მულტიდისციპლინური პრინციპის საფუძველზე არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესებზე ორიენტირებული გადაწყვეტილების მიღება

მულტიდისციპლინური პრინციპის საფუძველზე არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესებზე ორიენტირებული გადაწყვეტილების მიღება

ავტორები

  • მარიამ მამულაძე საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/spectri.2024.10.01.05

საკვანძო სიტყვები:

არასრულწლოვანი, მულტიდისციპლინური მიდგომა, სასამართლო, ბავშვთა უფლებები, გადაწყვეტილება, ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი

ანოტაცია

მულტიდისციპლინური მიდგომა რამდენიმე ინსტიტუტის გამაერთიანებელი არასრულწლოვანთა უფლებების დამცველი ჯაჭვია, რომელთაგან თითოეული რგოლი მიმართულია  ბავშვთა  კეთილდღეობისაკენ. საქართველოში აღნიშნული უფლების რეალიზების სამართლებრივ გარანტიას წარმოადგენს საქართველოს კანონი ,,ბავშვის უფლებათა კოდექსი“, რომელიც 2019 წელს იქნა მიღებული. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება რადიკალური ცვლილებები  და დგინდება ბავშვთა უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტები, რომლის ძირითადი საყრდენი მულტიდისციპლინური პრინციპია. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მულტიდისციპლინური მიდგომით განხილული საქმე ავტომატურად არ ასოცირდება ბავშვისათვის  საუკეთესო  გადაწყვეტილების მიღების საფუძველთან. სასამართლო პრაქტიკა და სახალხო დამცველის ანგარიშები ცხადყოფს, რომ ხშირ შემთხვევაში სამოქალაქო სამართალწარმოების პროცესში ჩართული პირების, იქნება ეს ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები თუ  ადვოკატები,  კომპეტენცია ვერ უზრუნველყოფს ბავშვთა საუკეთესო ინტერესების სათანადო დაცვას.  მართალია კანონმდებელი იმპერატიულად ადგენს მონაწილე პირთა სპეციალიზირებულობის ვალდებულებას, თუმცა აღნიშნული ნორმა  ბუნდოვანია, არ მიუთითებს მათი კომპეტენციის ზღვარს და არ განსაზღვრავს უწყებას, რომელიც პასუხისმგებელი იქნება მათ გადამზადებაზე. შესაბამისად გაურკვეველია როგორ უნდა შეაფასოს სასამართლომ ამ პირთა სპეციალიზაცია და რამდენად გასაზიარებელია მათ მიერ მომზადებული დასკვნები, რომლებიც არ არის შემუშავებული წინასწარ გაწერილი, ერთგვაროვანი და თანმიმდევრული მექანიზმებით და ეყრდნობა მხოლოდ საკუთარ გამოცდილებასა და პრაქტიკას. ზემოაღნიშნული პრობლემების აქტუალობის წარმოჩენის მიზნით ნაშრომში განხილული იქნება, როგორც ეროვნული ასევე  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები, წარმოდგენილი იქნება რეკომენდაციები და დასკვნები, რომლებიც ხელს შეუწყობს სამოქალაქო სამართალწარმოების პროცესში, მულტიდისციპლინური მიდგომის საფუძველზე, არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების დაცვაზე ორიენტირებული გადაწყვეტილების მიღებას.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

ავტორის ბიოგრაფია

მარიამ მამულაძე, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი

სამართლის ფაკულტეტის დოქტორანტი

წყაროები

ზარნაძე ე., ჭალიძე თ., ფსიქოლოგის ინსტიტუტი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მულტიდისციპლინური მიდგომის კონტექსტში, სამართლის ჟურნალი №1, 2024, გვ.44;

,,ბავშვის უფლებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენცია, <https://matsne.gov.ge/ka/document/view/1399901?publication=0> [წვდომის თარიღი: 15.12.2024];

საქართველოს კანონი ,,ბავშვის უფლებათა კოდექსი“, <https://matsne.gov.ge/ka/document/view/4613854?publication=7 > [წვდომის თარიღი: 15.12.2024];

ბავშვის ორივე მშობელთა ურთიერთობის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელება, სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში, 2023, გვ.29;

საქართველოს კანონი ,,ბავშვის უფლებათა კოდექსი“, 69, 72 -73 მუხლები, <https://matsne.gov.ge/ka/document/view/4613854?publication=7 > [წვდომის თარიღი: 15.12.2024];

ზარნაძე ე., ჭალიძე თ., ფსიქოლოგის ინსტიტუტი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მულტიდისციპლინური მიდგომის კონტექსტში, სამართლის ჟურნალი №1, 2024, გვ.49;

ზარნაძე ე., ჭალიძე თ., ფსიქოლოგის ინსტიტუტი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მულტიდისციპლინური მიდგომის კონტექსტში, სამართლის ჟურნალი №1, 2024, გვ.51;

გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგადი კომენტარი N12, ბავშვის უფლება მისი მოსაზრების მოსმენაზე, 2009, <https://digitallibrary.un.org/record/671444?ln=en > [წვდომის თარიღი: 15.12.2024];

Tv. United Kingdom – Application No. 24724/94, ECtHR, 16 December 1999, [წვდომის თარიღი: 15.12.2024];

ბავშვის ორივე მშობელთა ურთიერთობის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელება, სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში, 2023, გვ.27;

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 06 ივლისის გადაწყვეტილება Nას-53-51-2016;

გ.ს. საქართველოს წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება (საჩივარი N2361/13; 21.07.2015);

ბავშვის ორივე მშობელთა ურთიერთობის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელება, სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში, 2023, გვ.28-29;

Patterns of attachment a psychological study of the strage situation, <https://mindsplain.com/wp-content/uploads/2021/01/Ainsworth-Patterns-of-Attachment.pdf> [წვდომის თარიღი: 15.12.2024];

სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენროს ფსიქოლოგის დასკვნა N07012414, 20.04.2022;

ზარნაძე ე., ჭალიძე თ., ფსიქოლოგის ინსტიტუტი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მულტიდისციპლინური მიდგომის კონტექსტში, სამართლის ჟურნალი №1, 2024, გვ.59;

Okoye, J. U., Oraegbunam, I. K., Some pathways for psychology's influence on legal system. African Journal of Law and Human Rights, 3(1), 2019, p. 50.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-12-30

როგორ უნდა ციტირება

მამულაძე მ. (2024). მულტიდისციპლინური პრინციპის საფუძველზე არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესებზე ორიენტირებული გადაწყვეტილების მიღება. სამეცნიერო ჟურნალი “სპექტრი” , 10(1). https://doi.org/10.52340/spectri.2024.10.01.05

გამოცემა

სექცია

Articles
Loading...