უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელი: ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო რეგულირების ინფორმაციული უზრუნველყოფის აუცილებელი კომპონენტი

როგორ უნდა ციტირება

ღვინერია ი., ჟურული მ., ონიანი თ., ღვაბერიძე ო., & ბაქრაძე ლ. (2026). უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელი: ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო რეგულირების ინფორმაციული უზრუნველყოფის აუცილებელი კომპონენტი. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული, 53. Retrieved from https://journals.4science.ge/index.php/CSW/article/view/4598

ანოტაცია

ქიმიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ქიმიური ზემოქმედების რისკის მინიმიზაცია მთელ მსოფლიოში მეტად აქტუალური საკითხია, ვინაიდან ქიმიური ნივთიერებებით გამოწვეული დაავადებების ტვირთი გლობალურ კონტექსტში რჩება შემდგომი მრავალმხრივი აქტივობის საგნად. ამ მიმართებით უმთავრესი ამოცანებია არსებულ მონაცემთა შეგ-როვების დარეგულირება, ეკონომიკის შესაბამის სექტორებს, ცოდნის სხვადასხვა სფეროსა და ქვეყნებს შორის ინფორმაციის გაცვლა და გამოცდილების გაზიარება, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ქიმიური უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით [3,4].

Downloads

Download data is not yet available.