ანოტაცია
პირის ღრუს ლორწოვანი გარსის არცთუ იშვიათ პათოლოგიას წარმოადგენს ტუჩებზე განვითარებული სხვადასხვა ხასიათის პროცესი მაკროჰეილიტის სახით. 1928 წელს შვედმა ექიმმა მელკერსონმა (Melkersson) აღწერა ავადმყოფი, რომელსაც აღენიშნებოდა ტუჩების ანგიოტროფიკული შეშუპება და სახის ნერვის ცალმხრივი დამბლა. 1931 წელს კი როზენტალმა (Rosenthal) აღწერა პაციენტების მდგომარეობა, რომლებსაც მდგრადი მაკროჰეილიტის გარდა ჰქონდათ ნაოჭიანი ენა და სახის ნერვის დამბლა. ამ დროიდან დაავადებას, რომელიც სიმპტომთა აღნიშნული ტრიადით ვლინდებოდა, მელკერსონ-როზენტალის სინდრომი ეწოდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სახის ნერვის დამბლა და ნაოჭიანი ენა ყოველთვის შეიძლება არ გამოვლინდეს. 1945 წელს მიშერმა (Mischer) შეისწავლა ჰისტოლოგიური ცვლილებები მაკროჰეილიტის დროს და დაადგინა, რომ ისინი გრანულომატოზური ხასიათისაა (მიშერის იდიოპათიური მაკროჰეილიტი). დღესაც, ზოგიერთი ავტორი მიშერის მაკროჰეილიტს მიიჩნევს მელკერსონ-როზენტალის სინდრომის მონოსიმპტომურ ფორმად (1,2,3,4,5,7.).
წყაროები
2. C Marques, A Machado, A P Baptista. Macrocheilitis and Melkerson-Rosenthal syndrome. Review of 19 cases. Acha Medica Portuguesa 1994, 7(10):533-40.
3. Miest R, Bruce A, Rogers RS 3rd. Orofacial granulomatosis. Clin Dermatol. 2016 Jul-Aug. 34(4):505-13.
4. Nair SP. Cheilitis granulomatosa. Indian Dermatol Online J. 2016 Nov-Dec. 7(6):561-562.
5. Sciubba JJ, Said-Al-Naief N. Orofacial granulomatosis: presentation, pathology and management of 13 cases. J Oral Pathol Med. 2003 Nov. 32(10):576-85.
6. Tilakaratne WM, Freysdottir J, Fortune F. Orofacial granulomatosis: review on aetiology and pathogenesis. J Oral Pathol Med. 2008 Apr. 37(4):191-5.
7.Wadhawen R, Singh Khurana PR, Khanduri N, Solanki G. Unveiling the Curtain on orofacial Granulomatosis: An Overview. Acta Biomedica Scientia. 2015. 2(3):148-151.