ქართული ტოლერანტობის ისტორიიდან

ქართული ტოლერანტობის ისტორიიდან

ავტორები

  • ივანე ოსაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2023.16

საკვანძო სიტყვები:

ტოლერანტობა, საქართველო, ეთნოფსიქოლოგია, მეფე, ისტორიული

ანოტაცია

„ჩვენ“ და „ისინი“ საქართველოს ტერიტორიაზე ადრიდანვე ცხოვრობდნენ და მათ შორის ურთიერთობები სხვადასხვა ხასიათისა იყო. „უცხონი“ აქ სხვადასხვა გზით და სხვადასხვა დროს მოდიოდნენ და სახლდებოდნენ. ზოგიერთმა საუკუნეების მანძილზე კომპაქტური დასახლება შეინარჩუნა, ზოგმა ქართულ კულტურულ-პოლიტიკურ სამყაროში ასიმილაცია განიცადა.

 უცხოთა მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება მხოლოდ იმ შემთხვევაში მჟღავნდება, თუ მათგან ქვეყანას საფრთხე ემუქრება. სახელმწიფოსადმი მათი ლოიალობის შემთხვევაში „უცხოსადმი“ დამოკიდებულება პოზიტიური ხდება.   

ფეოდალურ საქართველოში ტოლერანტობის შედეგად ხშირია „უცხოს“ გადაქცევა მკვიდრად, „თვისად“ და  სახელმწიფოს ერთგული სამსახური.

„რჯულთშემწყნარებლობის“ ვითარებაში წარმოიშვა „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც თავისუფლების, სიყვარულის, მეგობრობისა და ტოლერანტობის პრინციპებს ეფუძნება.

ქართველი მეფეები და ხელისუფალნი თვითონ უწყობდნენ ხელს არაქართული ეთნიკური წარმომავლობის ადამიანთა ჯგუფების ჩამოსახლებას და მათთვის ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნას.

დავით აღმაშენებელი, ერეკლე II, სამეგრელოს მთავარი ლევან II დადიანი, თავიანთ ტერიტორიებზე ასახლებდნენ ებრაელებს, ყივჩაღებს, სომხებს და სხვებს.

ქართველთა ტოლერანტობამ განაპირობა არაქართველთა ლოიალობის არაერთი ფაქტი: მუსლიმთა რჩევით, ქართველებმა კვლავ აიღეს თბილისი 1227 წელს, მტრის მოულოდნელი შემოსევისაგან გორი იხსნა სომეხმა ტერტერამ სააკაშვილმა და სხვა.

დავით აღმაშენებელმა თბილისელ მუსლიმებს შეუნარჩუნა ყადის ინსტიტუტი, მას საერთოდ სხვა ეროვნების ხალხისა და სარწმუნოების მიმართ ტოლერანტული პოლიტიკა გაუტარებია.

ქართული სამეფო კარის ტოლერანტული პოლიტიკა უზრუნველყოფდა სხვადასხვა ეროვნების ადამიანთა მშვიდობიან  თანაცხოვრებასა და სამსახურს სახელმწიფოსადმი.

 ქართველთა ეთნოფსიქოლოგიის ტოლერანტული ბუნება კარგად აისახა პოეტურ და პროზაულ ფოლკლორში.

ფეოდალური ხანის ქართულმა საზოგადოებამ თავისი ტოლერანტული პოლიტიკის საფუძვლად ფართო რჯულთშემწყნარებლობისა და კავკასიის ხალხთა ძმობის იდეა გამოაცხადა. ეს იყო რეალური ვითარებიდან გამომდინარე, საშინაო და საგარეო ფაქტორებით განპირობებული პოლიტიკა, რომელიც სინამდვილემ მისი სიცოცხლისუნარიანობის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად აქცია.

საქართველოს ისტორიული ცხოვრების ამ ფენომენმა თავისი ასახვა ჰპოვა ხალხის ფსიქიკაშიც, რამაც მნიშვნელოვანწილად განაპირობა ქართველთა ეთნოფსიქოლოგიის ტოლერანტული ბუნება.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

აბდალაძე, ა. (1982). „ქართლის ცხოვრება“ და საქართველო-სომხეთის ურთიერთობა“. თბილისი.

აბდალაძე, ა. (1988). „ამიერკაკასიის პოლიტიკურ ერთეულთა ურთიერთობა IX- XI სს-ში“. თბილისი.

ბაგრატიონი, დ. (1959). საქართველოს სამართლისა და კანონთმცოდნეობის მიმოხილვა, აპოლონ როგავას რედაქციითა და გამოკვლევით. თბილისი.

ბერძენიშვილი, ნ. (1966). „საქართველოს ისტორიის საკითხები“. III. თბილისი: „მეცნიერება“.

ბერძენიშვილი, ნ. (1975). საქართველოს ისტორიის საკითხები“. VIII. თბილისი.

დავლიანიძე, ლ. (1966). „მათე ურჰაელის ცნობები დავით აღმაშენებელის შესახებ“, კრ.: „საქართველო რუსთაველის ხანაში“. თბილისი: „მეცნიერება“, 247-252.

ლამბერტი, ა. (1938) „სამეგრელოს აღწერა“. თბილისი.

მელიქსეთ-ბეგი, ლ. (1940). გარეჯის „მრავალმთის“ სომხური ეპიგრაფიკა და პოლიგლოტური წარწერა ქართულ-სომხურ-სპარსულ-უიღურული. აკად. ნ. მარის სახელობის ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის „მოამბე“, V-VI: 153-174. თბილისი.

მესხია, შ. (1972). „ძლევაი საკვირველი“. თბილისი.

მესხია, შ. (1982). „საისტორიო ძიებანი“. 1. თბილისი.

„იესე ბარათაშვილის ცხოვრება-ანდერძი“, (1950). ა. იოსელიანის გამოცემა. თბილისი.

„სამართალი ბატონიშვილის დავითისა“, (1964). ტექსტი გამოსცა და გამოკვლევა დაურთო დ. ფურცელაძემ. თბილისი.

„საქართველო და ქართველები“. (2013). ზაზა აბაშიძის რედაქციით, თბილისი.

„სომხურ ხელნაწერთა ანდერძების ცნობები საქართველოს შესახებ (XIV–XV სს)“. (1978). ძველი სომხურიდან თარგმნა, შესავალი, კომენტარები და შენიშვნები დაურთო ა. აბულაძემ. თბილისი.

„ქართლის ცხოვრება“ (1996). II. თბილისი.

„ქართლის ცხოვრების“ ძველი სომხური თარგმანი, (1953). თბილისი.

„ჟან შარდენის მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში (ცნობები საქართველოს შესახებ)“, (2018). ფრანგულიდან თარგმნეს და შესავალი წერილი და კომენტარები დაურთეს მზია მგალობლიშვილმა და გიორგი ისაკაძემ. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ხონელიძე, ზ. (2021). „მშვიდობის ქართული პარადიგმა“. თბილისი.

ჯავახიშვილი, ივ. (1948). „ქართველი ერის ისტორია“. II. თბილისი.

ჯაფარიძე, გ. (1995). „საქართველო და მახლობელი აღმოსავლეთის ისლამური სამყარო. XII -XIII ს-ის პირველ მესამედში“. თბილისი.

Гош М. (1954). «Армянский судебник». Ереван.

Еремян, С. (1979). «Общность судеб и культурно – политическое содружество народов Закавказья в IX - XIII вв» , В кн. «Кавказ и Византия. Ереван.

Иоанисян. А. (1945). «Иосиф Эмин». Ереван.

«История Армянского народа», (1951). I. Ереван.

Орбели, И. (1968). «Избранние Труды». I. Москва.

Петрушевский, П. (1949). «Азербаиджан в XVI–XVII вв, Сборник статей по историй Азербаиджана». вып. I. Баку.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-09-27

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...