2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში (არჩევანი ლიდერების გარეშე)

ავტორები

სტატიაში აღნიშნულია, რომ 2018 წლის კონსტიტუცია, რომელიც ძალაში შევიდა პრეზიდენტის ინაუგურაციის დღიდან, ქვეყანაში ამკვიდრებს საპარლამენტო მმართველობის მოდელს და ბოლო შემთხვევა იყო პრეზიდენტის არჩევის საყოველთაო სახალხო არჩევნების გზით (6 წლის ვადით), 2024 წლიდან პრეზიდენტს აირჩევს (5 წლით) საარჩევნო კოლეგია და ქვეყანა სრულად გადავა მმართველობის საპარლამენტო ფორმაზე. ნაშრომში გაანალიზებულია აგრესიული წინა საარჩევნო კამპანიის განმაპირობებელი ფაქტორები: მძიმე სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობა, მმართველი გუნდის მიერ დაშვებული შეცდომები, პოლიტიკური კულტურის თავისებურებები, ქართული მენტალიტეტისა და ცნობიერების კონტრასტულობა, რუსეთის ინტესების დაცვაში კანდიდატების ურთიერთ ბრალდებები–„კომპრომატებით ომი“, სალომე ზურაბიშვილის და გრიგოლ ვაშაძის წინასაარჩევნო დაპირებები, ხელისუფლების მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ გამოყენებული სამთავრობო რესურსები, საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გამოქვეყნებული წინასწარი ანგარიშები (რომლის მიხედვითაც არჩევნების ლეგიტიმაცია ეჭვის ქვეშ არ დამდგარა, მაგრამ იყო კრიტიკული შენიშვნები), არჩეული პრეზიდენტის საინაუგურაციო სიტყვაში გაჟღერებული ახალი ინიციატივები (დემოკრატიული ფასეულობები და პოლიტიკური პრიორიტეტები), რომლებიც მომავლის იმედებს აჩენს საზოგადოებაში.

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 4 5 6 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.