სწავლა-აღზრდის საკითხები ალექსანდრე ყიფშიძის შემოქმედებაში

სწავლა-აღზრდის საკითხები ალექსანდრე ყიფშიძის შემოქმედებაში

ავტორები

  • მაკა დოლიძე საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი image/svg+xml

DOI:

https://doi.org/10.52340/spectri.2023.07

საკვანძო სიტყვები:

პუბლიცისტი, სემინარია, პრესა, სწავლა-აღზრდა, რუსიფიკატორული პოლიტიკა

ანოტაცია

მე-19 საუკუნის ცნობილი პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე ალექსანდრე ყიფშიძე, რომელიც ქართული პრესის ისტორიაში ფრონელის ფსევდონიმით არის ცნობილი, გორის ოთხკლასიანი  სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. სემინარიაში სწავლისას მონაწილეობდა მოწაფეთა ხელნაწერ ჟურნალ „ნორჩი ტვინის“ გამოცემაში. სემინარიის სწავლის  პერიოდში ალექსანდრე ყიფშიძემ  დაწერა ლექსი „ფიქრი“ და „ღმერთი“  და ა. გოდორიას ფსევდონიმით მოაწერა ხელი. „გოდორია“ ალექსანდრეს უფროსი ძმის გრიგოლის ფსევდონიმი იყო. შესაძლებელია მან ეს ფსევდონიმი ძმისადმი პატივისცემის ნიშნად აიღო და ეს  გასაკვირი არც არის. იგი ყოველთვის  ამაყობდა თავისი ძმით, ცდილობდა მისი აზრები გაეზიარებინა. 1879-1882 წლებში სემინარიაში სწავლისას ალექსანდრე ყიფშიძემ დაწერა „დღიურები ერთი სემინარიელისა“,  სადაც ასახულია სემინარიაში  არსებული მოვლენები. ალექსანდრე ყიფშიძეს არ მოსწონდა სემინარიაში არსებული რეჟიმი.  გამეფებული იყო რუსიფიკატორული პოლიტიკა, პედაგოგთა უმრავლესობა რუსი მონარქისტები იყვნენ,   ქართულ ენასა და ლიტერატურას კვირაში მხოლოდ ერთი გაკვეთილი ჰქონდა დათმობილი. სემინარიაში აკრძალული იყო  ქართული წიგნებისა და ჟურნალ-გაზეთების კითხვა. ვინც წაიკითხავდა, მათ სასტიკად სჯიდნენ. მაგრამ, მიხედავად ამისა ალ.ყიფშიძე სისტემატურად კითხულობდა ქართულ წიგნებს და  ჟურნალ-გაზეთებს. 1889 წლიდან ალ.ყიფშიძე გახდა „ივერიის“  მუდმივი თანამშრომელი. გაზეთის ფურცლებზე იგი ხშირად საუბრობდა სწავლა-აღზრდის აუცილებლობაზე. აღნიშნავდა, ერი სულითა და გულით დაეცემა, თუ კი ქვეყანაში სწავლა-განათლება სათანადო სიმაღლეზე არ იქნება. გაუნათლებლობა მას ერის დამღუპველ ძალად მიაჩნდა. ალ.ყიფშიძე მოგვითხრობდა თუ რა მდგომარეობა იყო თბილისის გუბერნიაში, რამდენი სასწავლებელი იყო, რამდენი მოსწავლე სწავლობდა და მათ შორის რამდენი იყო ქართველი და რამდენი სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელი, რამდენი იხარჯებოდა სწავლა- აღზრდაზე და ა.შ.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

ავტორის ბიოგრაფია

მაკა დოლიძე, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი

ფილოლოგიის დოქტორი (ჟურნალისტიკა)

წყაროები

ყიფშიძე ალ. (ფრონელი) „დღიური ერთი სემენარიელისა“ გვ.149-150 http://www.iccn.ge/files/1-80_pp_part_i_proneli_book_2013.pdf ბოლო ნახვა 1.X. 2022წ.

ნათაძე გ.,ალ.ყიფშიძის(ფრონელის) „დღიურეისათვის“ http://dspace.gela.org.ge/bitstream/123456789/7077/1/Proneli%20Dgiurebisatvis%201942.pdf

ბოლო ნახვა 1.X.2022

გაზ.„ივერია“№127, 1890 წლის 17 ივნისი

გაზ.„ივერია“№79, 1890 წლის 17 აპრილი

გაზ. „ივერია“№132, 1890 წლის 23 ივნისი

გაზ. „ივერია“№156, 1890 წლის 22 ივლისი

გაზ. „ივერია“№122, 1891 წლის 13 ივნისი

გაზ. „ივერია“№213, 1892 წლის 9 ოქტომბერი

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-03-10

გამოცემა

სექცია

Articles
Loading...