ანოტაცია
აფეთქების შედეგად განვითარებული ჭრილობები აღარაა მხოლოდ საომარი მოქმედების შედეგი და სამხედრო მედიცინის კომპეტენციის სფერო. სხვადასხვა სახის გასართობი პიროტექნიკის პოპულარობამ და მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომობამ, განსაკუთრებით - დღესასწაულების პერიოდში, გამოიწვია ის, რომ აფეთქებული ტრავმების გამო ბევრი ადამიანი მიმართავს კლინიკას.
პიროტექნიკის საყოფაცხოვრებო პირობებში გასართობი მიზნით გამოყენების შემთხვევაში ვითრდება კონტაქტური ტრავმები, გამოწვეული ასაფეთქებელი საშუალების უშუალოდ ხელში განთავსებით. მტევნის ანატომიური დაზიანებანი უფრო გამოხატულია აფეთქების კონტაქტური მოქმედების, ვიდრე აფეთქების ტალღის დისტანციური ზემოქმედების გამო. დამაზიანებელ ზემოქმედებას იწვევს ოთხი ფაქტორი: აფეთქების დარტყმითი ტალღა, თერმული ზემოქმედება, ფეთქებადი ობიექტის ნამსხვრევები და მეორადი ელემენტები (ძვლის ფრაგმენტები, ღილები და ა.შ.).