თაღლითობა თუ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულების დარღვევა

თაღლითობა თუ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულების დარღვევა

ავტორები

  • თამარ ჩინჩალაძე აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/spectri.2025.11.01.19

საკვანძო სიტყვები:

მოტყუება, წინასწარი განზრახვა, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება

ანოტაცია

ნასყიდობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებისა და თაღლითობის გამიჯვნა დღემდე აქტუალური და პრობლემური საკითხია. დროთა განმავლობაში, დანაშაულის ჩამდენი პირების მხრიდან იხვეწება დანაშაულის ჩადენის ხერხები, ჩნდება ახალი შემადგენლობები, რომელთა მეშვეობითაც ცდილობენ მოატყუონ სხვა ადამიანები და დაეუფლონ მათ საკუთრებას, რა დროსაც აქტიურად იყენებენ სამოქალაქო სამართლებრივ გარიგებებს.

პრაქტიკაში შესწავლილ იქნა არა ერთი საქმე, მათ გარკვეულ ნაწილზე გამოძიებაც არ იქნა დაწყებული იმ მიზეზით, რომ სახეზე იყო ნასყიდობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულების დარღვევა და არა დანაშაული. აღნიშნული გადაწყვეტილების მისაღებად კი ყურადღება ექცეოდა მხოლოდ და მხოლოდ პოტენციური დაზარალებულის განცხადებისა და მასთან გასაუბრების შედეგად მიღებული ინფორმაციის იმ ნაწილს, სადაც აღწერილი გახლდათ სამოქალაქო სამართლებრივი გარიგების დადება. ყურადღებას არავინ ამახვილებდა დამნაშავის განზრახვაზე წინასწარ დაუფლებოდა სხვის ნივთს. ცხადია, რომ თითოეული საქმე ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს, მაგრამ თუნდაც ერთი ისეთი ადამიანის არსებობა, რომელსაც ზიანი მიადგა და რომელმაც განცხადებაზე პასუხად მიიღო, რომ მისი შემთხვევა არ შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს და წარმოადგენს სამოქალაქო დავის საქმეს, საკმარისია იმისთვის, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ნდობა შეუმცირდეს, რაც საბოლოოდ, უნდობლობასა და სხვა საქმეებში თანამშრომლობის სურვილის არქონას იწვევს, რაც საკმაოდ დიდ პრობლემებს ქმნის სისხლის სამართლის საქმის წარმოებაში.

ნაშრომში გაანალიზებულია თაღლითობისა და ნასყიდობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულების დარღვევასთან დაკავშირებული, პრაქტიკაში არსებული პრობლემები. სტატიაში განხილულია ის მნიშვნელოვანი პირობები (გარემოებები), რაც გათვალისწინებულ უნდა იქნას ხელშეკრულებების შედგენისას. გარდა აღნიშნულისა, მიმოხილულია ის მნიშვნელოვანი ელემენტები, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია გარიგების გაფორმებისას.

სტატიაში ყურადღება ეთმობა თაღლითობისა და ნასყიდობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულების დარღვევის გამიჯვნის პრობლემატიკას, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით. განხილულია სტატისტიკური მონაცემები, რომელთა მოძიება და დამუშავება მოხდა სტატიაზე მუშაობის პროცესში.

თაღლითობისა და ნასყიდობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულების დარღვევის გამიჯვნის პრობლემატიკა 21-ე საუკუნის მოთხოვნების შესაბამის განვითარებას და კანონმდებლობის მუდმივ სრულყოფას მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

ავტორის ბიოგრაფია

თამარ ჩინჩალაძე, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი

დოქტორანტი

წყაროები

ამირანაშვილი გ., თაღლითობით გამოწვეული შეცდომა კონტრაჰენტის პიროვნებაში, ანგლოსაქსური სამართლის მიხედვით წიგნში: ნ. თოდუა. (რედ.), გურამ ნაჭყებია - 75 საიუბილეო კრებული, გამომც. გამომცემლობა "მერიდიანი", თბილისი, (2016);

დგებუაძე გ. (2017), "დანაშაულის ინდივიდუალური შერაცხვის მოდელი საერთაშორისო სისხლის სამართალში და მისი განვითარება ანგლო-ამერიკული და გერმანული სისხლის სამართლის სისტემების ზეგავლენით“, სადოქტორო ნაშრომი;

თოდუა მ., ვილემსი ჰ., ვალდებულებითი სამართალი, რედ. ყვირალაშვილი ხ., საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, (2006);

თუმანიშვილი გ., ხელშეკრულების შედგენის ტექნიკა და ვალდებულებით-სამართლებრივი ნორმატიული რეგულირება, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, (2012);

ლეკვეიშვილი მ., მამულაშვილი გ., თოდუა ნ. (2019), სისხლის სამართლის კერძო ნაწილი, წიგნი 1, გამომც „მერიდიანი“, თბილისი;

ოხანაშვილი ა. (2019), ევროკავშირის ფინანსური ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ თაღლითობასთან ბრძოლის რეგულაციები ასოცირების შესახებ შეთანხმების მიხედვით; საქართველოს თანამშრომლობა ევროკავშირის ინსტიტუტებთან, კერძოდ, თაღლითობასთან ბრძოლის ევროპულ სამსახურთან (OLAF), რედ. თუმანიშვილი გ., ჯიშკარიანი ბ., შრამი ე., ევროპული და საერთაშორისო სამართლის ზეგავლენა ქართულ სისხლის საპროცესო სამართალზე, მერიდიანი, თბილისი;

ნორმატიული აქტები:

2021 წლის 27 აპრილის კანონი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. მუხლი 3. < https://matsne.gov.ge/ka/document/view/5148325?publication=0#DOCUMENT:1; > [ნანახია 10.12.2025};

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი <https://matsne.gov.ge/ka/document/view/16426?publication=286> [ნანახია 10.12.2025};

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი <https://matsne.gov.ge/ka/document/view/31702?publication=136> [ნანახია 10.12.2025};

“ასოცირების შესახებ შეთანხმება ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის”(

/06/2014წ.) - ოქმი №4, პუნქტი №4 (15.11.2023 წლის მდგომარეობით).

სასამართლოს გადაწყვეტილებები:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 16 იანვრის განაჩენი (საქმე №-ბ/832-18);

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 27 ოქტომბრის განჩინება (საქმე №432აპ-25);

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-12-29

როგორ უნდა ციტირება

გამოცემა

სექცია

Articles
Loading...