ანოტაცია
სატრანსპორტო გვირაბებში ხანძრის გაჩენისას ადამიანების ევაკუაციის თითქმის ყველა მეთოდი, ხოლო ზოგჯერ ხანძრის ლიკვიდაციის გეგმაც, ითვალისწინებს სავენტილაციო ნაკადის მართვას ვენტილატორების მეშვეობით. კერძოდ, სუფთა ჰაერის ფორსირებულ მიწოდებას იმ უბანზე, სადაც იმყოფებიან ადამიანები და მისი ხარჯის შემცირებას ან სრულ შეწყვეტას ხანძრის კერაზე. ვენტილატორების შესაძლებლობები ამ შემთხვევაში გადაჭარბებითაა შეფასებული, რადგან ძლიერი ხანძრისას ისინი თავის ფუნქციას ვერ შეასრულებენ. როგორც ცნობილია, ყველაზე მძლავრი ვენტილატორების სტატიკური წნევა შეადგენს 15 კპა, ხოლო ხანძრის მიერ აღძრული დინამიკური წნევა მინიმუმ ერთი რიგით მაინც აღემატება ამ სიდიდეს აღნიშნულიდან გამომდინარე, გრძივ-განივი სქემა ტექნიკურად გამოუსადეგარია საევაკუაციოდ, რადგან ჩვეულებრივი რეჟიმისას სავენტილაციო არხში გაჭუჭყიანებული ჰაერია, ხოლო სუფთა ჰაერით მისი “ავსება”- მოხდება მხოლოდ სავენტილაციო სისტემის რეცირკულაციის შემდეგ. ჰაერისა და სატრანსპორტო საშუალებების სიჩქარეებს შორის თანაფარდობის და რეცირკულაციის შემთხვევაში ჰაერის ინერციის გადალახვის საჭიროების გათვალისწინებთ. ზომიერი სიგრძის გვირაბებში უფრო რეალურია ხანძრის კერიდან ტრანსპორტით გასწრება, ვიდრე რეცირკულაციის შედეგის მოლოდინი. რიკოთის საავტომობილო გვირაბის მაგალითზე ნაჩვენებია, რომ ჰაერის სავენტილაციო ნაკადის რეცირკულაცია ძლიერი ხანძრის შემთხვევაში ტექნიკურად შეუძლებელია. აღსანიშნავია ასევე, რომ მსგავსი გვირაბების პირობებში ნაკადის რეცირკულაციას აზრი მაინც არა აქვს, ტექნიკურად შესაძლებელიც რომ იყოს, რადგან ვერ მოხერხდება ადამიანების გადაყვანა ცრუ ჭერში განთავსებულ სავენტილაციო არხში.
წყაროები
Х. Дзидзигури А., Махарадзе Л. Шахтные турбомашины. / Часть 2. - Тбилиси: 1996. - 202 с. (На Груз. яз.).
Чурадзе Т.К. Статистика особых случаев в транспортных тоннелях. // «Транспорт», №2, Тбилиси, 2001. -с. 11-13. (На груз. яз.).
Серебряков М.Е. Внутренняя баллистика. - Москва: Оборонгиз, 1949. - 670 с.
Ланчава О. Гигроскопический массообмен в подземных сооружениях. - Тбилиси: «Технический университет», 1998. - 272 с. (На груз. яз.).
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .
საავტორო უფლებები (c) 2021 O. A. Lanchava, Zurab Lebanidze