ბრუცელოზის შემთხვევათა ანალიზი კახეთისა და ქართლის რეგიონებში
DOI:
https://doi.org/10.52340/idw.2023.01საკვანძო სიტყვები:
ბრუცელოზი, ზოონოზური, ეპიზოოტური, პრევენცია, ინფექციის წყარო, ავადობაანოტაცია
საქართველოში, კერძოდ კახეთისა და ქართლის რეგიონებში, 2013-2022 წლებში ჩატარდა ბრუცელოზით დაავადების ეპიდემიოლოგიური ანალიზი. დადგინდა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ ფართოდ არის გავრცელებული ზოონოზური დაავადებები. უფრო ხშირად გვხვდება კახეთში (საგარეჯოში, ახმეტაში, თელავში, დედოფლისწყაროში), ახასიათებს გაზაფხულ-ზაფხულის სეზონურობა, ძირითადად ავადდებიან 20-40 წლის ადამიანები (47%), აღინიშნება დაავადების მატება მოზარდებში (14%) და დიასახლისებში (13%). ბრუცელოზის ეპიდემიური პროცესი ხასიათდება ტალღური მიმდინარეობით. 2013-2022 წლებში აღინიშნებოდა ზრდის გამოხატული ტენდენცია. რეალური ეპიდემიოლოგიური სურათის დასადგენად საჭიროა მოსახლეობის გამოკვლევა ადგილზე. დაავადების აღმოსაფხვრელად აუცილებელია სამედიცინო და ვეტერინალურ სამსახურებს შორის თანამშრომლობა. ბრუცელოზის პრევენციისთვის წამყვანად გვევლინება იმ ცხოველების ანტიბრუცელოზური ღონისძიებები, რომლებიც იმყოფებიან ამ ინფექციისთვის არახელსაყრელ ფერმებში: დაავადებული ცხოველების იზოლაცია, ფერმის გაჯანსაღება, ზაფხულის და ზამთრის საძოვრებისთვის მარშრუტების გამოყოფა ცხოველების გადასარეკად, ხორცის და რძის პროდუქტებზე შესაბამისი კონტროლის დაწესება.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ბაბაკიშვილი, ჯ., და ბაბაკიშვილი, თ. (2012). ეპიდემიოლოგია (ეპიზოოტოლოგია) და ცხოველთა ინფექციური დაავადებები. თბილისი.
ლომინეიშვილი, მ. (2001). ბრუცელოზი და მისი საწინააღმდეგო ღონისძიებები. თბილისი.
მარუაშვილი, გ. (1983). ბრუცელოზი. თბილისი.
Akhvlediani, T., Bautista, C. T., Garuchava, N., Sanodze, L., Kokaia, N., Malania, L., & Trapaidze, N. (2017). Epidemiological and clinical features of brucellosis in the country of Georgia. PLoS One, 12(1), e0170376.
Corbel, M. J. (2020). Brucellosis: epidemiology and prevalence worldwide. In Brucellosis: clinical and laboratory aspects (pp. 25-40). CRC Press.
Franco, M. P., Mulder, M., Gilman, R. H., & Smits, H. L. (2007). Human brucellosis. The Lancet infectious diseases, 7(12), 775-786.