პასიური ლექსიკის სწავლება უცხო ენაში
DOI:
https://doi.org/10.52340/spectri.2023.22საკვანძო სიტყვები:
ლექსიკონი, კონტექსტი, პასიური ლექსიკა, სწავლების ეტაპები, გაგება, სწავლის მეთოდებიანოტაცია
უცხო ენის შემსწავლელის ამოცანაა - ისწავლოს ლიტერატურის თავისუფლად კითხვა სპეციალობის მიხედვით, რაც შეუთავსებელია ლექსიკონის ხშირ მიმართვასთან, რამდენადაც იგი არღვევს აზრების ლოგიკურ დინებას. სტატიაში აღნიშნულია რომ, პასიური ლექსიკის გაგების სწავლებისას ყურადღება უნდა მივაქციოთ შემდეგ საკითხებს: 1. პასიური სიტყვების მარაგის დაგროვება. 2. კითხვის სწავლება ლექსიკონის გარეშე. სტატიის მიზანია პასიური ლექსიკის სწავლების გეგმის შედგენა. კურსი უნდა შედგებოდეს სამი განაყოფისაგან: 1. პასიური ლექსიკის დამახსოვრების მეთოდიკის სწავლება. 2. აქტიური ლექსიკის გაგების სწავლება. 3. პასიური ლექსიკის გაგების სწავლება. აქტიური ლექსიკის სწავლებისას, უნდა ვასწავლოთ - გაგება, რომელიც გამომდინარეობს სიტყვიერი ერთეულის მნიშვნელობიდან, ხოლო პასიური ლექსიკის სწავლებისას, უნდა ვასწავლოთ დამახსოვრება და გაგება (მხოლოდ კონტექსტის საფუძველზე, სიტყვების მნიშვნელობის პროგნოზირება ენობრივი ცოდნის საფუძველზე). გთავაზობთ ლექსიკური ერთეულების დაჯგუფების ორ ძირითად პრინციპს: 1.მხოლოდ მნიშვნელობის მიხედვით, რომელიც ჩაირთავს ლექსიკური ერთეულების ორგანიზაციას ასოციაციური, ანტონომიური და თემატიკური ნიშნებით. 2. მნიშვნელობისა და ლექსიკური ერთეულების ფორმალურ-ენობრივი თვისებების მიხედვით, რომელიც ჩაირთავს ერთფუძიანი სიტყვების გამოყოფას. სტატიაში აღნიშნულია რომ, პასიური ლექსიკის გაგების სწავლების ამოცანაა ვასწავლოთ სტუდენტებს აზრების დაწყობა ტექსტზე მუშაობის დროს. სტატიაში განხილული პასიური ლექსიკის სწავლების შემოთავაზებული გეგმა ბუნებრივია თავის გამოხატულებას ჰპოვებს სავარჯიშოების სისტემაში, რომელიც პასიური ლექსიკის სწავლებას უზრუნველყოფს.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
Dörnyei Z. Motivational strategies in the language classroom. Cambridge: Cambridge University Press; 2001. 10. Sep 27.
Gass S. M., Selinker L. - Second Language Acquisition: An Introductory Course. Routledge, 2008
Gass SM, Behney J, Plonsky L. Second language acquisition: An introductory course. Routledge; 2020 May 28.
Nordquist R. – Understanding passive vocabulary, Understanding Passive Vocabulary (thoughtco.com)
Laufer B. The development of passive and active vocabulary in a second language: Same or different?. Applied linguistics. 1998 Jun 1;19(2):255-71.
Read J. Teaching and learning vocabulary: Bringing research into practice. Studies in Second Language Acquisition. 2007 Mar;29(1):128-9.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .