პოლიტიკური პროცესები და კონფლიქტური სიტუაციები
DOI:
https://doi.org/10.52340/spectri.2022.21საკვანძო სიტყვები:
საქართველო, უკრაინა, რუსეთი, დეზინფორმაცია, აგრესია, მედია პროპაგანდაანოტაცია
XXI საუკუნეში საქართველომ და უკრაინამ განიცადეს აპოკალიფსის საშიშროება. რუსეთი კიდევ ერთხელ შეეცადა თავისი გავლენის ქვეშ მოექცია. საქართველო და უკრაინა კატასტროფის წინაშე აღმოჩნდნენ. რუსეთი დეზინფორმაციის გავრცელების გზით ცდილობდა დაერწმუნებინა როგორც რუსეთისა და საქართველოს მოსახლეობა, ასევე საერთაშორისო საზოგადოება, რომ ომი 2008 წლის 8 აგვისტოს საქართველომ დაიწყო ეთნიკურ ნიადაგზე და მოსახლეობის „დასაცავად“ რუსეთი იძულებული გახდა საქართველოში „მშვიდობის დსამყარებლად” შემოსულიყო.პუტინის თქმით, 2014 წელს რუსეთი „ვალდებული იყო დაეცვა ყირიმისა და სევასტოპოლის მცხოვრებლები“, 2022 წლის მოვლენები კი უკავშირდება რუსეთის დაცვას მათგან, ვინც „უკრაინა მძევლად აიყვანა“ და ცდილობდა, რუსეთის წინააღმდეგ გამოყენებას. როგორც ქართული, ასევე უცხოური მედია პარალელს ავლებდა საქართველოსა და უკრაინას შორის. მათი დაკვირვებით, მსგავსება ბევრი იყო 2008 წელს საქართველოში, ხოლო 2022 წელს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს შორის, პუბლიცისტები საუბრობდნენ დასავლეთის დამოკიდებულებაზე ამ ომში. რუსეთის სისასტიკეზე, რომელიც სრულმასშტაბიან ომს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას” უწოდებდა. არადა, სინამდვილეში რუსეთი ცდილობდა საქართველოსა და უკრაინაში თავისი გავლენა და მნიშვნელობა დაეფიქსირებინა, ეს იყო უპრეცენდენტო სასტიკი სამხედრო აგრესია, რომელსაც შეიძლება გენოციდი ეწოდოს.რუსული პროპაგანდისტული მედია ცდილობდა საზოგადოება დაერწმუნებინა, რომ რუსეთი უკრაინაში სამშვიდობო მოსახლეობას არ ხოცავდა. ვრცელდებოდა ვიდეოები და ფოტოები, რომლებიც წარსული კონფლიქტების იყო. ზოგი მათგანი შექმნილი იყო დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გასავრცელებლად.რუსული პროპაგანდისტული მედია არაობიექტურად და მიკერძოებულად აშუქებდა ფაქტებს. პროპაგანდა განუყრელი ნაწილი იყო საინფორმაციო საშუალებებისათვის. პროპაგანდის მიზანი იყო, მთავრობას გაემართლებინა საკუთარი თავი და მოეპოვებინა საზოგადოების მხარდაჭერა.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
https://www.radiotavisupleba.ge/a/31766840.html
გაზ. „ნიუ-იორკ ტაიმსი“, 2008 წლის 25 აგვისტო;
Vasilyeva, Nataliya (19 February 2022). „Russians accuse Ukrainians of genocide as they pave way for potential invasion“. The Telegraph.
https://www.radiosvoboda.org/a/vtorzheniye-rossii-v-ukrainu-so-storony-azovskogo-morya/31629399.html
https://okmagazine.ge/ok-ashton-kutcher-russia-media-lying-ukraine-war/
გაზ. „ნიუ-იორკ ტაიმსი“, 2008 წლის 10 სექტემბერი;
https://publika.ge/ruset-ukrainis-omi-ganakhlebad/
გაზ. „კვირის პალიტრა“, 2008 წლის 25-31აგვისტო;