მდგრადი ტურიზმის განვითარების ტენდენციები და პერსპექტივები კახეთის რეგიონში
DOI:
https://doi.org/10.52340/spectri.2023.08.02.16საკვანძო სიტყვები:
კახეთი, მდგრადობა, ტურიზმი, დაცული ტერიტორიები.ანოტაცია
კვლევის საგანს წარმოადგენს კახეთის რეგიონში მდგრადი განვითარების კონცეფციის გაანალიზება, იმის გააზრება, რომ ტურიზმის სფეროსათვის მდგრადი განვითარება წარმოადგენს ჩარჩოს, რათა შეიქმნას საერთო პრინციპები, მიდგომები, მეთოდები, ასპექტები, რომ ყველა ტიპის ტურიზმი გახდეს მდგრადი, რადგან მდგრადი ტურიზმი არ არის იზოლირებული ან განსაკუთრებული ფორმის ტურიზმი და ტურიზმის ყველა ფორმა უნდა მიილტვოდეს მეტი მდგრადობისაკენ. დანიშნულების ადგილის მართვის პროცესში გასათვალისწინებელია მდგრადობის სამკუთხედი, ანუ არსებული წონასწორობა გარემოს, ეკონომიკურ და სოციალურ საჭიროებებს შორის. მდგრადი ტურიზმის განვითარება განსაკუთრებულია, რადგან, როგორც საერთაშორისო მასშტაბით, ისე საქართველოში, ტურიზმის სფეროს უმეტესი საქმიანობა დაკავშირებულია ღირსშესანიშნაობებთან, ბუნებასთან, ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობასა და კონკრეტული ტერიტორიის კულტურულ მოდელთან.
ინფორმაციის შეგროვებამ და სტატისტიკის ანალიზმა გვიჩვენა, რომ მუდმივად იზრდება იმ ტურისტების რიცხვი, რომელთაც ძირითადად იზიდავთ ეკოლოგიურად სუფთა და გადაუტვირთავი ადგილები. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია კახეთის რეგიონში არსებული დაცული ტერიტორიების და მაღალმთიანი თუშეთის სოფლების ტურისტული პოტენციალის განვითარება, ტურისტული პროდუქტების გამრავალფეროვნება. მთიანი სოფლების მცხოვრებლებს აქვთ მცირე შემოსავლები და არ აქვთ ეკონომიკური პერსპექტივები, მაშინ, როდესაც შესაძლებელია ტურიზმი მათთვის შემოსავლის წყაროდ იქცეს. ამ მხრივ, განვითარების ტენდენციები უკვე შეიმჩნევა.
დასკვნაში წარმოდგენილია ის კონცეფცია, რომ სოფლის ტურიზმის, აგროტურიზმის და ღვინის ტურიზმის სტიმულირება ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ წინსვლას და სოფლის მოსახლეობის სოციალური დონის ამაღლებას. აგრეთვე, აღნიშნულია, რომ კახეთის რეგიონში სრულად არ არის ათვისებული და გამოყენებული სამკურნალო ტურიზმის შესაძლებლობები, მაგალითად, კურორტი „ახტალა“, რომლის სამკურნალო ტალახი, სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობის და სწორი მარკეტინგის შემთხვევაში, შესაძლოა იქცეს რეგიონის ეკონომიკური და სოციალური განვითარების მნიშვნელოვან შესაძლებლობად. იგივე ითქმის რეგიონში არსებულ თერმულ, სამკურნალო წყლებზე (მაგ. „აბანო“ თუშეთის გზაზე და სხვ.).
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .