საფეთქლის წილის სიმსივნეებისას დისლოკაციის დიაგნოსტიკის საკითხისადმი
DOI:
https://doi.org/10.52340/spectri.2023.08.02.02ანოტაცია
გამოცდილება: საფეთქლის წილის სიმსივნეები ხასიათდებიან დისლოკაციის დიდი სიხშირით, რომელიც განსაკუთრებით შეინიშნება მათი ლოკალიზაციისას საფეთქლის წილის მედიო-ბაზალურ მიდამოში. აღნიშნული კი განპირობებულია მედიო-ბაზალური მიდამოს სიახლოვით პახიონის ხვრელთან და მისი ჩაჭედვით ტენტორიუმის ხვრელში. მზარდი სიმსივნე ტვინის ჯანმრთელი ნაწილების მიჭყლეტვის და კომპენსატორული მექანიზმების გამოფიტვის ფონზე იწვევს ცდომას და ჩაჭედვას.
მიზანი: ჩვენი კვლევის მიზანს წარმოადგენს საფეთქლის წილის სიმსივნეების დროს დისლოკაციური პროცესის კლინიკურ-მორფოლოგიური და რენტგენო-დიაგნოსტიკური მახასიათებლების შესწავლა და მათი გათვალისწინებით პროგნოზული კრიტერიუმების შემუშავება ოპტიმალური ქირურგიული ტაქტიკის განსაზღვრის მიზნით.
მეთოდები: ჩვენ გამოვიკვლიეთ დისლოკაციით თანდართული საფეთქლის წილის სიმსივნიანი 300 პაციენტი და 85 ავადმყოფის სექციური შემთხვევა. სექციური მასალიდან 53 იყო მამაკაცი, ხოლო 32 ქალი. აქედან ნაოპერაციები იყო 48 ავადმყოფი. ყველა შემთხვევა შესწავლილი და ნაოპერაციებია ქ.თბილისის I-ლი კლინიკური საავადმყოფოს ნეიროქირურგიულ კლინიკაში მასალის დამუშავებისას კლინიკურ-მორფოლოგიური გამოკვლევების პარალელურად გამოყენებული იქნა ინსტრუმენტალური კვლევის თანამედროვე მეთოდები (კტ, მრტ, ანგიოგრაფია)
შედეგები: კლინიკურად ყველა შემთხვევაში საფეთქელ-ტენტორიალური ჩაჭედვა მიმდინა-რეობს მკვეთრად გამოხატული ინტრაკრანიალური ჰიპერტენზიის ფონზე, რაც წარმოადგენს კიდეც გამშვებ მექანიზმს დისლოკაციის განვითარებისათვის. უხშირესად აღინიშნება ღეროს ცდომა ჩაჭედვით. ღეროს დეფორმაციაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ტვინის შეშუპებას. შეშუპებული ტვინი მთლიანად ავსებს ბაზალურ ცისტერნებს შემდგომი დისლოკაციით, რაც მეტად დამახასიათებელია იმ შემთხვევებისათვის, როდესაც ოპერაციაზე ვერ ხერხდებოდა სიმსივნის ტოტალური ამოკვეთა. მწვავედ განვითარებული თავის ტვინის შეშუპებისას დის- ლოკაცია ვითარდება სწრაფად. საფეთქლის წილის სიმსივნეების დროს წარმოშობილი დის-ლოკაციისას კეროვანი სიმპტომატიკა დომინირებს ზოგად ტვინოვანზე.
დასკვნა: დისლოკაცია უმთავრესად გვხვდება მაღალი სიმწიფის ავთვისებიანი გლიომებისას მათი უპირატესი ლოკალიზაციით საფეთქლის წილის მედიო-ბაზალურ მიდამოში. სიმსივნეთა აღნიშნულ მიდამოში ლოკალიზაციისას არ შეგვხვედრია კეთილთვისებიანი სიმსივნის არც-ერთი შემთხვევა. დისლოკაციის მოცულობა დამოკიდებულია სიმსივნის მასაზე, მისი ზრდის ტემპზე, პერიფოკალურ შეშუპებაზე, ჰერნირებული მიდამოს შეშუ-პებაზე, სიმსივნის ჰისტოგენეზზე და საფეთქლის წილის ფარგლებში სიმსივნის შიდაწი-ლოვან ლოკალიზაციაზე. საფეთქელ-ტენტორიალური ჰერნიაციის ძირითადი პათომორ-ფოლოგიური ნიშანი ღეროს ჩაჭედვა და წერტილოვანი სისხლჩაქცევები საჭიროებს ერთგვარ გადასინჯვას სისხლძარღვოვან-იშემიური პროცესის სასარგებლოდ.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
Gvazava J, Gvazava G. – “ Clinico-Morphological features of herniation syndrome in temporal lobe tumors “. 8-th Black Sea Neurosurgical Congress, Tbilisi, Georgia, 2013.
Gvazava J, Germanishvili Z, Gvazava G. – “The peculiarity of dislocation process on the different level during temporal lobe tumors “. 1-st International Clinical Congress of Surgeons of Georgia “. The New Horizons in Surgery. Tbilisi, 2017
Гвазава И.С. Взаимосвязь дислокационного процесса со зрелостью , размерами и темпом роста опухоли в височной доле головного мозга . IV съезд нейрохирургов России,Москва, 2006
Gvazava J. Prognostic criteria of clinic-morfological features of dislocation process during temporal lobe tumors. 6-th Black Sea Neurosurgical Congress, Istanbul, Turkey, 2009.
Gvazava J. Topico-prognostic value of epileptic seizures in the definition of intralobular localization of temporal lobe tumors”. Proceedings 12-th World Congress of Neurosurgery, Sydney , Australia , 2001.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .