კონტრაფაქტული არყით (მეთილის სპირტით) მოწამვლის შედეგად განვითარებული სიბრმავე: განკურნებადია თუ არა? (შემთხვევის აღწერა)

როგორ უნდა ციტირება

სამუშია ო., ბერიძე მ., კარანაძე ნ., & კეკენაძე მ. (2026). კონტრაფაქტული არყით (მეთილის სპირტით) მოწამვლის შედეგად განვითარებული სიბრმავე: განკურნებადია თუ არა? (შემთხვევის აღწერა). თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული, 53. Retrieved from https://journals.4science.ge/index.php/CSW/article/view/4595

ანოტაცია

მეთილის სპირტი (ჩH3-OH), იგივე მეთანოლი, კარბინოლი, ხის სპირტი - წარმოადგენს მეტად მაღალტოქსიკურ, მსუბუქ, უფერო, აქროლად სითხეს, რომელიც სუნით და გემოთი წააგავს ეთილის სპირტს. იგი ფართოდ გამოიყენება ქიმიურ მრეწველობაში. აღწერილია მძიმე, მასიური მოწამვლის შემთხვევები საწარმოებში ტექნოლოგიური ავარიების დროს. მოწამვლის ძირითადი ნაწილი მოდის კონტრაფაქტულ ალკოჰოლურ სასმელებზე, კუსტარულად დამზადებული არყის გამოყენების შემთხვევაში. ასეთი არყის გამოყენება შეიძლება აიხსნას არა მარტო დაბალი ფასით (მაგ.რუსეთში), არამედ მაღაზიებში ალკოჰო-ლის გაყიდვის ასაკობრივი და საათობრივი შეზღუდვით და ამით დეფიციტის წარმოქმნით (მაგ.: აშშ-ში). მეთანოლით მოწამვლა ძირითადად განპირობებულია არყის წარმოებაში არაკვებითი სპირტის ნაცვლად კვებითი (ღვინის, ხორბლის) ტექნიკური, კერძოდ კი, ხის სპირტის გამოყენებით. მიზეზი შეიძლება იყოს როგორც ამგვარი სპირტის დაბალი ფასი, ასევე მომწოდებლის მხრიდან არყის რეალიზატორის მიმართ არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება. ტექნიკური სპირტი იწარმოება ხე-ტყის მრეწველობის ნარჩენე-ბისგან - ცელულოზიდან, ტექნიკური ტერმინოლოგიით მას ჰიდროლიზატური სპირტი ეწოდება. ამგვარ სპირტში პროცენტულად ალკოჰოლი შეადგენს საერთო შემცველობის 92 %-ს, ხოლო დანარჩენს კი წარმოადგენს სხვადასხვა სახის მინარევები, მათ შორის - მეთილის სპირტი. ძალზედ დაბალი ხარისხის ტექნიკურ სპირტში მეთანოლის კონცენტრაციამ შეიძლება 10%-ს მიაღწიოს. ამავროზის განვითარებისთვის საკმარისია ამგვარი კონცენტრაციის სპირტის 250-300 მლ, რაც საკმაოდ ხშირად გამოყენებადი დოზაა. მეთანოლი სწრაფად იწოვება როგორც საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან, ასევე, კანიდან. დაახლოებით 1 საათში სისხლში აღწევს მაქსიმალურ კონცენტრაციას. მისი დაშლა ხდება ფერმენტ ალკოჰოლ-დეჰიდროგენაზას მიერ, თუმცა ძალიან ნელა. შესაბამისად, ის შეიძლება ცირკულირებდეს სისხლში 3-5 დღე-ღამის განმავლობაში (ზოგჯერ 7 დღეც კი); ამ პერიოდში რამდენჯერმე ხდება მისი ელიმინირება კუჭ-ნაწლავის ლორწოვანით და შემდგომი უკუშეწოვა სისხლის ნაკადში. სისხლში ფერმენტ ალკოჰოლდეჰიდრაგენაზას ზემოქმედებით მეთანოლი განიცდის ტრანსფორმაციას ფორმალდეჰიდად და ჭიანჭველას მჟავად. მეთანოლიც და მისი აღნიშნული მეტაბოლიტებიც წარმოადგენენ ძლიერ ნერვ-სისხლძარ-ღვოვან და პროტოპლაზმურ შხამებს, რომლებიც თრგუნავენ ჟანგვითი ფოსფორილირების რეაქციებს (ქსოვილოვან სუნთქვას), წარმოქმნიან მეტაბოლურ აციდოზს, ატფ-ის დეფიციტს, განსაკუთრებით - თავის ტვინსა და თვალის ბადურაში. ოკულოტოქსიკური გამოვლინება განპირობებულია ძირითადად მხედველობის ნერვის (დისკის) დემიელინიზაციითა და შემდგომი ატროფიით.

Downloads

Download data is not yet available.