წამების აკრძალვის დეფინიციის სახესხვაობები

წამების აკრძალვის დეფინიციის სახესხვაობები

ავტორები

  • ნანო ვაჭარაძე საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/spectri.2023.08

საკვანძო სიტყვები:

წამების აკრძალვა, კვალიფიკაცია, ქმედების დეფინიცია, სსსკ-ის 1441-ე მუხლი

ანოტაცია

ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ უმთავრეს საფუძველს წარმოადგენს. აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთ გარანტს კი წამების აკრძალვა წარმოადგენს. შემთხვევითი არ არის, რომ წამების აკრძალვას მინიჭებული აქვს jus cogens სტატუსი, რაც ნორმის იმპერატიულობასა და შესრულების სავალდებულო ხასიათზე მიუთითებს. წინამდებარე სტატიაში განხილულია წამების აკრძალვის დეფინიციის სახესხვაობები, როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით. წამების აკრძალვის საერთაშორისო მიმოხილვა მიზნად ისახავს წამების აკრძალვასთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტების განხილვას, რათა ზღვარი გაივლოს წამებასა და მომიჯნავე შემადგენლობებს შორის. ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის მოქმედების სფეროს ფარგლები და სისასტიკის მინიმალური ზღვრის მნიშვნელობა. წინამდებარე სტატიაში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე, ასევე ჩამოყალიბებულია ის კრიტერიუმები, რომელთა არსებობის დროსაც, ქმედება შესაძლოა დაკვალიფიცირდეს როგორც წამება. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ეროვნულ კანონმდებლობაში წამების დეფინიციასა მის მიმართებას, როგორც საერთაშორისო აქტებით დადგენილ წამების დეფინიციასთან, ასევე ურთიერთმომიჯნავე მუხლებთან. ვიმედოვნებ, აღნიშნული სამეცნიერო სტატია გამოიწვევს როგორც პრაქტიკოსი იურისტების, ისე სისხლის სამართლისა და საერთაშორისო სამართლის მეცნიერების დაინტერესებას.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

ავტორის ბიოგრაფია

ნანო ვაჭარაძე, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი

სდასუ-ს სამართლის სკოლის დოქტორანტი, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური

წყაროები

გაეროს კომიტეტი წამების წინააღმდეგ, ზოგადი კომენტარი #2;

Tyer v. United Kingdom, 25 აპრილი 1978, სერია ა #26;

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდება, მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის „f“ ქვეპუნქტი;

ფოული კ.,წამების დასამარცხებლად, დიდი ბრიტანეთი, 2003:32;

Selcuk and Asker v. Turkey, 24 აპრილი 1998, §76, ანგარიში 1998-II;

დანია, ნორვეგია, შვედეთი, ნიდერლანდები საბერძნეთის წინააღმდეგ (The Greek Case) #3321/67, 33322/67, 3323/67, #3344/67, გვ.186,1969;

ირლანდია გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Ireland v. The United Kingdom), 18.01 1978, #5310/71, 167; სერია ა 25;

Long D, Guide to Jurisprudence on Torture and Ill-treatment, Geneva, 2002:14;

Selmouni v. France, 28 ივლისი 1999, #25803/94, $101, ECHR 1999-V;

საქართველოს კონსტიტუცია მიღებული 1995 წელს, 2023 წლის მდგომარეობით, მ.9;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, 1999 წელი, მ. 1441;

ბატონიშვილი დ., სამართლის ინსტიტუტი, თანამედროვე სამართლის მიმოხილვა, თბ., 2013: 66;

Convention against Torture and Other Cruel, Inhuman or Degrading Treatment or Punishment, 26 June 1987, Art 1;

Philip Leach Senior Lecture in Law, London Metropolitan University Director, European Human Rights Advocacy Centre, Taking a Case to the European Court of Human Rights Second Edition OXFORD UNIVERSITY PRESS:202.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-03-10

გამოცემა

სექცია

Articles
Loading...