2. სოციალური მეცნიერებები

სასკოლო კულტურის ფორმირების გამოწვევები და განვითარების გზები

ავტორები

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში განათლების რეფორმების დაწყებიდან დღემდე უკვე მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა. ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელიც განათლების რეფორმის მიზნების მისაღწევად მთავარ ინსტრუმენტს წარმოადგენს, განსაზღვრავს სავალდებულო მოთხოვნებს სასკოლო საზოგადოების მიმართ 3 მიმართულებით: სწავლა-სწავლების პროცესის ორიენტირება მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე; სასწავლო პროცესის დაფუძნება კონსტრუქტივისტულ საგანმანათლებლო პრინციპებზე; ზრუნვასა და მხარდაჭერაზე ორიენტირებული სასკოლო კულტურის ჩამოყალიბება. სკოლის ორგანიზაციული კულტურის თავისებურებებისა და ქცევის შესწავლას ტრადიციულად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს უცხოურ კვლევებში, რომელიც ეხება სკოლის მართვის სფეროს, თუმცა ქართულ სამეცნიერო პრაქტიკაში ეს პრობლემა ფაქტიურად
არ არის დამუშავებული. კვლევის მიზანს წარმოადგენს საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში სკოლის ორგანიზაციული კულტურის შესწავლა, ანალიზი და ზრუნვასა და მხარდაჭერაზე ორიენტირებული სასკოლო კულტურის ჩამოყალიბების საფუძვლების
შემუშავება, რაც მიმართულია სკოლის კონცეპტუალურ მთლიანობის შენარჩუნებაზე, ეფექტურ მუშაობასა და მისიის რეალიზებაზე, რომელიც ეფუძნება ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს. სტატიაში განხილულია ორგანიზაციული კულტურის არსი, საქართველოს სკოლებში მისი ხილული გამოვლინებები, ორგანიზაციული კულტურის ტიპოლოგიზაცია, რისი ცოდნა მნიშვნელოვანია როგორც სკოლის ხელმძღვანელის, ისე პედაგოგიური კოლექტივისთვის, ასევე, ხელს შეუწყობს იმის განსაზღვრას, რა არის დასაშვები და რა დაუშვებელი ამა თუ იმ კულტურის ფარგლებში. 

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.