ბიზანტიური მემკვიდრეობა და საბჭოთა სისტემა

ბიზანტიური მემკვიდრეობა და საბჭოთა სისტემა

ავტორები

  • ბეჟან ჯავახია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2023.18

საკვანძო სიტყვები:

ბიზანტია, საბჭოთა სისტემა, მემკვიდრეობა, იმპერია, სტალინი, პარტია

ანოტაცია

ჩვენს ინტერესს წარმოადგენს, განვიხილოთ ბიზანტიის სახელმწიფო იდეოლოგია და მისი შედარება საბჭოთა სისტემასთან. თუ როგორ გააგრძელა რუსეთის თვითმპყრობელმა სახელმწიფომ ბიზანტიური თვითმპრობელობა, სადაც სწორედაც იყო ერთი მთავარი იდეოლოგია: ერთი ღმერთი-ერთი იმპერატორი; ღმერთი ყოვლისმპყრობელი, პანტოკრატორი  და იმპერატორი ავტოკრატორი, თვითმპყრობელი.

ბიზანტიური მემკვიდრეობა ყველაზე ნათლად გამოვლინდა საბჭოთა ეპოქაში, საბჭოთა ერთიდოლოგიურ საზოგადოებაში, სადაც მარქსიზმი იყო წმინდა იდეოლოგია და ბელადი მისი დამცველი და განმახორციელებელი. მართალია ამ იდეოლოგიას საფუძელი ვლადიმერ ლენინის დროს ჩაეყარა საფუძველი და განსაკუთრებით ღიად და ნათლად გამოჩნდა იოსებ ბესარიონის ძე სტალინის მმართველობის ჟამს.

ბიზანტიის მსგავსად საბჭოთა სახელმწიფო იყო იდეოლოგიური იმპერია, ერთი განსაზღვრული იდეოლოგიით და მისი მოქალაქე, სწორედაც იყო საბჭოთა, როგორც ბიზანტიაში , მისი მოქალაქე იყო რომაელი. თვით ქვეყნის მეთაურის როლი , რომელიც მსგავსად იმპერატორისა თავისთავში აერთიანებდა, როგორც ქვეყნის მეთაურის, ასევე იდეოოლოგიური მოძღვრების დამცველი. საბჭოთა კავშირში ასევე მთავარი ადგილი დაიკავა პიროვნების კულტმა სტალინის სახით და მისმა იდეოლოგიამ ჰომო სოვეტიკუსის შესაქმნელად, ყოველგვარი ნაციონალური ღირებულებების გარეშე.

ას­ე­თი მსჯე­ლო­ბე­ბი მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სოა, მსგავ­სე­ბის და­ნახ­ვა კი შე­იძ­ლე­ბა არა მხო­ლოდ რუ­სე­თი­სა და საბ­ჭო­თა კავ­ში­რის მა­გა­ლით­ზე. სა­ერ­თო­დაც, ამ შემ­თხვე­ვა­ში ავტორები უფ­რო იმ­პე­რი­ის მა­გა­ლით­ზე სა­უბ­რო­ბენ და, რო­გორც ვხე­დავთ, აქ იმ­პე­რი­ა­ში გა­ერ­თი­ან­ებ­უ­ლი თუ დაპ­ყრო­ბი­ლი სხვა­დას­ხვა ხალ­ხე­ბი­სა თუ ერ­ოვ­ნე­ბე­ბის­თვის სა­ერ­თო შე­მა­კავ­ში­რებ­ლის შექ­მნა­ზეა სა­უბ­ა­რი. შე­იძ­ლე­ბა, არ და­ვე­თან­ხმოთ ავ­ტო­რთა ას­ეთ მსჯე­ლო­ბას, რო­დე­საც ისინი  ცდი­ლობენ, მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სია, კერ­ძოდ, კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლის სა­პატ­რი­არ­ქო წარ­მო­ად­გი­ნოს ერ­თა­დერთ რე­ლი­გი­ურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად, კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის მსგავ­სად, რო­მე­ლიც აბ­სო­ლუ­ტურ ჭეშ­მა­რი­ტე­ბა­ზე აც­ხა­დებ­და პრე­ტენ­ზი­ას, შე­უწ­ყნა­რე­ბე­ლი იყო მწვა­ლებ­ლო­ბე­ბის თუ სხვა მოძ­ღვრე­ბა­თა მი­მართ. პრე­ტენ­ზია აბ­სო­ლუ­ტუ­რი ჭეშ­მა­რი­ტე­ბი­სა, ანუ უნ­ივ­ერ­სა­ლუ­რო­ბი­სა და, აქ­ედ­ან გა­მომ­დი­ნა­რე, მწვა­ლებ­ლო­ბას­თან და გან­სხვა­ვე­ბულ აზ­როვ­ნე­ბას­თან  ბრძო­ლა და­მა­ხა­სი­ათ­ებ­ელ­ია შუა სა­უკ­უნ­ე­ებ­ში ნე­ბის­მი­ე­რი დი­დი რე­ლი­გი­ის­ათ­ვის, შე­საძ­ლე­ბე­ლია, უფ­რო რა­დი­კა­ლუ­რი მე­თო­დე­ბით, ვიდ­რე ეს ხდე­ბო­და ბი­ზან­ტი­ა­ში.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

კიკნაძე ზ. ( 2002)ბიზანტიური მემკვიდრეობა I. - ეკლესია გუშინ, დღეს და ხვალ, ილიას უნივერსიტეტის გამომცემლობა

ჯავახია ბ. (2009) ბიზანტინიზმი და ბიზანტიური მემკვიდრეობის საკითხი, თბილისი, პოლიტოლოგიის ინსტიტუტი

Constantine Porphyregenitus , (1967) De administrando imperio /; Greek text edited by Gy. Moravcsik ; English translation by R.J.H. Jenkins, Washington, D.C. : Dumbarton Oaks Center for Byzantine Studies

Mango C., 2008, Byzantium’s role in World history, Byzantine Studies, ed. Elizabeth Jefferies, John Haldon, Robin Cormack, Oxford University press, 957-962

Jenkins R. J. H. (1967) De Administrando omperio Dumbarton Oaks Text. I-II, Washington D.C., PP. 45. jsror. org/sici?sici=0075; www. the-orb.net/bizantinewesk. html.

Kretzenbacher L. 1981, Die Himmelsleiterzur Socialismis – Sohne,-Sud-Ost forschungen, 40, München

Maresch R. (2002 ) Das neue Byzanz, Frankfurt am Main

Murphy C. (2006. )The New Rome? The Fall of an Empire and the Fate of America, Icon Books

Runciman St.(1959) Byzantine Civilization, London, Meridian Books;

Vasiliev A. (1927) Byzantine Studies in Russia, Past and Present Source: The American Historical Review, Vol. 32, No. 3 (Apr.,), pp. 539-545 Published by: American Historical Association Stable URL: http://www.jstor.org/stable/1837746

Данилов Д. Православное содружество наций как метаполитический проект XXI века. http://www.pravaya.ru/dailynews/15015?print=1

Новак А. (2003)«Бедная империя, или второй Рим» - Cоблазны имперского дискурса в современной русской мысли – Европа, Журнап политического института международних дел, т. 3, №2 (7), c. 111-146. http://www.pism.pl/pdf/Europa%207%20Nowak.pdf

Протоиерей Иоанн Мейендорф,( 2003) Византия и Московская Русь. – История церкви и восточно-христианская мистика, М. Православный Свято-Тихоновский богословский институ

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-09-27

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...