ავტორთათვის
ჟურნალში გამოსაქვეყნებლად, რედაქტორის სახელზე წარმოდგენილი უნდა იყოს ორიგინალური სამეცნიერო სტატია, მიმოხილვები, შემთხვევის აღწერა, მოკლე კომუნიკაცია, წერილი რედაქტორს და თანმხლები წერილი - დამოწმებული ყველა ავტორის ხელმოწერით. სტატია წარდგენილი უნდა იყოს ელექტრონული სახით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე speqtri@sdasu.edu.ge. სტატიის პარამეტრებია: ფურცლის ზომა - A4, მარცხენა ინტერვალი - 3სმ, მარჯვენა ინტერვალი - 1.5სმ, ზედა და ქვედა ინტერვალები - 2სმ, ფონტი - sylfaen, ქართული ტექსტისთვის, Times New Roman ინგლისური ტექსტისთვის; შრიფტის ზომა - 12, სტრიქონებს შორის ინტერვალი - 1.5. სტატიის გვერდების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდე 10 ნაბეჭდ გვერდს ცხრილების, სურათების და ნახაზების ჩათვლით. მიმოხლვითი სტატიის გვერდების რაოდენობა შეიძლება შეთანხმდეს რედაქციასთან. სტატია შეიძლება შესრულებული იყოს ქართულ ან ინგლისურ ენაზე. სტატიასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს თანმხლები წერილი.
სტატია უნდა გაფორმდეს შემდეგი წესით:
თავფურცელი: 1. სტატიის სათაური; 2. ავტორის (ავტორების) სრული სახელი და გვარი; 3. კორესპონდენტ ავტორის ელექტრონული ფოსტის მისამართი; 4. ავტორის (ავტორების) სამეცნიერო/აკადემიური ხარისხი, სამუშაო ადგილის სრული დასახელება (აფილირება);
აბსტრაქტი: ქართულ და ინგლისურ ენებზე (არაუმეტეს 250 სიტყვისა), რომელიც უნდა შეიცავდეს: შესავალს, მეთოდებს, შედეგებს და დასკვნებს.
საკვანძო სიტყვები (არაუმეტეს 7 სიტყვისა);
ორიგინალური სტატია: ტექსტი უნდა შეიცავდეს შემდეგ განყოფილებებს: სტრუქტურირებული აბსტრაქტი, შესავალი; მასალა და მეთოდები; შედეგები; დისკუსია; დასკვნა; ინტერესთა კონფლიქტი; მადლობის ჩამონათვალი; ბიბლიოგრაფია, ცხრილები და ფიგურები უნდა იყოს ჩართული ტექსტში გამოყენების მიხედვით.
მიმოხილვითი სტატია: უნდა შეიცავდეს აბსტრაქტს არაუმეტეს 250 სიტყვისა, შესავალს, მეთოდებს (მითითებული უნდა იყოს ლიტერატურის მოძიების ხერხები), ძირითად ტექსტს, ბიბლიოგრაფიას.
შემთხვევის აღწერა - უნდა შეიცავდეს არასტრუქტურირებულ აბსტრაქტს, შესავალს, შემთხვევის აღწერას, დისკუსიას, ბიბლიოგრაფიას.
მოკლე კომუნიკაცია: არის კვლევითი სამუშაოების მოკლე ანგარიშები, რომლებიც შეიცავს ახალ დასკვნებს, მოკლე კომუნიკაცია შედგება აბსტრაქტისაგან და ძირითადი ნაწილისაგან, მათ შორის შესავალი, მეთოდები, შედეგები, დისკუსია, დასკვნა; ინტერესთა კონფლიქტი; ბიბლიოგრაფია, ცხრილები და ფიგურები უნდა იყოს ჩართული ტექსტში.
წერილი რედაქტორს: შეიძლება იყოს ორი ტიპის:
- კომენტარი ახლახან გამოქვეყნებულ სტატიებზე, რომელიც უნდა იქნას მიღებული სტატიის გამოქვეყნებიდან 2 თვის განმავლობაში,
- შეტყობინებები შემთხვევების, აფეთქებების ან ორიგინალური კვლევის შესახებ, სტრუქტურირების გარეშე.
ბიბლიოგრაფია
გამოყენებული ლიტერატურის სია დალაგებული უნდა იყოს ტექსტში ციტირების მიმდევრობის მიხედვით (ტექსტში ლიტერატურა, სქოლიოს გამოყენების გარეშე, უნდა აღინიშნოს კვადრატულ ფრჩხილში ჩასმული არაბული ციფრით); სტატიებში ციტირება უნდა მოხდეს Vancouver-ის ან Chicago-ს სტილის მიხედვით.
რეცენზირება
წარდგენილი სტატიის რეცენზირება ხდება ფარული წესით, გამოქვეყნების საკითხს წყვეტს ჟურნალის სარედაქციო კოლეგია. სარედაქციო კოლეგია არ განიხილავს ნაშრომს, რომელიც მოთხოვნების მიხედვით არ იქნება გაფორმებული.)
ავტორის მონაწილეობა
ავტორობა უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ არსებით წვლილს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან არანაკლებ სამი კომპონენტის მიხედვით:
კონცეფცია და დიზაინი;
მონაცემთა შესწავლა ან მოპოვება;
მონაცემთა ანალიზი და ინტერპრეტაცია;
სტატიის შედგენა ან მისი კრიტიკული გადახედვა;
გამოსაქვეყნებელი ვერსიის საბოლოო დამტკიცება და კვლევაზე პასუხისმგებლობა.
თანმხლები წერილი
სამეცნიერო ჟურნალი სპექტრის მთავარ რედაქტორს
ვადასტურებთ, რომ ჩვენს მიერ ჟურნალში გამოსაცემად წარდგენილი ხელნაწერი სახელწოდებით "________________________________________________________________" წაკითხული და მოწონებულია ყველა ავტორის მიერ, არ არის გამოქვეყნებული მთლიანად ან ნაწილობრივ სხვა რომელიმე ჟურნალში; ვიღებთ პასუხისმგებლობას ხელნაწერის შინაარსის სამეცნიერო სიზუსტეზე.
ავტორები:
სახელი, გვარი ხელმოწერა
- --------------------------------------------------------------------------
- -------------------------------------------------------------------------
- -------------------------------------------------------------------------
- --------------------------------------------------------------------------
- --------------------------------------------------------------------------