კავკასიელთა სამონადირო ტრადიციების სემანტიკისთვის

კავკასიელთა სამონადირო ტრადიციების სემანტიკისთვის

ავტორები

  • ქეთევან სიხარულიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2023.57

საკვანძო სიტყვები:

მითოსი, ტრადიციები, რელიგიური წარმოდგენები, ნადირთა პატრონი, მონადირე, რიტუალის სემანტიკა

ანოტაცია

სტატიაში განხილულია სამონადირო ტრადიციები და მათი სემანტიკა განმარტებულია მითოლოგიური სიუჟეტების საფუძველზე. კავკასიელთა მითოლოგიაში სამონადირო თემა საკმაოდ ფართოდაა წარმოდგენილი. აქ უძველესი ხანიდან ჩამოყალიბდა მონადირეობის ინსტიტუტი თავისი ტრადიციებითა და მითოსით.  მითოსურ-რელიგიური წარმოდგენები გახდა სამონადირო ტრადიციებისა და რიტუალების სააზროვნო საფუძველი, მათი სტრუქტურისა და სემანტიკის განმსაზღვრელი. მონადირეობას სარგებელი მოჰქონდა არა მარტო სამეურნეო თვალსაზრისით. იგი ასევე ხელს უწყობდა ადამიანების თვალსაწიერის გაფართოებასაც. ამიტომ მონადირე საზოგადოების გამორჩეული წევრი იყო.

  სანადიროდ წასვლის წინ და ნადირობის პროცესში მონადირე ვალდებული იყო, ტაბუირების რთული სისტემა დაეცვა. პირველი და უმთავრესი მოთხოვნა ნადირობასთან დაკავშირებულ  წეს-ჩვეულებებში სიწმინდის დაცვა იყო, რადგან ნადირობა და ნადირთღვთაებასთან ურთიერთობა აღიქმებოდა როგორც საკრალური აქტი. ნადირის ძვალთან დაკავშირებული გადმოცემები და წესები მიუთითებს, რომ ღვთაებასთან ერთად მონადირეც მონაწილეობდა დახოცილი ნადირის აღდგომაში ანუ ბუნების აღორძინებაში ისიც იყო ჩართული. ნადირობის, როგორც საკრალური ქმედების თავისებურებებმა განაპირობა მონადირეთა საიდუმლო ენის გაჩენა და ამას თავისი დატვირთვა ჰქონდა როგორც ღვთაებასთან, ისე ნადირთან მიმართებაში.

  სამონადირო ტრადიციების დაცვაში პასუხისმგებლობა ეკისრებოდა მონადირის ცოლსაც. ქალის მონაწილეობა სამონადირო წესებში ასევე  მითოსური შინაარსითაა ნაკარნახევი. გამოთქმულია ვარაუდი, რომ ცოლის საქციელზე დამოკიდებული იყო არა მხოლოდ  ნადირობის შედეგი, არამედ წარმატებული ოჯახური ცხოვრებაც.

  ხალხის ხსოვნას  შემორჩა მონადირეთა ლოცვა-ვედრების სიმღერების ფრაგმენტები, რომლებსაც ყველაზე უფროსი ასაკის მონადირეები ასრულებდნენ. უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს არის უძველესი რიტუალური პრაქტიკის ნაწილი, რომელშიც ცეკვაც შედიოდა. ამ ვარაუდს საფუძველს უმაგრებს ბრინჯაოს სარტყლებზე გამოსახული ნადირობის სცენები, რომლებშიც ცხოველებთან ერთად მოცეკვავე ადამიანებიც არიან გამოსახულნი.

  სამონადირო ტრადიციებში ყურადღება ექცევა მონადირის იარაღთან დაკავშირებულ წეს-ჩვეულებებს, რომლებიც ინახავს იარაღის კულტის რუდიმენტებს. ეს დეტალები და სალაშქროდ გამოყენებული მონადირეთა საიდუმლო ენა უნდა მიუთითებდეს ნადირობისა და საომარი მოქმედების ერთგვაროვნებაზე. 

 

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

ვირსალაძე ე. (1964). ქართული სამონადირო ეპოსი, თბილისი: გამომცემლობა „მეცნიერება“.

კაციტაძე კ. (2011). Homo Militaris, ტ. I, გამომცემლობა „პოლიგრაფ თბილისი “.

Люлье Л. (1927). Черкессия – Историко-этнографические статьи. Краснодар: Изд-во историко-этнографического музея.

ოჩიაური თ. (1955). ხევსურეთის მითოლოგიიდან (ხის ბეჭი), მსე, თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა.

Плаева З. (2017). Охотничьи божества и обычяи Кавказа, NARTAMONGAE, The Journal of Alano-Ossetic Studies, Vol. XII, N1-2, Vladikavkaz-Paris, p. 189-204.

Riisøy A. (2021). Weapons in Legal Rituals: Between Myth and Reality, Vol 84 Nr. 1, Oslo, publisher University of Oslo.

რობაქიძე ა. (1941). კოლექტიური ნადირობის გადმონაშთები რაჭაში, თბილისი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა.

სიხარულიძე ქ. (2006). კავკასიური მითოლოგია, თბილისი, კავკასიური სახლის გამომცემლობა.

Фрезер Дж. (1980). Золотая ветвь, Москва, Издательство политической литературы.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-09-29

გამოცემა

სექცია

ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია

მსგავსი სტატიები

1 2 3 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...