„მზისა და მთვარის ყაბალახი“ – მეფე ერეკლეს სიმბოლური სახეხატი
DOI:
https://doi.org/10.52340/idw.2023.61საკვანძო სიტყვები:
მზე, მთვარე, დატირება, ქრისტიანული, მანათობელიანოტაცია
„მზისა და მთვარის ყაბალახი“ მეფე ერეკლეს სიმბოლური სახეხატია, მეფისა, რომელიც ბაგრატიონთა დინასტიის წარმომადგენელია, ირმის ძუძუთია გაზრდილია და გვევლინება თამარის ძედ და პირველ ბაგრატიონად.
თამარის მსგავსად, ერეკლეც უყვარს ხალხს, სჯერა, რომ ცოცხლები არიან და გაჭირვების ჟამს, ისევ ისინი მოევლინებიან ერს მხსნელად. ამიტომაა, რომ მზის მეტაფორა ქართველ მეფეთა და, მათ შორის, ერეკლე მეფის დამახასიათებელი ატრიბუტია.
გასათვალისწინებელია ბაგრატიონთა სამეფო გვარის ღვთიური წარმომავლობის თეორია და ისიც, რომ მეფე ღმერთთან წილნაყარია, რჩეულობის ნიშნით იბადება. ქრისტიანული სიმბოლიკით, მზე ძე ღმერთია. ღმერთს შეედარება ქრისტე, სამება. ერეკლეც ქრისტესთან წილნაყარია, მისი ზრდა კი საკრალური, ამირანული. ერეკლე ქართული მითოლოგიის გმირის სადარია, რომელსაც მზის და მთვარის გამოსახულება ჰქონდა მხრებზე.
ქიზიყელი დედაკაცის დატირებაშიც ერეკლე მეფეს „მზისა და მთვარის ყაბალახი“ ახვევია. ეს მეტაფორა, უწინარესად, ხაზს უსვამს „იესიან-დავითიან-სოლომონიან“ ბაგრატიონთა გვარის წარმომადგენლის რჩეულობას, იმავდროულად, ორი მნათობი - მზე და მთვარე ღმერთის, ქრისტეს, სულიწმინდის და, ზოგადად, სამების სიმბოლური სურათხატებია.
ერთი მხრივ, ყაბალახი მამაკაცური ღირსების გამომხატველია, მეორე მხრივ, ეს ყაბალახი მზის და მთვარისაა, ანუ ზეგარდმო მადლით ცხებულია და მეფეს ზეციურ სასუფეველში მიაცილებს.
რჩეულობის ნიშნით დაბადებული ერეკლე ოქროს კუბოში წევს, რაც ოქროს აკვნის ასოციაციას ბადებს („იქნებ აკვანში ის ყრმა წევს“), აკვანი და კუბო „ერთი მითოლოგემის განსხვავებული, სხვადასხვა კუთხიდან დანახული სიმბოლოებია“, მოვა დრო, კუბოს აკვანი შეცვლის... ესქატოლოგიური მოლოდინი ყრმის დაბრუნების იდუმალი მაცნეა... ამიტომაა, რომ ერეკლეს „მიწის ჩოხა-ახალუხი“ არ მოეზომება. მას მხოლოდ და მხოლოდ „მზისა და მთვარის ყაბალახი“ ბურავს, როგორც ზეციურ „სამღთო სტუმარს“ და უფლის განაყარ ძმას.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
აბზიანიძე, ზ. ელაშვილი, ქ. (2007). სიმბოლოთა ილუსტრირებული ენციკლოპედია. II. „ბაკმი“.
არაბული, ა. (2022): „ბაგრატიონთა საგვარეულოს „ღვთისნებითობის“ თეორია და ხალხური სიტყვიერება“. „ლიტერატურული ძიებანი“. XXIII. თბილისი: „მერანი“.
ბაქრაძე, აკ. (2004). „თხზულებანი“. II. თბილისი.
გამსახურდია, ზ. (1991). „ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველება“. თბილისი: საქ. მეცნიერებათა აკადემიის რუსთაველის სახელობის ქართ. ლიტ. ინსტიტუტის გამომცემლობა.
იოსელიანი, პ. (1893). „ცხოვრება მეფე გიორგი მეცამეტისა და საქართველოს რუსეთთან შეერთება“.თბილისი: სტამბა ექვთიმე ივ.ხელაძისა.
კიკნაძე, ზ. (2010). „სამი ეტიუდი თამარის მითოსიდან“. ქართული წყაროთმცოდნეობა. XII. თბილისი.
კიკნაძე, ზ. (1996). „ქართული მითოლოგია“. I. „ ჯვარი და საყმო“. ქუთაისი.
ლიონიძე, ს. „მოთქმით ტირილი საქართველოს მეფის ღერკულეს ნეტარების ღირსისა“, http://www.nplg.gov.ge/civil/statiebi/saskolo/solomon-lioniZis-sityva.htm
მერჩულე, გ. „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“, http://saunje.ge/index.php?id=1495&option=com_content&lang=ru
მროველი, ლ. (1955). „ცხოვრება ქართველთა მეფეთა“. https://wikisource.org/wiki/%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%98_%E1%83%9B%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98_%22%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90_%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%97%E1%83%90%22_(1955)
ნოზაძე, ვ. (1957). „ვეფხისტყაოსნის მზისმეტყველება“. სანტიაგო დე ჩილე: ავთანდილ
მერაბაშვილი. https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/2817/1/VefxistyaosnisMzismetkveleba_1957.pdf
სიხარულიძე, ქ. (1949). „ქართული ხალხური საგმირო - საისტორიო სიტყვიერება“. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა.
სურგულაძე, ი. (1984). „ქართული სამართლის ისტორიის წყაროები“. თბილისი: „საბჭოთა საქართველო“.
ფსალმუნი 83. ფსალმუნნი, ძველი აღთქმა. https://www.orthodoxy.ge/tserili/gadasatseri/dzveli/fsalmunni/fsalmunni-83.htm
შაიშმელაშვილი, თ. (2020): „ეს ჩვენი მეფე ერეკლე“ - მონარქი, რომელმაც გაუსწრო თავის ეპოქას“. „ანეული“, 3:4-9.
ჩახრუხაძე, „თამარიანი“. https://library.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/03/44.thamariani.pdf
ცაიშვილი, ს. (1942). „ერეკლე მეფის გმირული სახე ხალხურ შემოქმედებაში“. თბილისი.
ჯაგოდნიშვილი, თ. (2021). „ერეკლეს ეპოსი“. თბილისი.
ჯავახიშვილი, გ. „ერთი დატირების ირგვლივ“, https://www.georoyal.ge/?MTID=101&TID=77&id=1825