ხელშეკრულების მოდიფიცირება და მისი სამართლებრივი ასპექტები
DOI:
https://doi.org/10.52340/spectri.2023.19ანოტაცია
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი შეიცავს ნორმას (398), რომელიც ითვალისწინებს ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობას, გარემოებების შეცვლის შემთხვევაში, ხელშეკრულების დადების შემდეგ, რომლებიც აშკარად აისახება მხარეთა სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებზე. ბუნებრივია, იგულისხმება ისეთი გარემოებები, რომელთა არსებობა არ გამომდინარეობს არც ერთი მხარის ნებიდან. განსაზღვრული ნორმა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საზოგადოების განვითარების ამჟამინდელ ეტაპზე, როდესაც ჩვენს ირგვლივ ხდება ისეთი მოვლენები, რომელთა წინასწარ ცოდნა შეუძლებელია. ასეთი გარემოებების არსებობა მძიმე მდგომარეობაში აყენებს ხელშეკრულების მხარეებს, ამიტომ კანონმა უნდა უზრუნველყოს ამ მხარეების დაცვა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სამოქალაქო კოდექსი შეიცავს ასეთი ურთიერთობების მარეგულირებელ ნორმას. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საჭიროა უფრო მეტად გამოიკვეთოს შეცვლილი გარემოებებით დაზარალებული პირების დაცვის ტენდენციები. ბოლო წლებში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შემუშავდა ახალი მიდგომები, ახალი სამართლებრივი ნორმები, პრინციპები და სასურველია, საქართველომ ასევე გადახედოს ამ ურთიერთობების რეგულირების ნორმას, იმ თვალსაზრისით, რომ მხარის უფლებები, რომლებიც შეცვლილი გარემოებების გათვალისწინებით უფრო დაცული იქნება. აუცილებელია ასეთი მხარე დაცული იყოს გაუთვალისწინებელი არასამართლიანი შედეგებისგან იმ თვალსაზრისით, რომ მას შეუძლია ხელშეკრულების მორგება შეცვლილ გარემოებებთან, ხოლო ასეთი შედეგის მიუღწევლობის შემთხვევაში ხელშეკრულება უნდა შეწყდეს.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
Baranauskas E, Zapolskis p, Romeris M, The effect of change in circumstanceson the performance of contract,Vilnius, Lithuania, 2009.
Momberg Uribe RA. The effect of a change of circumstances on the binding force of contracts: comparative perspectives (Doctoral dissertation).2011.
French Civil Code2016|Trans-Lex.org,https//www.trans-lex.org
Zaccaria EC. The effects of changed circumstances in International Commercial Trade. Int'l Trade & Bus. L. Rev.. 2005;9:135.
კროპჰოლერი ი., გერმანიის სამოქალაქო კოდექსი, სააწავლო კომენტარი, მუხლი 1228, 2014 წ, გვ216
საქონლის საერთაშორისო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებათა შესახებ გაეროს კონვენცია, 79-ე მუხლი, 01.09.1995 სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016619
Principles UN. UNIDROIT principles of international commercial contracts. 2016.
ახვლედიანი ზ., ვალდებულებითი სამართალი, გამომცემლობა ,,სამართალი“ თბილისი, 1999.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .