ანოტაცია
მდ.აჭარისწყლის ხეობის მიმდებარე ტერიტორიები რეფუგიუმია მესამეული ტენის მოყვარული კოლხური რელიქტური ტყეების ეკოსისტემებისთვის, რომლებსაც UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა. ხეობაში ამჟამად მიმდინარე დერივაციული ტიპის კასკადური ჰესების მშენებლობა და ექსპლუატაცია, ქმნის ბუნებრივი ჰაბიტატების ფრაგმენტაციის, განადგურებისა და დაკარგვის საშიშროებას. ჩატარებულია მიწისქვეშა წყაროს წყლის ელემენტური ანალიზი პლაზმური ატომურ–ემისიური სპექტრომეტრიით, დაბა შუახევის ლოკაციაზე, მიღებული მონაცემები შედარებული იქნა მდ.აჭარისწყლის მულტიელემენტური ანალიზის შედეგებს. წყაროს წყალსა და მდ.აჭარისწყალში ძირითადი მაკროელემენტებია – Ca და Mg. მდ.აჭარისწყლის ნიმუშებში ზდკ–ს აღემატება P, Fe, Al-ის კონცენტრაციები, რაც მისი ანთროპოგენური დაბინძურების დამადასტურებელია. ასევე ზდკ–ზე მეტია ისეთი საშიში დამაბინძურებლები, როგორებიცაა - Hg, Li, Pb, Ti. აჭარისწყლის ხეობის სპეციფიკის, რელიეფის გათვალისწინებით, აუცილებელია ჰესების მშენებლობის და ექსპლუატაციის პერიოდში სერიოზული გეოლოგიური და ეკოლოგიური კვლევების ჩატარება, შემდგომში კი – პერიოდული მონიტორინგების განხორციელება, რათა მოხდეს პრობლემური ადგილების გამოკვეთა და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების გატარება.
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .