ოსიპ მანდელშტამი დემოკრატიულ საქართველოში და - პირიქით (ნარკვევ ,,დაბრუნების“ მიხედვით)

ოსიპ მანდელშტამი დემოკრატიულ საქართველოში და - პირიქით (ნარკვევ ,,დაბრუნების“ მიხედვით)

ავტორები

  • გრიგოლ ჯოხაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2023.68

საკვანძო სიტყვები:

ოსიპ მანდელშტამი, საქართველო, ,,დაბრუნება“, საბჭოურ- დიდმპყრობლური ინერცია

ანოტაცია

ოსიპ მანდელშტამის ნარკვევ ,,დაბრუნებას“ ქართული სალიტერატურო კრიტიკა არასდროს გამოჰხმაურებია. მით უფრო საშურია იმის თქმა, რომ ისიცა და მასზე დაფუძნებული მეორე ნარკვევიც (,,მენშევიკები საქართველოში“), რომელიც ცალკე კვლევას იმსახურებს, მანდელშტამის შემოქმედებითი და პიროვნული პორტრეტის რამდენიმე ცნობილ პლასტს მორიგად ათვალსაჩინოებს:

მანდელშტამი, როგორც მჭვრეტელი, ყოველთვის ირონიულია. შეიძლება იფიქრო კიდეც, რომ მას უირონიოდ (ხშირად - უსარკაზმოდაც) წერა საერთოდ არ შეუძლია. საქებარი ფორმა სინამდვილეში გასაკიცხია, ან - პირიქით. მისი თანხმობა თითქმის ყოველთვის უარყოფაა, და მისი ,,არას“ მიღმა ყოველთვის ,,დიახ“ კრთის ხოლმე. რა კეთილშობილური მიზანიც უნდა ამოძრავებდეს, იდეა ყოველთვის უარყოფითი საშუალებებით გამოითქმის. ეს მას დაკმაყოფილების განცდას უჩენს, და არა - მხოლოდ ესთეტიკური დაკმაყოფილებისა. ასე ,,მუშაობს“, ალბათ, მანდელშტამის ფსიქიკის თავდამცავი მექანიზმი. მისი წიკწიკი სამწერლო კონსტიტუციასაც განაპირობებს, ცხადია, სავსებით არაერთგვაროვანი ფორმით, ხარისხითა და ინტენსივობით.

არ გამოირიცხება მოდერნისტული ,,სტანდარტისადმი“ ერთგულებაც, როცა ირონია სამყაროსგან საკუთარი ცნობიერების აბსტრაჰირების, სოციალური სინამდვილისაგან გაუცხოებისა და სუბიექტური თვითჩაღრმავების საშუალებაა.

პოლიტიკური პრეფერენციისა თუ კუთვნილების თვალსაზრისით, პოეტი თანაუგრძნობს საბჭოთა ხელისუფლებას და კილავს ყველაფერს, რაც მას ეწინააღმდეგება: ამჯერად მისი სამიზნე დამოუკიდებელი საქართველოა. მის ქცევას პიროვნულ სტანდარტებთან ერთად განაპირობებს პოლიტიკური კონიუნქტურაც, რომლის მსახურებასაც პოეტი არ უცხოობს. პირიქით: სარფიანად იყენებს.

როგორც ჩანს, ეს მანდელშტამის ბიოგრაფიის იმ ეტაპად უნდა მივიჩნიოთ, როცა პოეტი ჯერ ისევ ადამიანია და არა - ,,პოეტის არქეტიპი“.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

Возвращение (2011). Осип Мандельштам, Полное собрание сочинений и писем в трех томах, Том 3, П Р О З А, П И С Ь М А, Москва, Прогресс-Плеяда

ნერლერი (1990). Осип Мандельштам, Стихотворения, Переводы, Очерки, Статьи, Тбилиси, Мерани, 1990

მანდელშტამი (1999). О. МАНДЕЛЬШТАМ, СОБРАНИЕ СОЧИНЕНИЙ В ЧЕТЫРЕХ ТОМАХ, ТОМ ЧЕТВЕРТЫЙ, ПИСЬМА, АРТ-БИЗНЕС-ЦЕНТР, МОСКВА 1999

მანდელშტამი (1987). Осип Мандельштам, Возвращение, Юность, 1987 №9, 76-77

პეტნიკოვი (2012). Григорий Петников, Страничка воспоминаний (Осип Мандельштам), Предисловие, публикация, примечания Полины Поберезкиной, გვ. 315, http://sites.utoronto.ca/tsq/40/tsq40_petnikov.pdf

სესლავინსკი (2016). Мой друг Осип Мандельштам. Михаил Сеславинский всмотрелся в наследие поэта библиофильским взглядом., https://www.kommersant.ru/doc/2889450

მანდელშტამი ,,ოგონიოკში“ (2020). Мандельштам в «Огоньке» 1923 года, https://1-9-6-3.livejournal.com/582191.html

კუფერშტეინი (1998). Ефим Куферштейн, Странник нечаянный, книга о Николае Агнивцеве – поэте и драматурге., Издание 2-е, исправленное и дополненное, Библиотека Всемирного клуба петербуржцев, Санкт-Петербург, 1998, https://imwerden.de/pdf/kuferstein_strannik_nechayanny_agnivtsev_1998__ocr.pdf

ივნევი (2009). Рюрик Ивнев, Новые тетради дневников, Опубликовано в журнале Крещатик, номер 2, 2009, https://magazines.gorky.media/kreschatik/2009/2/novye-tetradi-dnevnikov.html

ივნევი (1981). РЮРИК ИВНЕВ, У ПОДНОЖИЯ МТАЦМИНДЫ, https://profilib.org/chtenie/143212/ryurik-ivnev-u-podnozhiya-mtatsmindy.php

ივნევი (1995). Рюрик Ивнев, Последний имажинист, Маяковский и его время, Опубликовано в журнале Арион, номер 1, 1995, https://magazines.gorky.media/arion/1995/1/poslednij-imazhinist.html

რიურიკ ივნევის მოგონებები (1981). Воспоминания Рюрика Ивнева, Вместе с Луначарским, http://lunacharsky.newgod.su/bio/rurik-ivnev-vmeste-s-lunacharskim/

გოროდეცკი. Сергей Митрофанович Городецкий, Лаборатория Фантастики, https://fantlab.ru/autor5926

ნიკოლსკაია (2000). Никольская Т. «Фантастический город». Русская культурная жизнь в Тбилиси (1917–1921). М., 2000

ენიშერლოვი (2016). Владимир Енишерлов, «Акмеистов было шесть…», http://www.nasledie-rus.ru/podshivka/11707.php

სერებრიანი (2006). Даниил Серебряный, Сергей Городецкий. Стихи, воспоминания, https://stihi.ru/2006/02/07-734

ნინო ტაბიძე (2016). ნინო ტაბიძე, ცისარტყელა განთიადისას, ტიციანი და მისი მეგობრები, ,,არტანუჯი“, თბ., 2016

მდივანი ზაქარია. მდივანი ზაქარია, http://www.nplg.gov.ge/wikidict/index.php/მდივანი_ზაქარია

ტ. ტაბიძე (1923). ტიციან ტაბიძე, გასტრალიორი ჭონტოლი, გაზ. ,,რუბიკონი“, 1923, N14, კვირა, 25 აგვისტო

მიწიშვილი (2006). ნ. მიწიშვილი, ქართული ქრონიკა რევოლუციის დროიდან, ინტელექტი, თბ., 2006

ერენბურგი (1990). И. Эренбург, Люди, годы, жизнь, ВОСПОМИНАНИЯ в Т Р Е Х ТОМАХ, ТОМ ПЕРВЫЙ, КНИГИ ПЕРВАЯ, ВТОРАЯ, ТРЕТЬЯ, ИЗДАНИЕ ИСПРАВЛЕННОЕ И ДОПОЛНЕННОЕ, Москва, Советский Писатель

დალოცვილი საქართველო (1920). Кавказский Журнал - დალოცვილი საქართველო, http://www.nplg.gov.ge/ec/ka/pd3/search.html?cmd=search&pft=biblio&qs=700%3AМазуркевич+Н.И

სტავროპოლმცოდნეობა (2010). Ставропольеведение, Ч. I, Черная Т. К. , Литературный край ставрополье

М.: Изд. Надыршин, 2010, https://studfile.net/preview/6326589/

ჩერნოვი (1920). А. Чернов, Фельетон, «Грузия», 1920, № 127, 28 сентября

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-09-29

გამოცემა

სექცია

ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 4 5 6 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...