საქართველოში გავრცელებული კარტოფილის ცისტიანი ნემატოდების სახეობრივი იდენტიფიკაცია, ფილოგენეტიკა და პათოტიპები

სტატია გამოიცემა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის - "ბიომრავალფეროვნების ცალკეული კომპონენტის შესწავლა, დაცვა, შენარჩუნება, გონივრული გამოყენება“ ფარგლებში.

ნემატოდები მორფოლოგიურ - მორფომეტრული პჯრ ფილოგენეტიკური ხე პათოტიპები

ავტორები

ტომ. 6 No. 4 (2024)
სტატიები
ოქტომბერი 10, 2024

ჩამოტვირთვები

კარტოფილის ცისტიანი ნემატოდების გამოსავლენად ჩატარდა მარშრუტული კვლევები  საქართველოს  მეკარტოფილეობის 2 რეგიონში: სამცხეთ ჯავახეთი და სვანეთი. სვანეთის რეგიონში სულ აღებულ იქნა 150 მდე  ნიადაგის ნიმუში. აღების ადგილებია: მესტია, აეროდრომის მიმდებარე ტერიტორია და  სოფლები (უშხვანარი, ლატალი, ლანჩვალი, ჭოლა, ლახირი, იფარი, წვირიმი, ლალაიდი), სამცხეთ ჯავახეთის რეგიონში აღებულ იქნა 200 მდე  ნიადაგის ნიმუში, აღების ადგილებია:  ახალციხე და სოფლები (ვალე, სხვილისი. არალი, აგარა, უდე, რუსთავი, აწყური, წნისი, მუგარეთი, ურაველა). არსებულ ნიმუშებში, მორფოლოგიურ - მორფომეტრული გაზომვებით  და მოლეკულური (პჯრ)  მეთოდებით  დადასტურდა Globodera rostochiensis   ცისტების  არსებობა.   ჩატარდა გამოვლენილი Globodera rostochiensis იზოლატების    ფილოგენეტიკური ანალიზი    რიბოსომული დნმ-ის გენის D3  და  ITS1-15.8S-ITS2  უბნების სექვენირებით. განსაზღვრულ იქნა გამოვლენილი ნემატოდების პათოტიპები, რომელიც  გაერთიანდა  Ro1 ჯგუფში.

მსგავსი სტატიები

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.