თავაზიანობის სტრატეგიები ქართულსა და ინგლისურ ენებში: ლინგვისტური და კულტურული შედარება (ჯეინ ოსტინის „სიამაყე და ცრურწმენის“ და მისი ქართული თარგმანის მიხედვით)

თავაზიანობის სტრატეგიები ქართულსა და ინგლისურ ენებში: ლინგვისტური და კულტურული შედარება (ჯეინ ოსტინის „სიამაყე და ცრურწმენის“ და მისი ქართული თარგმანის მიხედვით)

ავტორები

  • ელენე ძამიაშვილი იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი
  • ეკატერინე ნახუცრიშვილი იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2025.40

საკვანძო სიტყვები:

თავაზიანობა, შედარებითი ანალიზი, თარგმანი, კულტურათაშორისი კომუნიკაცია, მხატვრული დისკურსი

ანოტაცია

წინამდებარე ნაშრომი მიზნად ისახავს თავაზიანობის სტრატეგიების გამოხატვის თავისებურებების ანალიზს ინგლისურ და ქართულ ენებში, რისთვისაც გამოყენებულია ჯეინ ოსტინის რომანი „სიამაყე და ცრურწმენა და მისი ქართული თარგმანი. კვლევა ეფუძნება კონტრასტული პრაგმატიკის მიდგომას და ასახავს, როგორ რეალიზდება ძირითადი ენობრივი ქმედებები – თხოვნა, უარის თქმა, ბოდიშის მოხდა, კომპლიმენტები და ემოციური გამოხატულებები – ორენოვან ტექსტებში. ყურადღება გამახვილებულია იმაზე, თუ როგორ გამოხატავს თითოეული ენა თავაზიანობას სოციალური როლების, კომუნიკაციური ნორმებისა და ინტერაქციული სტრატეგიების მეშვეობით. შესწავლილი საკითხის ანალიზის საფუძველზე, მიუხედავად იმისა, რომ ინგლისურ და ქართულ კულტურებს საერთო ღირებულებად მიაჩნიათ სოციალურ ურთიერთობებში ჰარმონიის შენარჩუნება, მათი მიღწევის გზები მნიშვნელოვნად განსხვავდება. ინგლისური დიალოგისთვის დამახასიათებელია ირიბი და ფრთხილი ტონი, ზომიერი ან შერბილებული ენობრივი ფორმები, თავშეკავებულობა და ემოციური დისტანცია – რაც დამოუკიდებლობისა და სოციალური ტაქტის ხაზგასმას ემსახურება. მეორეს მხრივ, ქართულ ენაში უპირატესობა ენიჭება ემოციურობას, სოციალურ კონტექსტში განზრახულ პირდაპირობას, იერარქიის გათვალისწინებასა და ღიად გამოხატულ ემოციურ ჩართულობას. ეს განსხვავებები ფართო კულტურულ ღირებულებებზე მიუთითებს და წარმოაჩენს სხვადასხვა ხედვას, თუ როგორ გამოიხატება პატივისცემა, თანაგრძნობა და ავტორიტეტი ურთიერთობაში. ნაშრომი ასევე ხაზს უსვამს მთარგმნელის, როგორც კულტურული შუამავლის როლს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარია მხატვრულ ლიტერატურაზე, სადაც თავაზიანობა არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ტონით, სტილითა და ქვეტექსტითაც გადმოიცემა. მხატვრული დიალოგის თარგმნა რთულია იმ მხრივაც, რომ მცირე ცვლილებებმაც კი შეიძლება მნიშვნელოვნად შეცვალოს პერსონაჟებს შორის ურთიერთდამოკიდებულება. კვლევა ხელს უწყობს სხვადასხვა კულტურაში კომუნიკაციის თავისებურებების უკეთ გაგებას და ცხადყოფს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ენის სწავლება არამხოლოდ ლექსიკურ დონეზე, არამედ კონტექსტისა და მნიშვნელობის გათვალისწინებითაც.

 

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

Austen, J. (2022). Pride and Prejudice. Global Grey;

Brown, P., & Levinson, S. C. (1987). Politeness: Some Universals in Language Usage. Cambridge University Press;

Hofstede, G. (2001). Culture’s Consequences: Comparing Values, Behaviors, Institutions and Organizations Across Nations. Sage;

House, J. (2015). Translation Quality Assessment: Past and Present. New York: Routledge;

Ramishvili, N. (2014). სიამაყე და ცრურწმენა [Pride and Prejudice, Georgian Translation]. გამომცემლობა პალიტრა L;

Spencer-Oatey, H. (2008). Culturally Speaking: Culture, Communication and Politeness Theory. Continuum;

Venuti, L. (2017). The Translator’s Invisibility: A History of Translation. Routledge;

Wierzbicka, A. (2008). Cross-Cultural Pragmatics: The Semantics of Human Interaction. Cambridge University Press.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-10-10

როგორ უნდა ციტირება

ძამიაშვილი ე., & ნახუცრიშვილი ე. (2025). თავაზიანობის სტრატეგიები ქართულსა და ინგლისურ ენებში: ლინგვისტური და კულტურული შედარება (ჯეინ ოსტინის „სიამაყე და ცრურწმენის“ და მისი ქართული თარგმანის მიხედვით). "კულტურათაშორისი დიალოგები“ შრომები , 8, 289–295. https://doi.org/10.52340/idw.2025.40

გამოცემა

სექცია

ენა და ენათმეცნიერება

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...