ვერცხლის ნანონაწილაკების მაინჰიბირებელი ეფექტის შესწავლა ექსტენსიურად რეზისტენტული ტუბერკულოზის მიკობაქტერიის შტამებზე
DOI:
https://doi.org/10.52340/spectri.2024.09.01.12საკვანძო სიტყვები:
ვერცხლის ნანონაწილაკები, ტუბერკულოზის მიკობაქტერია, პრე-ექსტენსიურად რეზისტენტული ტუბერკულოზიანოტაცია
შესავალი: ფთიზიატრიული მეცნიერების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს ისეთი ნივთიერებების ძიება და შესწავლა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება ანტიტუბერკულოზური მედიკამენტების მიმართ განვითარებული მდგრადობის გადალახვა რეზისტენტული ტუბერკულოზის მიკობაქტერიის შტამებში მათ საფუძველზე ძირითადი და პრიორიტეტული მედიკამენტების ტუბსაწინააღმდეგო ეფექტურობის აღდგენის მიზნით. იმის მიუხედავად, რომ დიდ ექსპერიმენტულ მასალაზე დადასტურებულია ვერცხლის ნანონაწილაკების( AgNPs) ბაქტერიოციდული აქტივობა სხვადასხვა გამომწვევის რეზისტენტულ შტამებზე, მწირია მონაცემები AgNPs მოქმედების შესწავლის შესახებ რეზისტენტული ტუბერკულოზის გამომწვევ მიკობაქტერიებთან მიმართებაში. პრაქტიკულად შეუსწავლელია პრე-ექსტენსიურად რეზისტენტული ტუბერკულოზის გამომწვევ ტუბერკულოზის მიკობაქტერიის შტამებზე ვერცხლის ნანონაწილაკების, როგორც მდგრადობის ინჰიბიტორის ეფექტურობა. სწორედ აღნიშნული საკითხის შესწავლა წარმოადგენდა ჩვენს მიერ წარმოებული კვლევის მიზანს. მეთოდები: კვლევაში გამოყენებულ იქნა 20ნმ AgNPs. სუსპენზიის მისაღებად გამოყენებული იყო მაღალი სიხშირის ულტრაბგერითი ჰომოგენაიზერი, დისრუპტორი, დეზინტეგრატორი Ultrasonic Processor FS-1800N. In vitro ექსპერიმენტი განხორციელდა რიფამპიცინზე და ფთორქინოლონზე რეზისტენტული ტუბერკულოზის მიკობაქტერიის 35 კულტურაზე, რომელიც მიღებულ იყო კლინიკურ პირობებში ფილტვების ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების ნახველისაგან. ექსპერიმენტი განხორციელდა თხევად საკვებ ნიადაგებზე BACTEC MGIT 960 სისტემის მეშვეობით. შედეგები: ჩატარებულმა კვლევით დადგინდა, ტუბერკულოზის მიკობაქტერიის პრე-ექსტენსიურად რეზისტენტული კულტურებზე AgNPs -ის სუსპენზიის 0,25, 0,5% და 1,0% სუსპენზიის დამატების სრული არაეფექტურობა; preXDR -MTB შტამის ზრდის დათრგუნვა დაიწყო , ე.ი. მინიმალური ინჰიბიტორული ეფექტი დაფიქსირდა AgNPs 2,5% ხსნარის გამოყენებისას და სრული ინჰიბირება ანუ ბაქტერიოციდული ეფექტი აღინიშნა AgNPs -ის 5% და 10% ხსნარის დამატებისას. დასკვნები: ჩატარებული ექსპერიმენტული კვლევით დადასტურდა ვერცხლის ნანონაწილაკების მაინჰიბირებელი ეფექტი ტუბერკულოზის მიკობაქტერიის პრე-ექსტენსიურად რეზისტენტული შტამების მიმართ. მიღებული შედეგები ქმნის შემდგომი გაღრმავებული კვლევების ჩატარების მყარ საფუძველს AgNPs-ის გამოყენების უსაფრთხოების შესწავლის, აგრეთვე ტუბერკულოზის სამკურნალო ეფექტური მედიკამენტების ტუბსაწინააღმდეგო ეფექტურობის აღდგენის კუთხით.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
WHO. Global antimicrobial resistance and use surveillance system (GLASS) report: 2022: 1-4.
Patel J, Harant A, Fernandes G, Mwamelo AJ, Hein W, Dekker D. Measuring the global response to antimicrobial resistance, 2002-21: a systematic governance analysis of 114 countries. The Lancet, Infectious diseases. 2023; 23 (6):706-718.
WHO. Consolidated guidelines on tuberculosis: module 4: treatment: drug-resistant tuberculosis treatment. 2022.
WHO. Global tuberculosis report. 2023.
Uba Bo, Okoye EL, Anyichie JC, Dokubo CU, Uqwuojj ET. Measuring the global response to antimicrobial resistance.Journal of Advances in microbiology.2024; (3):65-78.
Sadhu S, Karmakar T, Chatterjee AG, Kumari U, Mondal P, Sarka S, Sur T, Tarafdar S. International Journal of Experimental Research and Review. 2022 (29):67-72.
F. Andrade F. Nanotechnology and pulmonary delivery to overcome resistance in infectious diseases. Advanced Drug Delivery Reviews.2013 (l65): 1816-1827.
Parashar s, Sharma MK, Garg Ch, Garg M. Green Synthesized Silver Nanoparticles as Silver Lining in Antimicrobial Resistance: A Review. Current Drug Delivary. 2022 (19):170-181.
Farooq U, Ahmad T, Khan A,Sarwar R, Shafig J, Raza Y, Ahmed A, Ullah S, Rehman NU, Al-Harrasi A. Rifampicin conjugated silver nanoparticles: a new arena for development of antibiofilm potential against methicillin resistant Staphylociccus aureus and Klebsiella pneumoniae. International Journal Nanomedicine. 2019 (14):3983-3993.
Zaharov AV, Khokhlov AL, Ergeshov AE. Silver nanoparticles in the solution of the problem of drug resistance in mycobacterium tuberculosis. Archive of Internal Medicine. 2017 (3):188-199.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .