თანამედროვე მიდგომა პილონიდური აბსცესის მკურნალობაში
PDF (English)

როგორ უნდა ციტირება

გრატიაშვილი ე., ახმეტელი ლ., ივანიშვილი თ., კობაძე ს., & თოდუა ს. (2023). თანამედროვე მიდგომა პილონიდური აბსცესის მკურნალობაში . თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული, 56, 58–61. Retrieved from https://journals.4science.ge/index.php/CSW/article/view/2275

ანოტაცია

მწვავე  პილონიდური აბსცესის მარტივი  დრენირების შემდეგ, 70%-ზე მეტ შემთხვევაში სწრაფად ვითარდება რეციდივი ან ყალიბდება ქრონიკული სინუსი, რის გამოც საჭირო ხდება განმეორებითი ოპერაციების წარმოება. არსებული კვლევების შედეგებზე დაყრდნობით და დაავადების მექანიზმის ინტერპრეტირებით შეიძლება გამოითქვას ვარაუდი, რომ მწვავე აბსცესის დრენირებას თუ მოვახდენთ პირველადი ხვრელმილების მინიმალური ამოკვეთით მიღებული ჭრილობიდან, რეციდივის ალბათობა შემცირდება.  კვლევის მიზანი იყო მწვავე  პილონიდური აბსცესის  პირველადი ხვრელმილების მინიმალური ამოკვეთით წარმოებული  დრენირების უსაფრთხოების და ეფექტურობის შეფასება. გაანალიზდა 54 პაციენტის შემთხვევა, რომელთაგან 21 იყო ქალი და 33 მამაკაცი, ასაკი მერყეობდა 17-დან 45 წლამდე. ოპერაციის ხანგრძლივობამ  საშუალოდ შეადგინა  13 წუთი და პაციენტები გაეწერნენ კლინიკაში შემოსვლიდან 2 საათში. განკურნება მიღწეულ იქნა ყველა პაციენტში. სინუსის სრულ ობლიტერაციას დასჭირდა 21-58 დღე, საშუალოდ 34.6 დღე. ორ პაციენტში  გამოვლინდა გართულება (3,7% გართულების სიხშირე), ერთთან ჭრილობის ინფიცირების (1,85%), მეორესთან კი სისხლდენის სახით (1,85%). კოსმეტიკური თვალსაზრისით, შედეგი ყველა პაციენტისთვის იყო დამაკმაყოფილებელი. აღინიშნა დაავადების რეციდივის 2 შემთხვევა (3,7%). ოპერაციის შემდგომი დაკვირვების საშუალო პერიოდმა შეადგინა 22 თვე (10-34 თვე). დასკვნა: პილონიდური აბსცესის  დრენირება პირველადი ხვრელმილების ამოკვეთით მწვავე პილონიდური დაავადების მკურნალობის ეფექტური და უსაფრთხო მეთოდია. მისი განხორციელება მარტივია და მცირე დროს მოითხოვს, არ საჭიროებს ავადმყოფის დაყოვნებას სტაციონარში და მინიმალური დისკომფორტით მიმდინარეობს. შესაბამისად, შესაძლებელია განვიხილოთ პილონიდური აბსცესის მკურნალობის პირველი რიგის მეთოდად.

PDF (English)

წყაროები

Dawson P. (2017) Pilonidal Disease. In: Herold A., Lehur PA., Matzel K., O’Connell P. (eds) Coloproctology. European Manual of Medicine. Springer, Berlin, Heidelberg. https://doi.org/10.1007/978-3-662-53210-2_8

გელა მუხაშავრია, მაია ქარაბაკი ,1998 წ.- პროქტოლოგია 3. Дульцев Ю.В., Ривкин В.Л. Эпителиальный копчиковый ход – М: Медицина, 1988.–129

G. E. Karydakis, “Easy and successful treatment of pilonidal sinus after explanation of its causative process,” Australian and New Zealand Journal of Surgery, vol. 62, no. 5, pp. 385–389, 1992.

Jensen SL, Harling H. Prognosis after simple incision and drainage for a first-episode acute pilonidal abscess. Br. J. Surg. 1988; 75: 60–1.

Sakr MF, Ramadan MA, Hamed HM, Kantoush HE. Secondary healing versus delayed excision and direct closure after incision and drainage of acute pilonidal abscess: a controlled randomized trial. Arch Clin Exp Surg 2012; 1(1): 8-13.

Vahedian J, Nabavizadeh F, Nakhaee N, Vahedian M, Sadeghpour A. Comparison between drainage and curettage in the treatment of acute pilonidal abscess. Saudi Med. J.2005; 26: 553–5.

Yildirim D, Sunamak O, Pergel A, Mounla M. Combined single step definitive treatment in acute pilonidal sinus abscess running head: single step treatment of pilonidal abscess. Surgical Science 2010; 1: 24-6.

Kalaiselvan, R., Bathla, S., Allen, W. et al. Minimally invasive techniques in the management of pilonidal disease. Int J Colorectal Dis 34, 561–568 (2019). https://doi.org/10.1007/s00384-019-03260-y

Calikoglu, Ismail M.D. Gulpinar, Kamil M.D. Oztuna, Derya Ph.D. Elhan, Atilla Halil Ph. Phenol Injection Versus Excision With Open Healing Pilonidal Disease: A Prospective Randomized Trial

Sian TS et al (2018) Fibrin glue is a quick and effective treatmentfor primary and recurrent pilonidal sinus disease. Tech Coloproctol.https://doi.org/10.1007/s10151-018-1864-4

Milone M, Musella M, Di Spiezio Sardo A, et al. Videoassisted ablation of pilonidal sinus: a new minimally invasive treatment–a pilot study. Surgery 2014;155(3):562-6,

Meinero P, Stazi A, Carbone A, Fasolini F, Regusci L, La Torre M. Endoscopic pilonidal sinus treatment: a prospective multicentretrial trial.Colorectal Dis. 2016 May;18(5):O164-70. doi: 10.1111/codi.13322.PMID: 26946340

Dessily M et al (2017) Pilonidal sinus destruction with a radial laser probe: technique and first Belgian experience. ActaChirBelg 117(3):164–168

Pappas A, Christodoulou D. A new minimally invasive treatment of pilonidal sinus disease with the use of a diode laser: a prospective large series of patients. Colorectal Disease. 2018;20(8):O207-O214.http://doi: 10.1111/codi.14285.

Kepenekci I, Demirkan A, Celasin H, Gecim IE. Unroofing and curettage for the treatment of acute and chronic pilonidal disease. World J Surg. 2010 Jan;34(1):153-7. doi: 10.1007/s00268-009-0245-6. PMID: 19820992.

Johnson EK, Vogel JD, Cowan ML, Feingold DL, Steele SR; The American Society of Colon and Rectal Surgeons’ Clinical Practice Guidelines for the Management of Pilonidal Disease. Dis Colon Rectum. 2019 Feb;62(2):146-157. doi: 10.1097/DCR.0000000000001237. PMID: 30640830.

Iesalnieks I, Ommer A, Petersen S, Doll D, Herold A. German national guideline on the management of pilonidal disease. Langenbecks Arch Surg. 2016 Aug;401(5):599-609. doi: 10.1007/s00423-016-1463-7. Epub 2016 Jun 16. PMID: 27311698

Downloads

Download data is not yet available.