საქართველოს საჰაერო ტრანსპორტზე მგზავრ და ტვირთბრუნვიდან მიღებული შემოსავლების გავლენა ეკონომიკის მდგრად განვითარებაზე
DOI:
https://doi.org/10.52340/spectri.2023.08.02.12ანოტაცია
მდგრადი განვითარება განვითარების ისეთი ფორმაა, რომელიც გულისხმობს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას, საზოგადოების წევრების სოციალური და გარემოსდაცვითი ინტერესების გათვალისწინებას. საქართველოს ტერიტორია აზიისა და ევროპის გასაყარზე მდებარეობს. ე.ი. ის ,,XXI საუკუნის ახალი აბრეშუმის გზის’’ ტრანზიტული ფუნქციის ოპტიმალური მოცულობით განმახორციელებელი ქვეყანა უნდა გახდეს და ჩამოყალიბდეს, როგორც ტვირთგადაზიდვების, ანუ სატრანსპორტო-ლოჯისტიკური ჰაბი, სადაც მნიშვნელოვანი როლი განკუთვნილი ექნება საჰაერო ტრანსპორტს. შპს ,,საქართველოს გაერთიანებიული აეროპორტების’’ საავიაციო შემოსავლებზე ტვირთბრუნვისა და მგზავრბრუნვის ფაქტორულმა, კორელაციურმა ანალიზმა გვიჩვენა, რომ საავიაციო შემოსავლების ცვლილებაზე ხუთწლიან პერიოდში (2017-2021) ტვირთბრუნვის დინამიკურმა ჯამურმა ცვლილებამ 7,69% გავლენა მოახდინა. ეს კი საბოლოოდ ნიშნავს იმას, რომ საავიაციო შემოსავლების მხოლოდ 0,59% არის მიღებული ტვირთბრუნვის ხარჯზე. ფაქტი გასაგებიცაა წლების განმავლობაში მაჩვენებლის დაბალი სიდიდეების გამო, რასაც ვერ უშველა 2021 წლის მაღალმა მახასიათებელმაც. რაც შეეხება მგზავრბრუნვის გავლენას მისმა ჯამურმა დინამიკურმა ცვლილებამ 45,4% გავლენა იქონია. ე.ი. საავიაციო შემოსავლების მხოლოდ 21,1% მიღებულია მგზავრბრუნვის ხარჯზე. ეს სიდიდე გაცილებით მაღალი იქნებოდა, რომ არა პანდემიის შედეგები. ბრიუსელსა და თბილისში ჩატარებული ,,გლობალური კარიბჭისა’’ და მეოთხე ,,აბრეშუმის გზის’’ ფორუმენზე საქართველოს პრემიერ მინისტრისა და უცხოელი კოლეგების გამოსვლებში აქცენტები გაკეთდა უახლოეს მომავალში ქვეყნის ტრანზიტული ფუნქციის სრულ ამოქმედებასთან დაკავშირებით, სადაც საჰაერო ტრანსპორტს სხვა სახის ტრანსპორტთან ერთად უმნიშვნელოვანესი როლი დაეკისრება ახალი აეროპორტისა და ლოჯისტიკური ცენტრების მშენებლობის, ძველის მოდერნიზირებისა და სრულად ამოქმედების ხარჯზე.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
მაია ბლიაძე, თეონა შუბლაძე, ნათია სარალიძე, მარიამ არჩუაძე. გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში. მომზადებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ. თბილისი, 2020 .
შპს ,,საქართველოს გაერთიანებული აეროპორტების’’ 2017-2021 წლების აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგებები და მმართველობითი ანგარიშგება
შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება. ფასს-ის მიხედვით მომზადებული ფინანსური ანგარიშგება, მმართველობის ანგარიშგება და დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა. 2022 წლის 31 დეკემბერი
სტატისტიკური წელიწდეული 2022 წლის 28 დეკემბრის მდგომარეობით
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .