ანდაზის „ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსა“ რეცეფცია ზოგიერთ ქართულ ხალხურ ზღაპარში

ანდაზის „ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსა“ რეცეფცია ზოგიერთ ქართულ ხალხურ ზღაპარში

ავტორები

  • ნინო გოგიაშვილი იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსტიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2023.46

საკვანძო სიტყვები:

ზღაპარი, ხალხური, ნაცარქექია, რეცეფცია, ანდაზა

ანოტაცია

ზღაპარი, თავისი არსით, მსოფლიოს ხალხთა ფოლკლორის მასშტაბით, უნივერსალურია. მასში კონცენტრირებულია ხალხის სიბრძნე, გამოცდილება, ეგზისტენციალური ცოდნა და ადამიანის სიცოცხლესთან შეთავსებადობის ემპირიული ამბიცია. ზღაპარში თავმოყრილია ქცევის ის მოდელები და ტრადიციები, რომლებიც ხალხის, როგორც უნიკალური სიბრძნის „მფლობელი“ საზოგადოების მონაპოვარია. მეზღაპრე არასოდეს საუბრობს სუბიექტური რაკურსიდან, ის ხალხის „საყვირია“, და, შესაბამისად, ობიექტურ შეჭმარიტებაზე აქვს პრეტენზია.

   ანდაზა „ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსა“ ბევრ ქართულ ხალხურ ზღაპარშია დეკლარირებული. ზღაპრის პროტაგონისტი, ხშირად, დიდი ფიზიკური ძალის ნაცვლად, გამჭრიახობითა და მოხერხებულობით ახდენს ანტაგონისტის გაუვნებელყოფას. ზღაპრის უარყოფითი გმირების უხეშ მაგიურ თუ ფიზიკურ ძალას მთავარი პერსონაჟი, ხშირად, სწორედ „ეშმაკობებით“ უპირისპირდება და გამარჯვებულიც რჩება.

   ზღაპრებში გაცხადებულია ის ყოფითი სიბრძნე, რასაც უნდა ფლობდეს ადამიანი, რათა გადარჩეს ამ სამყაროში. ფაქტია, რომ რამდენადაც ღია, კეთილი და მართალია პიროვნება, მით უფრო მოწყვლადია ის გარემომცველი სამყაროსათვის. სწორედ ამიტომ, მეზღაპრე ამბობს, რომ მოქნილობა და მოხერხებულობა ადამიანის ერთ-ერთი აუცილებელი თვისებაა. ანდაზის - „ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსა“ - მთავარი საზრისი კი ზღაპრების გმირების საბაზისო ქცევების ერთ-ერთი უმთავრესი მამოძრავებელი მექანიზმია.  

   მე შემიძლია უამრავი მაგალითი მოვიყვანო ქართული ხალხური ზღაპრებიდან, სადაც მოქნილობა, მოხერხებულობა, სიფხიზლე და მარიფათი დადებით კონტექსტში განიხილება. მეტიც, ეს თვისებები უზრუნველყოფენ ზღაპრის გმირების გამარჯვებას, გადარჩენას, საწადელის მოპოვებას, მადლიერების გამოხატვას და შურისძიებას.

   მოცემული ნაშრომის კვლევის მეთოდია ჰერმენევტიკა და ტექსტის შედარებითი ანალიზი. ნაშრომში ძირითად საკვლევ მასალებად გამოყენებულია შემდეგი ქართული ხალხური ზღაპრები: „ნაცარქექია“, „ხუთკუნჭულა“, „სამმტევანა ჭაბუკი“, „სიკვდილი და ყაჩაღი“, „დათვი და მელა“, „ბედის მაძებარი“.

 

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

კაკაბაძე გ. (2008): „სიცრუე და ორპირობა“... საზოგადოებრივ-ლიტერატურული ჟურნალი „არილი“.

http://arilimag.ge/%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%91%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94-4/

კიკნაძე ზ. (2007): ქართული ფოლკლორი. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა. თბილისი

კიკნაძე ზ. (2016): ნაცარქექიას აპოლოგია. ინტერნეტ-რესურსი - მატიანე. https://matiane.wordpress.com/2016/11/11/zurab-kiknadze-apology-of-natsarkekia/

მათეს სახარება. თავი მეექვსე. (1993): ახალი აღთქმა და ფსალმუნები. გადამუშავებული გამოცემა. ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი. სტოკჰოლმი

ხალხური. (2022): იყო და არა იყო რა. ქართული ხალხური ზღაპრები. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. თბილისი

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-09-29

გამოცემა

სექცია

ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია

მსგავსი სტატიები

1 2 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...