უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილი ურთიერთობა და მომწესრიგებელ ნორმათა კონკურენცია
PDF (English)

საკვანძო სიტყვები

უსაფუძვლო გამდიდრება
შერულების კოდიქცია
შეუსრულებლობის კონდიქცია
ვითომ კრედიტორი
ვითომ მოვალე
სარგებელი
ხარჯი

როგორ უნდა ციტირება

ჩიტოშვილი თ. (2024). უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილი ურთიერთობა და მომწესრიგებელ ნორმათა კონკურენცია . ქართველი მეცნიერები, 6(4), 76–96. https://doi.org/10.52340/gs.2024.06.04.09

ანოტაცია

ნაშრომი ეხება კანონისმიერი ვალდებულების ისეთ სახეს, როგორიცაა უსაფუძვლო გამდიდრება. უდავოა, რომ აღნიშნული სამართლებრივი ურთიერთობა როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული კუთხით გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. სირთულეს განაპირობებს  მისი გამიჯვნის პრობლემები როგორც სხვა სახის ვალდებულებითსამართლებრივ, ისე სანივთოსამართლებრივ ურთიერთობებთან. ამ უკანასკნელში იგულისხმება ქონებაზე საკუთრებისა და მესაკუთრის უფლებების დაცვა, სარგებლობის ხელშეშლა და მიუღებელი სარგებლის კომპენსაცია. აღნიშნული პრობლემები ჩნდება უსაფუძვლო გამდიდრების შემთხვევებთან დაკავშირებულ ურთიერთობებშიც, როდესაც საქმე ეხება უსაფუძვლოდ მიღებულის საფუძველზე გამდიდრებული პირის უფლება მოვალეობებს, ვითომ კრედიტორისა და ვითომ მოვალის ურთიერთობებს, დაბრუნების წესებსა და პირობებს და ა. შ. ნაშრომის მიზანს წარმოადგენს მოხდეს იმ საკითხების განხილვა, რომელიც უკავშირდება უსაფუძვლო გამდიდრების ცნებას, სახეებს (შესრულებისა და შეუსრულებლობის კონდიქცია), სსკ იმ ნორმათა ურთიერთკავშირის განხილვას, რომელიც ერთმანეთთან იმყოფება კონკურენციაში სანივთო და უსაფუძვლო გამდიდრებისდან წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგების დროს. სტატიაში განხილული საკითხები საყურადღებოა როგორც თეორეტიკოს, ისე პრაქტიკოსი იურისტებისთვის.

https://doi.org/10.52340/gs.2024.06.04.09
PDF (English)

წყაროები

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, 1997

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი პირველი, გამ. „სამართალი“, 1999. გვ.22

ზოიძე ბესარიონ, სამართლის პრაქტიკული ყოფიერების შემეცნების ცდა უპირატესად ადამიანის უფლებათა ჭრილში, თსუ გამომცემლობა, 2013. გვ. 59

ვაშაკიძე გიორგი - სამოქალაქo კოდექსის გართულებულ ვალდებულებათა სისტემა, GTZ 2010. გვ.99

ჩიტოშვილი თამარ. უსაფუძვლო გამდიდრების შემთხვევები თეორიისა და პრაქტიკის ჭრილში, „ბონა კაუზა“, 2019. გვ.51

ჭანტურია ვლადიმერ. სამოქალაქო სამართალი, ზ/ნ, გამ. „სამართალი“, 2011. გვ.377

ცერცვაძე გიორგი. უსაფუძვლო გამდიდრება, გამოქვეყნებულია კრებულში-სახელშეკრულებო სამართალი, ავტორტა კოლექტივი, რედ: სამ. დოქტ. გიორგი ჯუღელი, გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014. გვ.80

კონრად ცვაიგერტი, ჰაინ კოტცი - შედარებითი სამართალმცოდნეობის შესავალი კერძო სამართლის სფეროში, თარგმანი ეკატერინე სუმბათაშვილის, ტ-2, 1996 . გვ. 233, 239, 241

К. Цвайгерт, Х. Кётц _ Введение в сравнительное правоведение в сфере частного права. Т- 2. 1998г. стр 292

Herberger/Martinek/Russmann/Weth. Juris PraxisKommentar. BGB,Schuldrecht Band 2.3. herausgegeben von Prof. Dr. Dr.h.c. Helmut Russmann, 3. Auflage, 2006. seite 1193

Ломидзе О, Ломидзе Е, _ Воэвяат получеииого по иедеиствительиой сделке . виндикация и коидикция, «хозяиство и право», № 5, 2008. 76. ნანახია ქოჩაშვილი ქ. მფლობელობა და საკუთრება - ფაქტი და უფლება სამოქალაქო სამართალში, გამ. შპს „ბონა კაუზა“, 2013. გვ. 215

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, საქმე #ას-838-796-2013, 25 მაისი, 2015წ.

Creative Commons License

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

საავტორო უფლებები (c) 2024 ქართველი მეცნიერები

Downloads

Download data is not yet available.

Metrics

Metrics Loading ...