მხედველობის შეზღუდვის მქონე პირთა სწავლების პროცესში აუდიო დესკრიფციის გამოყენების საკანონმდებლო რეგულირება

მხედველობის შეზღუდვის მქონე პირთა სწავლების პროცესში აუდიო დესკრიფციის გამოყენების საკანონმდებლო რეგულირება

ავტორები

  • ანა ხაჭაპურიძე საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/spectri.2024.09.01.04

საკვანძო სიტყვები:

სწავლების პროცესი, საკანონმდებლო რეგულირება, აუდიოდესკრიპცია, მხედველობის შეზღუდვის მქონე პირი, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი

ანოტაცია

სტატია ეხება აუდიოდესკრიპციის დანიშნულებასა და მის ადგილს კანონმდებლობაში და მის ირგვლივ საქართველოში დღეისათვის არსებულ მდგომარეობას აღწერს, რაც გარკვეული სახის პრობლემებისა და გამოწვევების აღმოჩენის საფუძველია. აღსანიშნავია, რომ აუდიოდესკრიპციის გამოყენება სასწავლო პროცესში ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ დანერგილი. რაც მისი სიახლითაა გამოწვეული. ამ საშუალებით სარგებლობის შემდგომი სრულყოფისთვის სასურველია უკვე შესრულებული საქმიანობის ეფექტურობის შეფასება და შეფასების საფუძველზე, საჭირო ცვლილებების განხორციელება. ნაშრომში გამოყენებულია დოგმატურ სამართლებრივი კვლევის მეთოდი, რომლის საშუალებითაც საკითხის შესახებ შესასწავლ წყაროებში სამართლის ნორმების კვლევა არის განხორციელებული. ეს მეთოდი სამართლის ნორმების შესწავლასა და მათში ხარვეზების გამოვლენას გულისხმობს.  ასევე გამოყენებულია სოციალურ-სამართლებრივი კვლევის მეთოდი, გამოკვლეულია თემასთან დაკავშირებული სამართლის ნორმების ეფექტიანობა, სამართლებრივი ცნობიერება, და კულტურა. სოციალურ-სამართლებრივი კვლევის მეთოდთან ერთად ნაშრომში გამოყენებულია ტექსტების ინტერპრეტაციისა და ახსნა-განმარტების, გაგების საშუალება-ჰერმენევტიკა. ასევე გამოყენებულია ინტერნეტ რესურსების მოძიებისა და დახარისხების მეთოდი. ყოველივე ამის შედეგად დადგინდა რა სახის პრობლემებს ვხვდებით აუდიოდესკრიპციის გამოყენებისას და რაოდენ მნიშვნელოვანია მისი საკანონმდებლო რეგულირება. აუდიოდესკრიპციის შესახებ ინფორმაციის შესწავლამ რამდენიმე დასკვნის გაკეთება გახადა შესაძლებელი, რის საფუძველზეც რამდენიმე რეკომენდაცია გამოიყოფა. უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ, დასახელებული დამხმარე საშუალების შესახებ ცნობიერება დაბალია, რაც მისი გამოყენების სიხშირეს ამცირებს. იმისათვის, რომ აუდიოდესკრიპციის გამოყენება სავალდებულო გახდეს, მის შესახებ ინფორმაცია სათანადო საკანონმდებლო აქტების ნორმებში უნდა ჩაიწეროს. ლეგიტიმაცია საკმარისი ვერ იქნება თუ შესაბამის პირებს აუდიოდესკრიპციის სწორად გამოყენებისათვის საჭირო ცოდნა არ მივაწოდეთ, ამისათვის მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებს ჩაუტარდეთ სწავლება, რომელიც აუდიოდესკრიპციის გამოყენების სპეციფიკის გაცნობაზე იქნება ორიენტირებული და აკადემიურ პერსონალს მისი მარტივად გამოყენების ტექნიკას ასწავლის, რათა, ეს საშუალება, თითოეულმა მათგანმა ყოველდღიურობის ნაწილად აქციოს.

 

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

ავტორის ბიოგრაფია

ანა ხაჭაპურიძე, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი

დოქტორანტი

საქართველოს დავით აღმაშენებლის უნივერსიტეტი, სამართლის სადოქტორო პროგრამა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა სამდივნოს სპეციალისტი

წყაროები

გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია, მუხლი 2, (02.01.2023) https://matsne.gov.ge/ka/document/view/2334289?publication=0

ჯონსენი, ბ.ჰ. სკორტენი, მ.დ. ინკლუზიური განათლება, მთარგმნელი მ. ჯიქია; რედაქტორი მ.ხარებავა; თბილისი; 2011, გვ. 20

ბაგრატიონი-გრუზინსკი, მ. კვაჭაძე, ჟ. ლორთქიფანიძე, რ. გაჩეჩილაძე, ნ. გზამკვლევი მასწავლებელთათვის „სასწავლო აქტივობები ყველასათვის“, გვ.39

https://audiodescribe.com/2] (02.01.2023)

ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონი, (02.01.2023) https://matsne.gov.ge/ka/document/view/29248?publication=97

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-07-08

როგორ უნდა ციტირება

ხაჭაპურიძე ა. (2024). მხედველობის შეზღუდვის მქონე პირთა სწავლების პროცესში აუდიო დესკრიფციის გამოყენების საკანონმდებლო რეგულირება. სამეცნიერო ჟურნალი “სპექტრი” , 9(1). https://doi.org/10.52340/spectri.2024.09.01.04

გამოცემა

სექცია

Articles
Loading...