„ მწერლური პუბლიცისტიკა“ და მისი ისტორიული წანამძღვრები
DOI:
https://doi.org/10.52340/spectri.2023.13საკვანძო სიტყვები:
მწერლური პუბლიცისტიკა, პუბლიცისტი, პუბლიცისტიკა, ლიტერატურა, მწერალი, კლასიკოსიანოტაცია
თანამედროვე ეპოქის - „სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის აფეთქების ხანის“- განმასხვავებელი თავისებურება ისიცაა, რომ ინფორმაციის მოცულობა, ფლობა, გავრცელება არნახულ მასშტაბებს აღწევს. ინფორმაციის სასიცოცხლო მნიშვნელობა სულ უფრო და უფრო „იჭრება“ ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებაში, სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრების სფეროებში. ინფორმაცია ცვლის სამყაროს. ჩვენი ცხოვრების თანადროული გარდაქმნების პერიოდში, „ინფორმაციული ომების“ ხანაში სიტყვა იძენს ჯადოსნურ ძალას და ადამიანთა შორის ურთიერთობის ზეპირ და წერით მეტყველებას ფასდაუდებელ პოტენციალს უჩენს. ამ საყოველთაო ფონზე, ჩვენს ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების სამართლებრივი სივრცის პირობებში, პუბლიცისტიკა იბრუნებს თავის მისიას: საავტორო სვეტებით, სარედაქციო გამოსვლებით, საჯარო სიტყვებით, ე.წ. ბლოგებით. ჯერჯერობით უფრო ფორმებით, ხოლო შინაარსითა და ეთიკური ნორმებით ჯერ კიდევ შორს ვართ სასურველისგან. ტერმინი,,მწერლური პუბლიცისტიკა“ არახალია, მაგრამ არც ისე ძველი, მასში ძირითადად იგულისხმება მწერლების მიერ შექმნილი პუბლიცისტური თხზულებები. მწერლური პუბლიცისტიკა ავსებს და აძლიერებს მწერლის შემოქმედებით სააზროვნო სივრცეს, მას ასპარეზს აძლევს, წმინდა ლიტერატურული აზროვნების მიღმა ღიად გამოხატოს თავისი სათქმელი დოკუმენტური პროზის სახით. ქართული საზოგადოებრივი აზროვნების ისტორიას ,,მწერლური პუბლიცისტიკის“ დიდი შემოქმედებითი ტრადიცია გააჩნია. ტერმინია შედარებით ახალი, თორემ ეს მოვლენა ქართული სინამდვილისთვის სრულიად ბუნებრივი მოვლენაა. პუბლიცისტიკის საუკეთესო ნიმუშები ჩვენი კლასიკოსიმწერლების კალამს ეკუთვნის და სწორედ მათი ნააზრევია „მწერლური პუბლიცისტიკის“ პარადიგმები: ვაჟა-ფშაველა, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი. XX საუკუნის ჩვენი დროის მწერლური პუბლიცისტიკის პარადიგმებია ოთარ ჭილაძისა და ჯემალ ქარჩხაძის ნააზრევი. დიალოგებში ასახული მათი მსჯელობები გამორჩეულად მწერლურია. ისტორიული მეხსიერებით აღბეჭდილი ეს უნიკალური მასალა სანიმუშოდ გამოდგება პუბლიცისტიკის შემსწავლელი სტუდენტებისათვის; იქნებ საინტერესოა მოსაზრებისა და ანალიზის ფორმატით მწერალი ჟურნალისტებისა და ზოგადად პუბლიცისტიკის საკითხებითა და ისტორიით დაინტერესებულთათვის.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
საბიბლიოთეკო ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი. http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=10&t=4543
ქართული პუბლიცისტიკა. ქრესტომათია. XX საუკუნე. ნაკვეთი I. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2010.
ქართული პუბლიცისტიკა. ქრესტომათია. XIX საუკუნე. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2007.
ვაჟა-ფშაველა. თხზულებანი ორ ტომად. ტ. 2. გამომცემლობა ,,საბჭოთა საქართველო“, 1979.
ილია ჭავჭავაძე. რჩეული ნაწარმოებები ხუთ ტომად. ტ. 3. გამომცემლობა ,,საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1986.
აკაკი წერეთელი. რჩეული ნაწარმოებები ხუთ ტომად. ტ. 5. გამომცემლობა ,,საბჭოთა საქართველო“,თბილისი, 1990.
ჯემალ ქარჩხაძე. პუბლიცისტიკა. ,,ქარჩხაძის გამომცემლობა“, 2014.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .