ანოტაცია
ტექნოსოფია გახლავთ ახალი ფუნდამენტური ზოგადფილოსოფიური თეორია, რომელიც გულისხმობს ტექნოლოგიების საზოგადოებაზე ზემოქმედების თვისებრიობის ახსნასა და შემეცნებას, ადამიანის ფსიქოემოციური ფსიქოგენური და ისტორიოსოფიური კონდიციების მეტაფიზიცისტურ შეკავშირებაას, ინფორმაციული ფილოსოფიის ანალიზის ინოვაციური მეთოდოლოგიური მიმართულებების ჩამოყალიბებასა და განვითარებას. ინფორმაცია გახლავთ მათემატიცისტური და სიტყვიერ-ლოგიკური სტრუქტურული განსაზღვრულობის სახით წარმოდგენილი აზრისმიერი მოცემულობა. ტექნოსოფია უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ადამიანური აზროვნებისა და კიბერნეტიკული ინფორმაციული ველების თვისებრივ ურთიერთქმედებას, ინფორმაციული აზრისმიერი ელემენტების გაერთიანებას ფილოსოფიურ-მსოფლმხედველობრივ და იდეურ-საგნობრივ სიბრტყეში. ტექნოსოფია ხელოვნურ ინტელექტს მიიჩნევს მცდარ ტერმინად, ვინაიდან, ინტელექტი ბუნებითი სიბრძნისმიერი მოცემულობაა რომელიც ზემოქმედებს ქმნილზე ობიექტზე შესაბამისად აღნიშნული ტერმინი უნდა ჩავთვალოთ მხოლოდ ბუნებითი აზროვნების სივრცულ გამოხატულებად,რომელიც არ ებმის მიზნობრივი და მიზეზობრივი თვალსაზრისით ობიექტივაციურ უსულო გამოთვლით ტექნიკას. ტექნოსოფია უპირატეს მნიშვნელობას ანიჭებს ადამიანური აზროვნების ფუნქციურ-სტრუქტურულ ისტორიულ-გენეტიკურ და ემპირიულ-ანალიტიკურ სისტემებს. ტექნოსოფია წარმოადგენს ახალ ფილოსოფიურ პარადიგმას, რომელიც იბრძვის საკაცობრიო ბუნებითი აზროვნების მმართველ კანონზომიერებათა დასაცავად და საზოგადოებრივი ცნობიერების ფსიქოემოციური კრიზისის გადასარჩენად. ტექნოსოფია მეტად მნიშვნელოვანი მიზნობრივი მოცემულობის მიზეზობრივი არსებითობაა, რომელიც ჩამოყალიბდა ტექნოგენური დიქტატისა და ტექნოცენტრული ტირანიის წინააღმდეგ კონცეპტუალური შეხედულებების ჩამოსაყალიბებლად. ტექნოსოფია ვითარდება დროსა და სივრცეში როგორც სამეცნიერო დისციპლინა აკადემიური მიმართულება და თეორეტიკული მოდელი.თანამედროვე ეპოქაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მეცნიერებას, დოგმატიზმს მსოფლმხედველობრივ აზროვნებას, ზოგადეთიკურ არსობრიობასა და აზრისმიერ აქტივაციას. ტექნოსოფია სავსებით შესაძლებელია წარმოვიდგინოთ არა მხოლოდ ახალ ფილოსოფიურ პარადიგმად, არამედ აზროვნების ბუნებით საწყისთა აქნესომინურ ფაზაში აღდგენის კონცეპტუალურ სისტემად. ტექნოსოფიის განვითარებისას დიდ ფუნქციურ დატვირთვას იძენს აღმოსავლური და დასავლური კონცეპციების ისტორიოსოფიური მოდელირება, რაც გაამარტივებს აზრობრივ პროგრესს და იდეურ-საგნობრივ აქტივირებას მრავალი მიმართულებით. ტექნოსოფია წარმოადგენს შუგენის, ესენას და კიმენაგირის კონცეპციების ბაზისური ბუნებითობის სინემონიკრანულ გამოხატულებას, რომელიც სრულიად შესაძლებელია კაცობრიობის მხნელ იდეათა სისტემად ვაქციოთ. ტექნოსოფიას აქვს კერძოობითი მიმართულება-ინფორმაციული გრამატიზმი, რომელიც გულისხმობს ინფორმაციის სტრუქტურის შესწავლას, მსოფლმხედველობრივ ანალიზსა და მათემატიცისტურ საგნობრივ მოდელირებას. ინფორმაციული გრამატიზმი პირადად, ჩემი აზრით, უდიდეს მნიშვნელობას იძენს ინფორმაციული ფილოსოფიის შესწავლისა და შემეცნების ურთულეს პროცესში. ინფორმაციული გრამატიზმი უპირველესად უკავშირდება ჩვენს მიერ შემოღებულ ფილოსოფიურ ტერმინს-ასტროიუროსოფია, რომელიც გულისხმობს აზრთაქმნადობის მუდმივებისა და აზრისმიერი კონცეპტუალური იდეების სისტემურ დიფუზიას. ასტროიუროსოფია წარმოადგენს სრულიად ახალ ფილოსოფიურ მოძღვრებას, რომელიც მომავლის იდეების სამჭედლო და აზრისმიერი სისტემური სივრცეა,რომლის ათვისება დიდი შემოქმედებითი პოტენციალიოს ათვისებით გახლავთ შესაძლებელი. ღრმად მწამს ასტროიუროსოფია მომავლის მსჯელობის საგანი და ახალი ფილოსოფიური იდეების წყაროდ გარდაიქმნება უახლოეს მომავალში.
წყაროები
Mariam Tsatsanashvili - Informational Law;
Hegel-Phylosophy of Law;
Immanuel Kant – „Critique of Pure Reason“;
Florin - Brief Overview of Philosophy of Information;
Nigel Warburton - A Little History of Philosophy
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .
საავტორო უფლებები (c) 2024 ქართველი მეცნიერები