რიცხვითი სახელის შესახებ ქართულ ჟესტურ ენაში

რიცხვითი სახელის შესახებ ქართულ ჟესტურ ენაში

ავტორები

  • თამარ მახარობლიძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2023.33

საკვანძო სიტყვები:

ქართული ჟესტური ენა, რიცხვითი სახელი, რაოდენობითი, რიგობითი, მორფოლოგია, ჟესტური ენები.

ანოტაცია

ქართული ჟესტური ენა არის ყრუ და სმენადაქვეითებული ადამიანების ენა საქართველოში. მათი რიცხვი დაახლოებით 2 500-ს შეადგენს. ისინი ორენოვანი ხალხია და მათ აქვთ ორი მშობლიური ენა: ქართული ჟესტური ენა და სალაპარაკო ქართული. აქედან გამომდინარე, მათ სჭირდებათ ბილინგვური განთლება საქართველოში არსებულ ყრუთა სკოლებში.

რიცხვითი სახელი ყველა ენაში არის მორფოლოგიური რიცხვის, რიგის ან ნაწილის აღმნიშვნელი. შესაბამისად, რიცხვები შეიძლება იყოს რაოდენობითი, რიგობითი ან წილობითი. ქართული ჟესტური ენა იმეორებს ენების უნივერსალურ მიდგომას ზოგადად რიცხვის მიმართ. თითქმის ყველა ჟესტური ენა იყენებს თითების მოსალოდნელ კომბინაციებს რიცხვის წარმოსაჩენად და ეს განსაკუთრებით ეხება რაოდენობით რიცხვით სახელებს.

ჟესტურ ენებს აქვთ პენტაგრამური სისტემები, სადაც რიცხვი გადაიცემა ხელის თითებით და ეს ყველაზე მოსახერხებელი სისტემაა. სალაპარაკო ენები კი იყენებენ გამსხვავებულ მოდელებს – ათობით ან ოცობით სისტემას  (მაგალითად, სალაპარაკო ქართული ენა). ზოგადად, სალაპარაკო ენებში რიცხვითი სისტემის ოთხი ყველაზე უფრო  გავრცელებული ტიპია:

• ათობითი რიცხვების სისტემა (ბაზა 10)• ორობითი რიცხვების სისტემა (ბაზა 2)• ოქტალური რიცხვების სისტემა (ბაზა 8)• თექვსმეტობითი რიცხვების სისტემა (ბაზა 16)

ეს არსებული განსხვავება სალაპარაკო ქართულისა და ქართული ჟესტური ენის დათვლის სისტემებს შორის გულდასმით უნდა იქნას გათვალისწინებული საქართველოს სკოლებში ყრუ ბავშვებისთვის რაოდენობით რიცხვითი სახელის სწავლებისას.

ზოგადად ჟესტურ ენებს არ ახასიათებთ სეგმენტური მორფოლოგიისათვის ნიშანდობლივი აფიქსების სისტემა, თუმცა მორფემების და დერივაციული აფიქსების გამოყოფა მაინც ხერხდება ზოგ ჟესტურ ენაში. ქართული ჟესტური ენა ამ მხრივ განსაკუთრებულ სისტემას უჩვენებს. რიგობითი რიცხვითი სახელების წარმოება ხდება რიგის ნიშნის დართვით. ეს დერივანტი სუფიქსურია და აბსოლუტურად დელექსიკალიზებული აფიქსია.

ქართული ჟესტური ენა გვიჩვენებს რიცხვითი სახელის ინკორპორაციასაც.

მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ქართულ ჟესტურ ენას აქვს მორფო-ლექსიკური საშუალებები რიცხვითი სახელების სისტემის სათანადოდ გადმოსაცემად

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

• მახარობლიძე თ. (2015) ქართული ჟესტურის ენის ლექსიკონი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი. თბილისი. ISBN 978-9941-16-225-5 1368 gv.

• მახარობლიძე თ. (2012) ქართული ჟესტური ენა. ტრენინგის სახელმძღვანელო. მესამე საფეხური, რვეული ტრენინგის მონაწილეებისათვის. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. USAID, Save The Children International. თბილისი

• თამარ მახარობლიძე (2017) მათემატიკურ ნიშნებთან დაკავშირებული ზოგი საკითხი ქართულ ჟესტურ ენაში. “ენა და კულტურა - 18“ ჰუმანიტარულ და პედაგოგიკურ მეცნიერებათა განვითარების ფონდი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ქუთაისი. გვ. 51-58

• Barriga Puente, Francisco. 1998. Los sistemas de numeración indoamericanos: Un enfoque areotipológico. Ciudad de México: Universidad Nacional Autónoma de México.

• Chinchor, Nancy Ann. 1982. Morphological theory and numeral incorporation in American Sign Language. Providence, RI: Brown University doctoral dissertation.

• Comrie, Bernard. 1997. Some problems in the theory and typology of numeral systems. In Bohumil Palek (ed.), Proceedings of LP’ 96. Typology: Prototypes, item orderings and universals, 41– 56. Praha: Charles University Press.

• Comrie, Bernard. 2005a. Numeral bases. In Haspelmath et al. (eds.) 2005, 530–533.

• Fuentes, Mariana, María Ignacia Massone, María del Pilar Fernández-Viader & Alejandro Makotrinsky. 2010. Numeral-incorporating roots in numeral systems: A comparative analysis of two sign languages. Sign Language Studies 11. 55–75.

• Gil, David. 2005. Distributive numerals. In Haspelmath et al. (eds.) 2005, 222–225.

• Greenberg, Joseph H. 1978. Generalizations about numeral systems. In Joseph H. Greenberg (ed.), Universals of human language, Vol. 3: Word structure, 249–297. Stanford, CA: Stanford University Press.

• Hanke, Thomas. 2010. Additional rarities in the typology of numerals. In Jan Wohlgemuth & Michael Cysouw (eds.), Rethinking universals: How rarities affect linguistic theory, 61–89. Berlin: De Gruyter.

• Hurford, James R. 1975. The linguistic theory of numerals. Cambridge: Cambridge University Press.

• Hurford, James R. 1987. Language and number: The emergence of a cognitive system. Oxford: Blackwell. Hymes, Virginia Dosch. 1955. Athapascan numeral systems. International Journal of American Linguistics 21. 6–45.

• Meir, Irit, Wendy Sandler, Carol Padden & Mark Aronoff. 2010. Emerging sign languages. In Marc Marschark & Patricia Elizabeth Spencer (eds.), Oxford handbook of deaf studies, language and education, Vol. 2, 267–280. Oxford: Oxford University Press.

• Zeshan Ulrike, Cesar Ernesto Escobedo Delgado, Hasan Dikyuva, Sibaji Panda and Connie de Vos (2013) Cardinal numerals in rural sign languages: Approaching cross-modal typology. Linguistic Typology. De Gruyter Mouton. https://doi.org/10.1515/lity-2013-0019

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-09-28

გამოცემა

სექცია

ენა და ენათმეცნიერება

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...