ანოტაცია
კვლევაში ჩასართავად რანდომულად შეირჩა 46 აივ ინფიცირებული, მამრობითი სქესის, 18 წელზე მეტი ასაკის ოპიოიდე-35 ბზე დამოკიდებული პირი, რომლებიც მჩთ პროგრამაში ჩართვამდე, მინიმუმ 6 თვის განმავლობაში იტარებდნენ ანტირეტროვირუსულ მკურნალობას. საკვლევი პირები მკურნალობას გადიოდნენ „გლობალური ფონდის“ მიერ დაფინანსებულ მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში, რომელიც ხორციელდებოდა სსიპ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ბაზაზე. მჩთ პროგრამაში ჩართვისას, მათი დიაგნოზი იყო: ოპიოიდების მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობანი, დამოკიდებულების სინდრომი (F11.2). საკვლევი პირები 3 წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ ინტენსიური დაკვირვების ქვეშ. კლინიკური სიმპტომატიკა, სარისკო ქცევა, ცხოვრების ხარისხი, დეპრესია (ბეკის დეპრესიის საკვლევი კითხვარი), შფოთვა (სპილბერგის შფოთვის საკვლევი კითხვარი) და სხვა მონაცემები შეფასდა მჩთ პროგრამაში ჩართვისას და მკურნალობის დაწყებიდან 3,6,12,18 თვის შემდეგ. ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების არალეგალური მოხმარების ვერიფიკაცია ხორციელდებოდა რანდომული ურინოტესტირებით.
წყაროები
World Health Organization, 2009. Guidelines for the psychosocially assisted pharmacological treatment of opioid dependence
Todadze K, LezhavaG . Implementation of drug substitution therapy in Georgia. Central European Journal of Public Health, 2008 Sep;16(3):121-3
Lawrinson P1, Ali R, Buavirat A, Chiamwongpaet S, Dvoryak S, Habrat B, Jie S, Mardiati R, Mokri A, Moskalewicz J, Newcombe D, Poznyak V, Subata E, Uchtenhagen A, Utami DS, Vial R, Zhao C. Key findings from the WHO collaborative study on substitution therapy for opioid dependence and HIV/AIDS. Addiction. 2008 Sep;103(9):1484-92. doi: 10.1111/j.1360-0443.2008.02249.x. Epub 2008 Jul
WHO/UNODC/UNAIDS. Substitution maintenance therapy in the management of opioid dependence and HIV/ AIDS prevention: position paper. World Health Organisation, United Nations Office on Drugs and Crime, Joint United Nations Program on HIV/AIDS, 2004
Population size estimation of people who inject drugs in Georgia 2014.Study Report. Curatio International Foundation. http://curatiofoundation. org/population-size-estimation-of-people-who-inject-drugs-in-georgia-2015/.Accessed Apr 2016.
Bio behavioral surveillance survey with biomarker component among HIV/AIDS risk groups, identifying the number of injective drug users (IDU),operations survey. 2012. http://curatiofoundation.org/projects-search.Accessed Apr 2016.
Estimating the prevalence of injection drug use in five cities of Georgia. http://bemonidrug.org.ge/wp-content/up-loads/2014/07/Estimating - the - Prevalence of - Injection - Drug - Use - in - Five - Cities - of - Georgia.pdf. Accessed Apr 2016.
HIV risk and prevention behaviors among people who inject drugs in seven cities of Georgia. Bio-Behavioral Surveillance Survey in seven cities of Georgia. Curatio International Foundation. http://curatiofoundation.org/bbs-7cities-2015/. Accessed Apr 2016