სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების პრობლემური საკითხები საქმის დამთავრებისას
DOI:
https://doi.org/10.52340/spectri.2023.18საკვანძო სიტყვები:
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ინტერესი, მხარეთა მორიგებაანოტაცია
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის სამართლებრივი გარანტიების შექმნაა. აღნიშნული ღონისძიების გაუქმება შეიძლება მოხდეს როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებით როდესაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება, ისე სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, როდესაც უზრუნველყოფის ღონისძიების შენარჩუნება ქონებაზე უსაგნო ხდება. შესაბამისი საკანონმდებლო ნორმებისა და სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, სტატიაში განხილულია უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების პრობლემური საკითხები საქმის დამთავრების შემთხვევებში. ევროსასამართლოს არაერთი გადაწყვეტილების თანახმად, სასამართლოზე უფლება გულისხმობს არა მხოლოდ პროცესის ინიცირების, არამედ აღსრულების უფლებასა და შესაძლებლობასაც. შესაბამისად, არასწორი პრაქტიკაა დანერგილი სსსკ-ის 1991-ე მუხლის გამოყენებასთან დაკავშირებით, რომლის დანაწესიც უსამართლობას ქმნის და რაც მთავარია, წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროკონვენციის მე-6 მუხლთან. ამ საკითხის თაობაზე სწორი ხედვის ჩამოყალიბებას არსებითი მნიშვნელობა აქვს მხარეთა საპროცესო უფლებების დაცვისა და მართლმსაჯულების მიზნების სწორად განსაზღვრისათვის. წინამდებარე სტატიაში, სასამართლო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე, ასევე ჩამოყალიბებულია ის კრიტერიუმები, რომელთა არსებობის დროსაც, სასამართლოს, მხარეთა მორიგებით საქმის დამთავრებისას შემთხვევაში, შეუძლია ავტომატურად, საკუთარი ინიციატივით გააუქმოს საქმეზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება. ვიმედოვნებ, აღნიშნული სამეცნიერო სტატია გამოიწვევს როგორც პრაქტიკოსი იურისტების, ისე სამოქალაქო საპროცესო სამართლის სფეროს მეცნიერების დაინტერესებას.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ქურდაძე შ., ხუნაშვილი ნ., ცქიტიშვილი მ., ახალაძე მ., კუბლაშვილი მ., ქურდაძე გ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი. წიგნი 1, გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი, 2022: 585.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, 1997 წ., მუხლი 272 - საქმის წარმოების შეწყვეტა; მუხლი 275 - სარჩელის განუხილველად დატოვება.
ქურდაძე შ., ხუნაშვილი ნ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალი. „მერიდიანი“, თბილისი, 2015: 341;
Kramer XE. Harmonisation of provisional and protective measures in Europe. Procedural laws in europe: towards harmonisation, M. Storme, ed. 2003 Apr 1:305-19..
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, 1997 წ., მუხლი 1991.
ქურდაძე შ., ხუნაშვილი ნ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალი. გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი, 2015: 352.
ლილუაშვილი თ., ლილუაშვილი გ., ხრუსტალი ვ., ძლიერიშვილი ზ. სამოქალაქო საპროცესო სამართალი. ნაწილი 1, თბილისი, 2014: 88.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 სექტემბრის განჩინება საქმეზე: N2/12591-06.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კლეგიის 2018 წლის 5 ოქტომბრის განჩინება საქმეზე: N2/20671-18.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, 1997 წ., მუხლი 197; ქურდაძე შ., ხუნაშვილი ნ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალი. გამომცემლობა „მერიდიანი“,2015: 646.
„საჩივარს, რომლის მეშვეობითაც ცალკე, გადაწყვეტილებისგან დამოუკიდებლად, საჩივრდება განჩინება, სააპელაციო და საკასაციო საჩივრისგან განსხვავებით კერძო საჩივარი ეწოდება“ - ლილუაშვილი თ., სამოქალაქო პროცესუალური სამართალი. თბილისი, 2005: 389.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, 1997 წ., მუხლი 2; მუხლი 197.
მოსამართლის ვალდებულებაა მხარეებს განუმარტოს მორიგების შედეგები - იხ. მამაიაშვილი თ. სადისერტაციო ნაშრომი თემაზე: მორიგება, როგორც სამოქალაქო საქმის წარმოების დამთავრების საფუძველი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2017: 239.
ქურდაძე შ., ხუნაშვილი ნ., ცქიტიშვილი მ., ახალაძე მ., კუბლაშვილი მ., ქურდაძე გ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი. წიგნი 1, „მერიდიანი“,2022: 658-659.
ქურდაძე შ., ხუნაშვილი ნ., ცქიტიშვილი მ., ახალაძე მ., კუბლაშვილი მ., ქურდაძე გ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი. წიგნი 1, „მერიდიანი“,2022: 165-166.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, 1997 წ., მუხლი 3; მუხლი 831.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 218, ნაწილი 2.
თბილისი სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 მარტის განჩინება საქმეზე: N2ბ/4963-14.
ლილუაშვილი თ., ხრუსტალი ვ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი. გამომცემლობა „სამართალი“,2007: 273;
Hollande -Blumoff R, Just Negotiation. Washington University Law Review, 88(2), 2010: 405-406.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კლეგიის 2018 წლის 5 ოქტომბრის განჩინება საქმეზე: N2/20671-18.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, 1997 წ., მუხლი 1991 - ბოლო წინადადება.
ქურდაძე შ., ხუნაშვილი ნ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალი. „მერიდიანი“, , 2015: 352;
ქურდაძე შ., ხუნაშვილი ნ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალი. „მერიდიანი“,2015: 352-353;
Hornsby v. Greece, N 18357/91, §40, 19 March 1997, ECHR; IZA Ltd and Makrakhidze v. Georgia, N 28537/02, §42, 27 September 2005, ECHR.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, 1997 წ., მუხლი 10; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 ივლისის განჩინება საქმეზე №ას-375-356-2015; ქურდაძე შ., ხუნაშვილი ნ., ქურდაძე გ., ჭყონია ზ. სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის კომენტარი. „დანი“, თბილისი, 2018: 18.
Sierra SD. Provisional Court Protection in Administrative Disputes in Europe: The Constitutional Status of Interim Measures Deriving from the Right to Effective Court Protection. A Comparative Approach. European Law Journal. 2004 Jan;10(1):42-60.
Convention for the Protection of Human Rights and Fundamental Freedoms Rome, 4.XI.1950, Article 6; გზამკვლევი პრინციპები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლთან დაკავშირებით, სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება (სამოქალაქო სამართლებრივი ასპექტები)“, 2017, , ბოლო ნახვა 26.11.22წ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 სექტემბრის განჩინება საქმეზე: Nას-685-656-2016.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 ნოემბრის განჩინება საქმეზე: Nას-859-825-2016 – „მხარის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება ამ მოთხოვნის პროპორციული (ადეკვატური) უნდა იყოს და აშკარა შეუსაბამობა არ უნდა იკვეთებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უზრუნველყოფის გამოყენება ვერ გაამართლებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზანს“.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .