ანოტაცია
რიკოთის ავტოსაგზაო გვირაბის ძირითადი პარამეტრებით სიგრძე - 1700 მ; განივი კვეთის ფართობი - 78 მ2, ჰიდრავლიკური დიამეტრი - 10 მ2; გაბარიტის კვეთის ფართობი - 60 მ2; სავენტილაციო არხის კვეთი — 17 მ2; სიმაღლე ზღვის დონიდან: დასავლეთის პორტალი - 877,7მ. აღმოსავლეთის პორტალი — 896.4 მ. მანქანების მოძრაობა გვირაბში ორმხრივია. განიავება ხორციელდება გრძივ-განივი სისტემით, ოთხი ღერძული (პორტალებთან სავენტილაციო არხში ორ-ორი პარალელურად ჩართული) ВОД- 21M ტიპის ვენტილატორით რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრეა 2000 კვტ. ვენტილატორების მუშაობის ნორმალური რეჟიმია შეწოვა. სუფთა ჰაერი მიეწოდება ორივე პორტალიდან, რომელიც შეიწოვება ვენტილატორების მიერ განვითარებული დეპრესიის ხარჯზე გვირაბის ჭერში ორ რიგად განლაგებული 80 სპეციალური ფანჯრის გავლით (ნახ.1.). ფანჯრების კვეთის რეგულირება შესაძლებელია ხელით. კვეთის მაქსიმალური ფართობია 0,5 მ2, წრფივი ზომებია 0,5x1მ, ხოლო სავენტილაციო ჰაერის ხარჯი გაანგარიშებულია გამომდინარე მავნე აირების ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციის (ზდკ) განზავების პირობიდან.
წყაროები
l. ო. ლანჩავა, შ.ონიანი, ვ.კალატოზიშვილი, მ.თათარიშვილი, თ.ფირცხალავა, თ.მაჭავარიანი. ავტოსაგზაო გვირაბების სავენტილაციო სისტემების მდგრადი და ეკონომიური ფუნქციონირების მეთოდების კვლევა ეკოლოგიური მოთხოვნების გათვალისწინებით. თბილისი: მეცნ. აკად. სამთო ინსტიტუტი,2001. - 20 გვ.
ი ლანჩავა. ჰიგროსკოპიული თბომასაგაცვლა მიწისქვეშა ნაგებობებში. - თბილისი: "ტექნიკური უნივერსიტეტი„, 1999. - 272 გვ.
Ушаков К.З.‚ Бурчаков A.C Пучков Л.А.‚ Медведев И. И. Аэрология горных предприятий. — М.: “Недра”, 1987. - 422 с.
Храпов 8.17, Демешко E.A. Hayмов С. Н. u др. Тоннели и метрополитены. - М.: “Транспорт”, 1989. - 384 с.
შ. ონიანი, მ. ონიანი, ო. ლანჩავა კავკასიონის ქედში გაყვანილი სატრანსპორტო გვირაბების სავენტილაციო სისტემებზე მოქმედი ბუნებრივი წევის განაწილების ხასიათი// სტუ შრომები, 1991, N92 (375).
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .
საავტორო უფლებები (c) 2021 Omar Lanchava, David Gordadze