ბუღალტრული აღრიცხვის განვითარების შესაძლებლობები თანამედროვე ეტაპზე

ბუღალტრული აღრიცხვის განვითარების შესაძლებლობები თანამედროვე ეტაპზე

ავტორები

  • მანანა მჭედლიშვილი Caucasus International University image/svg+xml
  • ნაირა ტაბატაძე Caucasus International University image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2023.77

საკვანძო სიტყვები:

კომპიუტერული პროგრამები, ბალანსი, ორისი, ციფრული რესურსები, საბუღალტრო გატარებები

ანოტაცია

ნაშრომში განხილულია ბუღალტრული აღრიცხვის ისტორია, თანამედროვე  ბუღალტრული აღრიცხვის განვითარება კომპიუტერის საშუალებით, ანუ კომპიუტერული ბუღალტრული აღრიცხვა. გამოკვეთილია ყველაზე მოთხოვნადი და გამოყენებადი კომპიუტერული საბუღალტრო პროგრამები  საქართველოს ბაზარზე, კერძოდ ბალანსი და ორისი. ჩამოყალიბებულია Cloud ტექნოლოგიების როლი და უპირატესობები თანამედროვე ბუღალტრული აღრიცხვის განვითარებაში.

თანამედროვე პირობებში, მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს პროგრამა „ბალანსის“ უპირატესობი Cloud ტექნოლოგიის გამოყენებით, მისი სამუშაო პირობები და მომხმარებლის უპირატესობები. ქლაუდ ტექნოლოგია მომხმარებელს სთავაზობს “Subscribe”ტიპის Saas-Software as a service ტექნოლოგიასაც. ბალანსი არის მინი ERP სისტემა და აერთიანებს საბუღალტრო აღრიცხვას და ბიზნესის ყოვედღიურ საოპერაციო ნაწილს. კერძოდ, სავაჭრო ობიექტებში პროგრამა ბალანსი მაღაზიის ყველა მოწყობილობასთან ინტეგრირდება. სასწორთან, პოსტერმინალთან. მას აქვს „პოსი“. მას შემდეგ რაც პროდუქტი მოლარის მიერ გატარდება ბალასის პოსზე, პროგრამა ავტომატურად შექმნის გაყიდვების მოდულში გაყიდვების ოპერაციას, გაყიდული პროდუქტი კი ავტომატურად ჩამოიწერება საწყობიდან და ბუღალტრული გატარებებიც ავტომატურად შეიქმნება-დებეტი/კრედიტი. ეს ერთიანი სისტემა უზრუნველყოფს, რომ მენეჯერს, ბუღალტერს, დირექტორს და პროგრამის ყველა მომხმარებელს, ვისაც წვდომა აქვს ინფორმაციაზე, ერთროულად მიაწოდოს მაღაზიაში გაყიდვების შესახებ მონაცემები ლაივ რეჟიმში. ვინაიდან პროგრამა ქლაუდზე მუშაობს მომხმარებელი ნებისმიერი მოწყობილობიდან  დედამიწის ნებისმიერ წერტილში მიიღებს გაყიდვების რეპორტს.

ასევე საუბარია პროგრამა „ორისის“ საოპერაციო სპექტრსა და შემადგენლობაზე,  სამეურნეო და საფინანსო საქმიანობის პროგრამული უზრუნველყოფის მომსახურებაზე. პროგრამა ორისში აწყობილია სტანდარტული სამეურნეო ოპერაციები, ჩვენს მიერ კომპანიის მაგალითზე, პიქტოგრამული ალგორითმის გამოყენებით შექმნილია შესაბამისი ფორმულები და  აგებულია სვეტები    თანდართული  ბუღალტრული გატარებებით. შედგენილია კომპანიის დირექტორის სახელფასო უწყისი, შესაბამისი  ბუღალტრული გატარებებით. ჩამოყალიბებულია დასკვნა, მიგვაჩნია, რომ მომავალში საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამები  მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი,  უფრო სრულყოფილი,  დახვეწილი და მათ ბიზნესზე მორგებული იქნება. რაც უზრუნველყობს ბუღალტრული აღრიცხვის მაქსიმალურ სრულყოფილებას.  ეს ფაქტორი კი წარმატებული ბიზნესის ერთ ერთი გარანტიაა.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

თევდორაძე მ.ლოლასვილი ნ. (2013) კომპიუტერული ბუღალტრული აღრიცხვა, თბილისი გვ.6-7

http://orisgeorgia.com/ka/%E1%83%A9%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%91

საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამები (2023)http://www.account.ge/article/

ძაძამია ს. (2023) ბუღალტრის პროფესიას მწვანე ფინანსების გამოწვევის დაძლევაში სასიცოცხლო როლი აქვს. ჟურნალი ბუღალტრული აღრიცხვა N3 (314) მარტი 2023გვ.33

ttps://intermedia.ge //

https://www.interpressnews.ge //

www.//balance.ge//

https://storno.ge/others/ORIS

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-09-30

გამოცემა

სექცია

ეკონომიკა, ეკონომეტრიკა და ფინანსები

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...