ფილმი-პორტრეტი ტელევიზიაში
DOI:
https://doi.org/10.52340/spectri.2023.08.02.08საკვანძო სიტყვები:
ფილმი-პორტრეტი, აუდიო-ვიზუალური საშუალებები, კომპოზიციური წყობა, ისტორიული პიროვნება, ფსიქოლოგიური ხასიათიანოტაცია
აბსტრაქტი
ჩვენი აზრით, ნამდვილი საეკრანო პორტრეტის შექმნა შესაძლებელია მხოლოდ დოკუმენტურ ფილმში, რადგან მის მომზადებას სჭირდება დიდი დრო და აქ გადაღების მეთოდებიც განსხვავებულია, მაგალითად, ასეთი პორტრეტის შესაქმნელად ხშირად გამოიყენება ხანგრძლივი დაკვირვების მეთოდი - ე.წ. „შეჩვეული კამერა,“- როდესაც გმირები ბოლოს და ბოლოს ისე ეჩვევიან კამერას, რომ ისინი მის იქ არსებობას უკვე აღარც აკონტროლებენ. ხოლო გადაცემისთვის (სიუჟეტი), რომელიც ერთჯერადი ჩვენებისთვისაა გათვალისწინებული, ეს ფუფუნება ნაკლებად არის ხელმისაწვდომი, რომ არაფერი ვთქვათ, ფილმში გამოყენებული აუდიო-ვიზუალური საშუალებების მთელს არსენალზე.
ფილმი-პოტრეტის შექმნა დიდ ცოდნასა და შემოქმედებით მიდგომას მოითხოვს. ცხადია, ამ ჟანრის ფილმებში გადაღების მეთოდები და კომპოზიციური წყობაც მეტწილად თემით განისაზღვრება, მაგრამ ყველა მათგანში მხატვრული ელემენტების არსებობა მაინც შეიმჩნევა.
სურათის ნათლად წარმოსაჩენად, განვიხილეთ ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ფილმი-პორტრეტი, რომელთაგან ერთი ისტორიული პიროვნების ცხოვრებას ასახავს - გიორგი კალანდიამ სატელევიზიო ფილმ-პორტრეტში -„აღმოსავლეთის მზე- გურჯი ხათუნი“ -საინტერესო თემის გარდა, სწორედ მრავალფეროვანი გამომსახველობითი საშუალების ოსტატური გამოყენებით შესძლო მაღალმხატვრული და შემეცნებითი პორტრეტული ნამუშევრის შექმნა.
ქ. სადღობელაშვილის ფილმ-პოტრეტში - „აქ და იქ“ (რეჟ.შ.შენგელი)- გავიცანით ასაკოვანი ქალბატონი, რომელსაც თითქოს განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია, მაგრამ, თემის მხატვრული ხერხებით გადაწყვეტით, ფილმის შემქმნელებმა მოახერხეს გამოეკვეთათ ამ პიროვნების ფსიქოლოგიური ხასიათი... ასეთი გმირები აუდიტორიის ყურადღებას აუცილებლად მიიქცევენ.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ლიტერატურა:
ლეონიძე, ნ. ტელეჟურნალისტიკა, თსუ, 2002:35
ჟვანია,გ. ქართული დოკუმენტური კინო, 1970, გვ.17
youtubeგურჯი+ხათუნი&rlz=1C1GKLB_enGE636GE676&oq=you&aqs=chrome.0.69i59j46i39i199i457i465i650j46i131i433i512j0i131i433i512j0i131
youtube+დოკ.+ფილმი"აქ+და+იქ"&sca_esv=579179295&rlz=1C1GKLB_enGE636GE676&sxsrf=AM9HkKm-eWT6T-yR
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .