ტოლერანტობა და კულტურათაშორისი დიალოგები

ტოლერანტობა და კულტურათაშორისი დიალოგები

ავტორები

  • მარინე სურმავა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2023.86

საკვანძო სიტყვები:

კულტურათაშორისი, ტოლერანტობა, დიალოგები, ტრადიციები, ურთიერთობები, იდენტობა

ანოტაცია

კულუტურათაშორისი დიალოგი იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ პატივისცემა, ტოლერანტობა. დიალოგი სარისკო მცდელობაა, სადაც გამბედაობა, თვითდაჯერე­ბულობა და მოთმინებაა აუცილებელი. წარმატებული კულტურათაშორისი დიალოგისათვის ასევე აუცილებელია შეხების წერტილის მოძებნა, ანუ იმ საკითებით მანიპულირება და დაინტერესება, რომელიც საერთოა ამ კულტურებისათვის. კულტურათა დიალოგის აუცილებელი წინაპირობაა მხარეთა მოქნილობა, დიპლომატიურობა, ინტერესთა გათვალისწინებით პოზიციებისა შეხედულებების გადასინჯვა-გადაფასება და თუ საჭიროა, მათი შეცვლაც კი.

კულტურათა განვითარება ხდებოდა და ხდება დიალოგით, კონტაქტებით. თითოეული მხარის საზოგადოების, სახელმწიფოს, მსოფლიო თანამეგობრობის გათვალისწინებით. დიალოგის დაწყება წინ გადადგმული პირველი ნაბიჯია. საკმაოდ რთულია აღიქვა საკუთარი თავი და შემდეგ სხვა, შენგან განსხვავებული, მით უფრო ძნელია აღიქვა ის, რომ სხვა ადამიანის განსხვავებული შტრიხები განსაზღვრავს შენს ვინაობას. ადამიანებს შორის არსებული სხვაობები ერთმანეთს ავსებს და შესაბამისად, საკუთარი თავის აღმოსაჩენად აუცილებელია სხვისი შეცნობა. კულტურათაშორისი გამოცდილება ბევრი სირთულის წინაშე გვაყენებს, სიხალეები შემოაქვს ჩვენს ცხოვრებაში და ჩვენი მხრიდან შემოქმედებით მიდგომას მოითხოვს. კულტურათაშორისი დიალოგები საშუალებას გვაძლევს გავეცნოთ სხვა ადამიანების შეხედულებებს და შევინარჩუნოთ საკუთარი „მე“.

ქართული კულტურისათვის არ არის უცხო ტოლერანტობა და სხვისი ღირებულებების პატივისცემა. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, როდესაც ხალხების აღრევამ, ენების, კულტურების ერთმანეთთან კავშირმა და ურთიერთქმედებამ მიაღწია არნახულ ზომებს და როგორც არასდროს მძაფრად დადგა უცხო კულტურებისადმი ტოლერანტობის აღზრდის პრობლემა, მათ მიმართ ინტერესისა და პატივისცემის გაღვიძების, საკუთარ თავში გაღიზიანების გრძნობის გადალახვის აუცილებლობა უცხო, განსხვავებულ კულტურასთან შეხვედრის პირობებში. სწორედ ამით არის გამოწვეული საყოველთაო ინტერესი კულტურათაშორისი, საერთაშორისო კომუნიკაცია.

კულტურათაშორისი დიალოგი არსებობის უნივერსალური გზაა. კულტურაში დიალოგი არის ადამიანის მიერ სოციალური ურთიერთქმედების ფორმების, სამყაროს შეცნობის გზების გადაცემისა და დაუფლების უნივერსალური გზა.

 

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

ბოგოლუბოვა ნ.მ. ნიკოლაევა ივ.ვ.- კულტურული გაცვლა საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაში.-2003.

გრუშევიცკაცია ტ.გ. პოპკოვი ვ. სადოხინ ა. - კულტურათაშორისი კომუნიკაციის საფუძვლები . - მ.- 1990.

კულტურათაშორისი კომუნიკაცია.- 2002 .- ჩელიაბინსკი

კულტურათა დიალოგი და სამოქალაქო ცნობიერება .- კრისტინა პლატე-კონრად.-თბ, 2010.

ტრადიცია, როგორც კულტურული ღირებულებები .-თბ., 2015.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-10-01

გამოცემა

სექცია

საზოგადოებრივი მეცნიერებები (სხვადასხვა)

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...