თავშავას (Origanum Vulgare) ბიოლოგიური თავისებურებები და სასოფლო-სამეურნეო მნიშვნელობა

თავშავას (Origanum Vulgare) ბიოლოგიური თავისებურებები და სასოფლო-სამეურნეო მნიშვნელობა

ავტორები

  • თამარ კაჭარავა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი image/svg+xml
  • თინათინ ეპიტაშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი image/svg+xml
  • მზია ლობჯანიძე სამცხე-ჯავახეთის სახელმიფო უნივერსიტეტი
  • ანტონინა მსხილაძე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml
  • მინედა ჭანტურია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/idw.2025.10

საკვანძო სიტყვები:

თავშავა, ბიოლოგიური თავისებურებები, ბიომრავალფეროვნება, ჯავახეთის პლატო, მცირე კავკასიონის მთათა სისტემა

ანოტაცია

საქართველო ზომიერი კლიმატის მქონე ქვეყანაა და სწორედ მისი უნიკალური გეოგრაფიული, კლიმატური და ნიადაგური პირობები ფლორის მრავალფეროვნებას ქმნის და ძვირფას სახეობათა, მათ შორის სამკურნალო, თაფლოვანი, საღებარი, არომატული და  სანელებელი მცენარეების კულტივირების შესაძლებლობას იძლევა. ქვეყნის ფიტოგენეტიკური რესურსების  შემადგენლობაში გვხვდება ჭურჭლოვან მცენარეთა 4100 - ზე მეტი სახეობა, მათგან  დაახლოებით 21% ანუ 900-მდე სახეობა  ენდემურია. სამკურნალო, თაფლოვან, საღებარ, არომატულ და  სანელებელ   მცენარეებზე მოთხოვნილება უფრო და უფრო იზრდება, რადგან ქიმიური პრეპარატების მოხმარებისას ადგილი აქვს თანმდევ გართულებებს (მაგ.ალერგია და სხვ.). ონთოგენეზის პერიოდში მცენარეში წარმოქმნილი ნაერთები უმნიშვნელოვანესია ცოცხალ ორგანიზმში მიმდინარე მეტაბოლიტური პროცესებისათვის.  აქედან გამომდინარე მცენარეული პრეპარატების მიღება  უსაფრთხო, მარტივი და ეფექტურია, რადგან ორგანიზმში არ იწვევს ალერგიულ ან სხვა უარყოფით პროცესებს. ყოველივე ზემოთ აღნიშნულმა განსაზღვრა სადისერტაციო თემის აქტუალობა. აქედან გამომდინარე, სამკურნალო, თაფლოვანი, საღებარი, არომატული და სანელებელი მცენარეების მდგრადი გამოყენება, მათ შორის ეთნობოტანიკური უნარ  - ჩვევების ჩართვით ძალზე მნიშვნელოვანი და პერსპექტიულია.

სამცხე-ჯავახეთი ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული რეგიონია. ჯავახეთის პლატო და მცირე კავკასიონის მთათა სისტემა, როგორც მრავალი უნიკალური სიცოცხლის ფორმის ევოლუციის ცენტრი, წარმოადგენს მდიდარი გენეტიკური რესურსების ღია ცის ქვეშ მოწყობილ მუზეუმს. სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მცენარეულობის კვლევის მონაცემები მწირია.

სამკურნალო, საღებარი, თაფლოვანი, არომატული და სანელებელი მცენარეები შეიცავს ფარმაკოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს განსაზღვრული თანაფარდობითა და რაოდენობით სხვადასხვა ეკოსისტემის ფონზე. ამავდროულად, ბევრმა ქვეყანამ აკრძალა სინთეზური ანტიბიოტიკების დამატება ზრდასრული და ცხოველების საკვებში. ამ ფონზე, ბუნებრივი ფიტოდანამატები განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს მსოფლიო ბაზარზე. ჩვენი ქვეყნის ბიომრავალფეროვნება მდიდარია ასეთი მცენარეებით, რამაც განსაზღვრა თეზისის აქტუალობა და შერჩეული მცენარის - თავშავას (Origanum Vulgare) გამოყენების პერსპექტივები. ამ მიმართულებით, ქვეყანაში ეთნობოტანიკური უნარების შესწავლა მნიშვნელოვანია ფიტომედიცინაში, ფიტოკულინარიასა და ფიტოპარფიუმერიაში.

თავშავა (Origanum Vulgare) არის მნიშვნელოვანი, ღირებული და შეუცვლელი ნედლეული, არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინდუსტრიისთვის, არამედ მას აქვს სერიოზული პერსპექტივა ექსპორტისთვისაც. შესაბამისად, თავშავას პლანტაციების გაშენება მნიშვნელოვანი და საკმაოდ ეფექტური იქნება. 

 

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

წყაროები

Lobjanidze M., Kacharava T. (2019). Useful Plants’ Diversity in Georgia Advances and Perspectives of Biodiversity Research and Conservation. ISBN 978-9941-8-1337-5, p. 50-52, Tbilisi, Georgia;

Kacharava T., Epitashvili T., Lobjanidze M., Koiava L. (2022). Physiological Features and Qualitative Indicators of Origanum Vulgare. VOL 22, ISSUE 6.2, ISSN 1314-2704, ISBN 978-619-7603-52-1 (hard copy), ISBN 978-619-7603-53-8 (DVD), p. 269-277;

Kvesitadze E., Lobjanidze M., Ghlighvashvili V., Epitashvili T., Kacharava T. (2023). Colouring of Wool by Natural Dyes. Bulletin of the Georgian National Academy of Sciences (Moambe). ISSN - 0132 – 1447, Vol. 17, N1; p. 118-122, Tbilisi, Georgia.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-10-08

როგორ უნდა ციტირება

კაჭარავა თ., ეპიტაშვილი თ., ლობჯანიძე მ., მსხილაძე ა., & ჭანტურია მ. (2025). თავშავას (Origanum Vulgare) ბიოლოგიური თავისებურებები და სასოფლო-სამეურნეო მნიშვნელობა. "კულტურათაშორისი დიალოგები“ შრომები , 8, 86–89. https://doi.org/10.52340/idw.2025.10

გამოცემა

სექცია

აგრარული და ბიოლოგიური მეცნიერებები (ყველა)

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.

Loading...