ენის გნოსეოლოგიური პრობლემა ლინგვისტურ ფილოსოფიაში
DOI:
https://doi.org/10.52340/spectri.2023.02საკვანძო სიტყვები:
ლინგვისტიკა, გნოსეოლოგია, დეტერმინაცია, შემეცნება, რიტორიკაანოტაცია
ენისა და სამყაროს სინამდვილის ურთიერთმიმართების საკითხი მეტად აქტუალური კვლევის საგანია; სხვა საინტერესო ფუნქციებთან ერთად ინტერესს იწვევს ენის გნოსეოლოგიური ფუნქცია, რომლის კვლევაც ფილოსოფიის კომპეტენციას წარმოადგენს. სწორედ შემეცნების თეორიამ უნდა გაარკვიოს ენის როლი სინამდვილის შეცნობის პროცესში. ენის გნოსეოლოგიური ფუნქციის შესახებ ადამიანის რეფლექსია სათავეს მითოსიდან იღებს. ანტიკური დროის ფილოსოფოსები (პლატონი, არისტოტელე) ენის ძირითად დანიშნულებად ნივთთა ბუნების ინტერპრეტაციას მიიჩნევდნენ; შემდგომ პერიოდში, კონკრეტულად ახალ ფილოსოფიაში, მთელი შემეცნება წარმოდგენათა ანალიზსა და მათ შორის ურთიერთობის გარკვევაზე დავიდა, რასაც მოჰყვა ენისა და ყოფიერების ერთგვარი დაცილება. ენობრივ ნიშანთა კვლევის საკითხი შემდგომი ეპოქების ფილოსოფოსთათვისაც აქტუალური იყო. ყურადღება გამახვილდა ნიშნის ფუნქციონალურ თვისებაზე, რომელიც ემყარება რაიმეს შესახებ ინფორმაციის ტარების დანიშნულებას. ენის გნოსეოლოგიური მნიშვნელობის გააზრებისას გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ენა არა მხოლოდ მონაწილეობს შემეცნების პროცესში, არამედ იგი აქტიურ გავლენას ახდენს ადამიანის აზრებსა და მოქმედებებზე. კერძოდ, ენას შეუძლია მოახდინოს აზროვნების დეტერმინაცია და ამას აკეთებს კონკრეტული ენა, რომელზეც ადამიანი ლაპარაკობს. არსებობს მოსაზრება, რომ ადამიანის მსოფლმხედველობა და ცხოვრების წესი ლინგვისტურად დეტერმინირებულია, მისი ქვეცნობიერი მოქმედებებიც კი ჩართულია ენის გავლენის სფეროში.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
წერეთელი ს. ნარკვევები ფილოსოფიის ისტორიაში, ტ.I, თბ. 1965
არისტოტელე, რიტორიკა, თბ.1981 (1. 34-35)
Диалоги Платона. Горгий. www.nsu.ru/biblioteca/plato 01/gorgi.htm
Материалисты Древней Греции. М. 1955
პლატონი. იონი, დიდი ჰიპია, მენონი, თბ., 1974
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .