემაზე თანამედროვე ლიტერატურის მოძიება; ბიბლიოთეკების სამეცნიერო ბაზებში საგანთან დაკავშირებული კვლევების და სტატიების მოძიება; მოძიებული კვლევითი ლიტერატურის ცნობებიდან ინფორმაციის საინტერესო წყაროების შერჩევა.

ინფორმაციის მოძიების, დახარისხების, კრიტიკულად შეფასების გარდა, მნიშვნელოვანი არის სტუდენტმა შეძლოს აღნიშნული ინფორმაციის გამოყენება საკუთარ ნაშრომში, პლაგიატის ნორმების, ციტირების წესების, რეფერირების და ბიბლიოგრაფიის შედგენის სტანდარტების გათვალისწინებით.

არანაკლებ მნიშვნელოვანია სტუდენტი იცნობდეს იმ სტილს, რომელშიც ნდა შესრულდეს ნაშრომი.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამოიყენა სწავლების ორი მეთოდი მაგისტრანტებისთვის: პროექტის მეთოდი და „რეცენზირების“ (peerreview) შეფასების მეთოდი.

შემოთავაზებული სტატია დეტალურად აღწერს კვლევის შედეგებს, რომელიც ადარებს სწავლების ორ მეთოდს, მათ ეფექტურობასა და უპირატესობას, ასევე ადარებს  ხარისხის დასაცავად წარდგენილი წერილობითი ნაშრომების ხარისხს, ორივე მეთოდის გამოყენებით სწავლების ფაზის შემდეგ.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

Bailey, St., (2015). Academic Writing. A Handbook for International Students. Fourth edition. – Routledge, 222 11.

Coffin, C., Curry, M.J., Goodman, Sh., Hewings, A., Lillis, Th., and Swann, J., (2003). Teaching Academic Writing: A toolkit for higher education, Routledge, 12. Writing an Abstract. Writing Centre Learning Guide. - The University of Adelaide – Writing Thesis Statements: http://www.adelaide.edu.au/writingcentre/docs/learningguidewritinganabstract.pdf (12.05.2023)

Coxhead, A., (2002) A new academic word list, TESOL quarterly, 34 (2). Pp.213-238. https://www.tesol.org (accessed: 02.04.2023).

Gardner, D., A New Academic Vocabulary List., Applied Linguistics 35(3), 2014 Pp.305-327. https://www.researchgate.net/publication/277541863 (accessed: 12.02.2022). DOI: 10.1093/applin/amt015

Graham, S. (2022). Teaching writing in the digital age. Educational psychology section; D. Fisher (Ed.). Routledge encyclopedia of education (Online). Taylor & Francis.

Gugin, D., (2014). A paragraph-first approach to the teaching of academic writing. English Teaching Forum, 52(3), 24-29 (36).

Haryono, A., and Adam, C. (2021). The Implementation of Mini-Research Project to Train Undergraduate Students' Scientific Writing and Communication Skills. Journal of Biological Education Indonesia (Jurnal Pendidikan Biologi Indonesia), 7(2), 159-170.

Huawei, S., & Aryadoust, V. (2022). A systematic review of automated writing evaluation systems. Education and Information Technologies, 1-25.

Jensen, B., (2020) Equity in Teaching Academic Language—An Interdisciplinary Approach., Br., Theory into Practice 59(1):1-7, DOI: 10.1080/00405841.2019.1665417

Silveira, E. A., de Sousa Romeiro, A. M., & Noll, M. (2022). Guide for scientific writing: how to avoid common mistakes in a scientific article. Journal of Human Growth and Development, 32(3), 341-352.

Thompson, Gr. (2021). Academic language: is this really (functionally) necessary? Gr. Thompson, Language and Education 35(19):1-17, https://www.researchgate.net/publication/350590912 (accessed: 12.04.2022). DOI: 10.1080/09500782.2021.1896537

Zarlis, M., Astuti, S., & Salamuddin, M. (2018). Analysis of Reading, Reference and Information Management on the Quality of Scientific Writing. Aptisi Transactions on Management (ATM), 2(1), 63-69.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-10-01

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 4 5 6 7 8 9 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...