პოსტოპერაციული ვენტრალური თიაქრის მკურნალობა თიაქრის ზომის და ლოკალიზაციის გათვალისწინებით
DOI:
https://doi.org/10.52340/spectri.2024.10.01.01საკვანძო სიტყვები:
ვენტრალური თიაქარი, ოპერაციული მკურნალობაანოტაცია
ვენტრალური თიაქრის აღდგენა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქირურგიული პროცედურაა მთელ მსოფლიოში; კვლევის მიზანია ჩვენს მიერ ჩატარებული ვენტრალური თიაქრების ოპერაციების განხილვა.
მასალა და მეთოდები: კვლევაში მონაწილეობდა 96 პაციენტი (2015-2022 წწ) პოსტოპერაციული ვენტრალური თიაქრის დიაგნოზით, მათგან მამაკაცი იყო - 32 ქალი - 64, ასაკი 30-70 წ. პაციენტები ლოკალიზაციის მიხედვით განაწილდნენ შემდეგნაირად: ჭიპის ზემოთ 42 ( M1 და M2), ჭიპის ქვემოთ 54 (M4 და M5); ჭიპის ზემოთ შემთხვევები უხშირესად გვხვდებოდა მამაკაცებში 26 (61.9%), ქალებში 16 (38.1%), ჭიპის ქვემოთ კი ქალებში 48(88.9%), მამაკაცი 6 (11.1%).
შედეგები: ვენტრალური თიაქრების სიხშირე ზომის მიხედვით ჩვენს მასალაში შემდეგნაირად გადანაწილდა: მცირე ზომის 16 W1(16.7%), საშუალო 31 W2(32.3%) დიდი ზომის და გიგანტური 49 W3(51%). პაციენტების დაყოვნებამ სტაციონარში შეადგინა: მცირე ზომის თიაქრების დროს 2დღე ხოლო საშუალო ზომის თიაქრის დროს 3-4 დღე, დიდი ზომის და გიგანტური თიაქრების დროს 4-6 დღე. ამბულატორიული მეთვალყურეობა უტარდებოდა ყველა პაციენტს 1 წლიდან 5 წლამდე პერიოდში. გართულებები აღენიშნა 9 (9.4%) რეციდივი 1 (1.04%) შემთხვევა (გიგანტური პოსტოპერაციული ვენტრალური თიაქარი კოლინჯის ავთვისებიანი სიმსივნის ოპერაციის შედგომ თანმხლები ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით, შაქრიანი დიაბეტი, გიდ). სერომა 6 (6.25%) შემთხვევა. W2 2(33.3%), W3 4 (66.7%) ჭიპის ქვემოთ მდებარე დიდი ზომის და გიგანტური ვენტრალური თიაქრის დროს, როცა გამოყენებული იყო On Lay ტექნიკა. მათ შორის 1 (1.04%) პაციენტს ჩაუტარდა განმეორებითი ოპერაცია პროთეზის ამოღების გარეშე, როცა გამოყენებულ იყო In Lay ტექნიკა. ყველა სხვა შემთხვევა დასრულდა პუნქციური წესით სერომის ევაკუაციით. დაჩირქება 2 (2.1%) შემთხვევა, აქედან 1(3.4%) Sub Lay ტექნიკის შემდგომ და 1 (2.1%) On Lay ტექნიკის შემდგომ (თანმხლები შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2). ამ შემთხვევაში საჭირო გახდა განმეორებითი ოპერაცია და საპროთეზო მასალის ამოღება).
დასკვნები:
- მცირე ზომის თიაქრების დროს, პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში ნაწარმოებია ოპერაცია Sub lay (ოქროს სტანდარტი) ტექნიკის გამოყენებით;
- ჭიპის ზემოთ ლოკალიზებული საშუალო თიაქრების შემთხვევაში უხშირესად შესაძლებელია Sub Lay ტექნიკის გამოყენება
- დიდი და გიგანტური ზომის თიაქრების დროს კუნთოვან-აპონევროზული შრის მნიშნელოვანი „რღვევის გარეშე“ შეუძლებელია Sub lay ტექნიკით თიაქრის პლასტიკა, ამიტომ უხშირესად გამოყენებულია On lay და უფრო იშვიათად In lay ტექნიკით პლასტიკა.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
Lindmark M, Löwenmark T, Strigård K, Gunnarsson U. Ventral hernia repair with concurrent intra-abdominal surgery: Results from an eleven-year population-based cohort in Sweden. The American Journal of Surgery. 2023 Sep 1;226(3):360-4.
Gillies M, Anthony L, Al-Roubaie A, Rockliff A, Phong J. Trends in incisional and ventral hernia repair: a population analysis from 2001 to 2021. Cureus. 2023 Mar;15(3).
Nho RL, Mege D, Ouaïssi M, Sielezneff I, Sastre B. Incidence and prevention of ventral incisional hernia. Journal of visceral surgery. 2012 Oct 1;149(5):e3-14.
Sabiston DC. Textbook of surgery: the biological basis of modern surgical practice.1986
Singhal V, Szeto P, VanderMeer TJ, Cagir B. Ventral hernia repair: outcomes change with long-term follow-up. JSLS: Journal of the Society of Laparoendoscopic Surgeons. 2012 Jul;16(3):373.
Nho RL, Mege D, Ouaïssi M, Sielezneff I, Sastre B. Incidence and prevention of ventral incisional hernia. Journal of visceral surgery. 2012 Oct 1;149(5):e3-14.
Muysoms FE, Miserez M, Berrevoet F, Campanelli G, Champault GG, Chelala E, Dietz UA, Eker HH, El Nakadi I, Hauters P, Hidalgo Pascual M. Classification of primary and incisional abdominal wall hernias. hernia. 2009 Aug;13:407-14.
Oodit R. HIG (SA) Guidelines for the management of ventral hernias. South African Journal of Surgery. 2016 Nov 1;54(4):1-32.
Katawazai A, Wallin G, Sandblom G. Long-term reoperation rate following primary ventral hernia repair: a register-based study. Hernia. 2022 Dec;26(6):1551-9.
van Veenendaal N, Poelman MM, van den Heuvel B, Dwars BJ, Schreurs WH, Stoot JH, Bonjer HJ. Patient-reported outcomes after incisional hernia repair. Hernia. 2021 Dec;25:1677-84.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .