მოძრავი კადრიდან „მოკლე ვიდეოებამდე“

მოძრავი კადრიდან „მოკლე ვიდეოებამდე“

ავტორები

  • ალექსანდრე გოგიაშვილი კავკასიის უნივერსიტეტი image/svg+xml
  • მარინა თევზაია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/spectri.2024.10.01.08

ანოტაცია

ნაშრომი ეხება ბოლო დროს მოკლე ვიდეოების გავრცელების ტრენდს და თუ რა თავისებურებები გააჩნია მას. ნაშრომში მოკლედ განხილულია, თუ როგორ განვითარდა მოძრავი კადრი და რამ მოახდინა მასზე გავლენა სხვადასხვა დროის პერიოდში; ნაჩვენებია, თუ როგორ ახდენს ტექნოლოგიური სიახლეები მასზე ზეგავლენას და როგორ იცვლება ვიდეოს მოხმარების ჩვევები; ასევე  თუ როგორ შეიქმნა მოკლე ვიდეოების ტრენდი და რამ გამოიწვია ეს ფენომენი.

     მოკლე ვიდეოების მოხმარების გეომეტრიული პროგრესიით ზრდა გამოწვეულია სხვადასხვა მიზეზით, როგორიცაა: 1. ტექნოლოგიური ცვლილებები; 2. ავთენტურობა და სანდოობა; 3. სოციალური პლატფორმების ალგორითმები; 4. რეკომენდაციები და კონტენტის რელევანტურობა; 5. „ვირუსულობა“ და გაზიარება; 6. ბიტ ზომის კონტენტი; 7. მოკლე ვიდეოების საყურებელი მოწყობილობის (მობილურის) და მასზე არსებული სწრაფი ინტერნეტის განვითარება; 8. ტვინის ღეროს სტრუქტურების გააქტივება დოფამინის გამოყოფით; 9. სოციალურ-კულტულრული ფაქტორები, სახელდობრ, „არგამორჩენის შიში“ ; 10. გართობის ძიების სურვილი და პირიქით, არასასიამოვნო განცდებისგან თავის დაღწევის საშუალება.

     ნაშრომში ასევე განხილულია მოკლე ვიდეოზე ე.წ. ტრანზიციის შედეგები, მათ შორის :

კონტენტის მოხმარების ჩვევის ცვლილება; კონტენტის შექმნის დემოკრატიზაცია; „ინფლუენსერების“ კულტურის წარმოშობა; ვიზუალური თხრობის ევოლუცია; ონლაინ საზოგადოების შექმნა.

     მოკლე ვიდეოებს, ისევე როგორც სხვა ყველა სახელოვნებო ნაშრომს, გააჩნია ვიზუალურ-ესთეტიკური მხარეები, ამიტომ ყურადღება უნდა მიექცეს:

  1. ამბის მოყოლის ტექნიკას; 2. ვიზუალურ ესთეტიკას; 3. ნარატივის სტრუქტურას;4. ექსპერიმენტულ მიდგომებს და ა.შ.

     მოკლე ვიდეოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის მათი აუდიო გახმოვანება, ამ უკანასკნელზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენენ: 1. ემოციური გავლენის შექმნა; 2. ყურადღების დატყვევების ტექნიკა; 3. აუდიოს საშუალებით ყურადღების გამახვილება კონკრეტულ დეტალებზე; 4. გახალისების კოეფიციენტის გაზრდა; 5. რითმი და ტემპი; 6. ვირუსული აუდიო.

     დასკვნა:

  • მოკლე ვიდეოების შექმნას წინ უძღვის საინტერესო ტექნოლოგიური ეტაპები, ხოლო თავად მოკლე ვიდოები წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მედიახელოვნებად.
  • მოკლე ვიდეოების პოპულარობა განპირობებულია ტექნოლოგიის მოხმარებისა და მათი შექმნის სიმარტივით, მაგრამ იმისათვის რომ შეიქმნას ხარისხიანი პროდუქტი აუცილებელია აკადემიური განათლება და სპეციფიკური პროგრამების ცოდნა.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

ავტორის ბიოგრაფიები

ალექსანდრე გოგიაშვილი, კავკასიის უნივერსიტეტი

ასისტენტ პროფესორი

მარინა თევზაია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

პროფესორი

წყაროები

Wilson S. The Sound of Cinema: Hollywood Film Music from the Silents to the Present. McFarland; 2022 Apr 18.

Bergen M. Like, Comment, Subscribe: Inside YouTube's Chaotic Rise to World Domination. Penguin; 2022 Sep 6.

Hilmes M, Jacobs J, editors. The television history book. Bloomsbury Publishing; 2021 Mar 11.

Harhut N. Using behavioral science in marketing: drive customer action and loyalty by prompting instinctive responses. Kogan Page Publishers; 2022 Aug 3.

Lucas G, Dorrian M. Guerrilla advertising: unconventional brand communication. (No Title). 2006 Aug 10.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-02-07

გამოცემა

სექცია

Articles
Loading...