ძლიერი ხანძრების FDS მოდელირება გვირაბების კომბინირებული ვენტილაციის პირობებში
PDF (English)

როგორ უნდა ციტირება

ლანჩავა ო., & ნოზაძე გ. (2022). ძლიერი ხანძრების FDS მოდელირება გვირაბების კომბინირებული ვენტილაციის პირობებში. ქართველი მეცნიერები, 4(5), 324–333. https://doi.org/10.52340/gs.2022.04.05.35

ანოტაცია

განხილულია ერთგვირაბიანი ორმხრივი მოძრაობის საავტომობილო გვირაბი, რომლის ცრუ ჭერში მოწყობილია ერთმანეთის პარალელური და ერთმანეთისაგან იზოლირებული ორი სავენტილაციო არხი. სტანდარტულ პირობებში გამოიყენება კომბინირებული - ნახევრად განივი ვენტილაციის სისტემა. სუფთა ჰაერის მიწოდება ხდება გვირაბის გასწვრივ განივი  სქემით, ხოლო გაჭუჭყიანებულის არინება გრძივი სქემით - სატრანსპორტო გვირაბის პორტალებიდან. ხანძრის შემთხვევაში როგორც ჰაერის მიწოდება, ისე მისი არინება ხდება განივი  სქემით, მითითებული სავენტილაციო არხებით. 50-100 მგვტ სიმძლავრის ხანძრის მიწისქვეშ განვითარების სცენარები შესწავლილია 400 მ სიგრძის გვირაბის მონაკვეთისათვის FDS მოდელირების საფუძველზე. ნაშრომში წარმოდგენილია ანალოგიური სიმძლავრის ხანძრების განვითარება და დამაზიანებელი ფაქტორების გავრცელების დინამიკა ძირითად სატრანსპორტო გვირაბში. რიცხვითი მოდელირების დროს მოქმედებს როგორც ჩვეულებრივი, ისე სახანძრო ვენტილაცია. ორივე ვენტილაცია, როგორც უკვე აღინიშნა მოქმედებს ნახევრადგანივი პრინციპით. სავენტილაციო ფანჯრებში ენერგიული მექანიკური გაწოვისა და მოქნილი სავენტილაციო ცეცხლგამძლე ბარიერების გამოყენების შედეგად შესაძლებელია ნამწვი აირების გავრცელების შეფერხება, რითაც შესაძლებელია ევაკუაციის ეფექტურობის ამაღლება სიცოცხლის გადასარჩენად. ანალოგიურ პირობებში შემთხვევათა განხილვის ცალსახობისათვის შემოტანილია ფანჯრებში გაწოვის კრიტიკული სიჩქარე, რომლის კრიტიკული რიცხვითი სიდიდე პირველი მიახლოებით აკმაყოფილებს უტოლობას  მ/წმ. ნაშრომში ნაჩვენებია, რომ მოქნილი ტრანსფორმირებადი ბარიერების გამოყენებით შესაძლებელია შევაფერხოთ წვის პროდუქტების უკონტროლო გავრცელება გვირაბის სავალი ნაწილის გასწვრივ, რაც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული უბედურების ზონაში მოქცეული ადამიანების ევაკუაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების დროს.

https://doi.org/10.52340/gs.2022.04.05.35
PDF (English)

წყაროები

Lanchava O., Nozadze G., Jangidze M. (2022) Georgian Patent, P 7371.

Thomas P.H. (1958) Fire Research Notes 351, http://www.iafss.org/publications/frn/351/-1

Thomas P.H. (1968) Fire Research Notes 723, Fire Research Station, Watford, UK.

Vaitkevicius A., Carvel R., Colella F. (2016) Fire Technology 52: 1619–1628 DOI: 10.1007/s10694-015-0512-z.

Ingason H., In: Beard A., Carvel R. (2012) Handbook of Tunnel Fire Safety, ICE Publishing, London: 273–308.

Lanchava O., Javakhishvili G. (2021) Impact of strong fires on a road tunnel ventilation system. Bulletin of the Georgian National Academy of Sciences 15(4): 38-45.

Lanchava O. (2019) Analysis of critical air velocity for tunnel fires controlled by ventilation, Mining Journal 1(42): 126-132.

Lanchava O.A. (1998) Hygroscopic heat and mass transfer in underground structures. GTU, Tbilisi: 272.

Lanchava O., Nozadze G., Bochorishvili N., Lebanidze Z., Arudashvili N., Jangidze M., Tsikarishvili K. (2014) Criteria for evaluation of emergency firefighting in transport tunnels. Transport Bridge Europe-Asia: 29-34.

Lanchava O., Ilias N. (2020) Critical velocity analysis for safety management in case of tunnel fire. MATEC Web of Conferences 305, 00023, SESAM 2019 https://doi.org/10.1051/matecconf/202030500023

Lanchava O., Ilias N., Radu S.M., Nozadze G., Jangidze M. (2022) Preventing the spread of combustible products in tunnels by implementing a divisible system. Environmental Engineering and Management Journal 21/4: 627-635. https://journals.4science.ge/index.php/GS/$$$call$$$/plugins/generic/funding/controllers/grid/funder-grid/add-funder?submissionId=1377

Creative Commons License

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

Downloads

Download data is not yet available.

Metrics

Metrics Loading ...