ანდერძის გამოუქვეყნებლობით გამოწვეული საანდერძო დანაკისრის შეუსრულებლობის სამართლებრივი შედეგები
DOI:
https://doi.org/10.52340/spectri.2024.10.01.02საკვანძო სიტყვები:
ანდერძი, ანდერძის გამოუქვეყნებლობა, საანდერძო დანაკისრიანოტაცია
ანდერძი, რომლის გამოქვეყნება სავალდებულო კრიტერიუმია მისთვის იურიდიული ძალის მისანიჭებლად, შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს მემკვიდრის მხრიდან ნოტარიუსისათვის მიუმართავობის შემთხვევაში. იმის გათვალისწინებით, რომ ანდერძი შეიძლება იქნეს დაწერილი კანონით მემკვიდრეთა წრეში არმყოფ პირზე, რომელმაც არ იცის რომ მას მემკვიდრეობით წილად ერგო გარკვეული ქონება, მან შეიძლება ვერც გაიგოს ამ ანდერძის არსებობის შესახებ. ასევე, შესაძლებელია, რომ მშობლებმა სიცოცხლეში ანდერძით განსაზღვრონ მათი შვილისათვის შესაბამისი მეურვე, თუმცა, იმის გამო, რომ მატერიალური ქონება მათ არ დაუტოვებიათ და ნოტარიუსისთვისაც არავის მიუმართავს, სამკვიდროს მიღების მოთხოვნით, მშობლების ამგვარი ნება აღუსრულებელი დარჩეს. ასეთ შემთხვევაში თუ დროულად არ მოხდა ანდერძის გამოქვეყნება, ილახება ბავშვის უპირატესი უფლება, მიიღოს მეურვეობა იმ პირთაგან,რომელიც განსაზღვრეს სიცოცხლეშივე მისმა მშობლებმა. ცალსახაა, რომ მშობლის ნება ამ შემთხვევაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან მათ უკეთ იციან ვის ანდონ მათი არასრულწლოვანი შვილის მეურვეობის საკითხი, მოაწესრიგონ აღნიშნული წერილობითი გამოხატული ფორმით და ჰქონდეთ იმის იმედი,აღსრულდეს მათი უკანასკნელი ნება. ქართული კანონმდებლობის გათვალისწინებით, დიდია რისკი, ანდერძის გამოუქვეყნებლობის შემთხვევაში მოხდეს მამკვიდრებლის უკანასკნელი ნების უგუვებელყოფა და საანდერძო დანაკისრის შეუსრულებლობა. აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად, აუცილებელია კოორდინირებული მუშაობა შესაბამისი ადმინისტრაციულ ორგანოებს შორის. აღნიშნულ ნაშრომში განხილული იქნება პრობლემის გადაჭრის გზები და რეკომენდაციები, თუ როგორ შეიძლება მაქსიმალურად ეფექტურად მოხდეს ანდერძის გამოუქვეყნებებლობით გამოწვეული ზიანის თავიდან აცილება. ის ფაქტი, რომ არაა სავალდებულო ანდერძის გამოქვეყნება, ამით მამკვიდრებლის უკანასკნელი ნების ხელყოფა ხდება, რომელიც პირდაპირ უკავშირდება საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლებას, ასევე, იმ ყველაზე მოწყვლადი სუბიექტების უფლების დაუცველობას, როგორიც მათი არასრულწლოვანი შვილები არიან.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება (საქმე #ას-219-545-09)
1281-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. პარლამენტის უწყებანი, 26/06/1997. # 786.
1286-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. პარლამენტის უწყებანი, 26/06/1997. # 786.
Palandt, 2014.Bürgerliches Gesetzbuch. 73 Auflage.
ხარიტონაშვილი, ნ., 2021. სანოტარო სამართალი, თბილისი, გამომცემლობა „ბონა კაუზა“, გვ. 223.
ჭანტურია, ლ., 2009. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარები. წიგნი მეხუთე. თბილისი. [ინტერნეტი] ხელმისაწვდომია: https://lawlibrary.info/ge/books/giz2017-ge-civil_code_comm_I_Book.pdf [წვდომის თარიღი 27.10.2024].
მუხლი 15, საქართველოს კანონი ნოტარიატის შესახებ. სსმ, 22/12/2009. # 2283.
Welti Felix,2004. Rechtliche aspekte von Generationengerechtigkeit. Kritische Justiz.
1281--ე მუხლი. საქართველოს კანონი საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. პარლამენტის უწყებანი, 26/06/1997. # 786.
1286-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. პარლამენტის უწყებანი, 26/06/1997. # 786.
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, სსმ, 31/03/2010. # 71.
ჩიკვაშვილი, ს., 2004.საოჯახო სამართალი.მეოთხე გადამუშავებული გამოცემა.თბილისი: გამომცემლობა „მერიდიანი“, გვ. 452.
საბერძნეთის სამემკვიდრეო საქმისწარმოება. [ინტერნეტი] ხელმისაწვდომია: <https://www.notary.ge/res/docs/sakanonmdeblo/eleqtronuli_biblioteka/saberdznetis_memkvidreoba.pdf> [წვდომის თარიღი 27.10.2024].
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .