სამოქალაქო ავიაციის სუბიექტების საქმიანობის ანალიზი 2020-2021 წლების ჭრილში
DOI:
https://doi.org/10.52340/spectri.2022.17საკვანძო სიტყვები:
აეროპორტი, საავიაციო ბაზარი, პანდემია, გადაყვანილი მგზავრი, გადატანილი ტვირთი, რეისების რაოდენობა, ერთეული გადაფრენაანოტაცია
მსოფლიოს სამოქალაქო ავიაციამ განუზომელი ზიანი მიიღო კოვიდ-19 პანდემიის შედეგად. დასაწყისში, იმისათვის, რომ შეზღუდულიყო ინფექციის გავრცელება, გაუქმნდა უამრავი რეისი მსოფლიოს მასშტაბით, რამაც, რა თქმა უნდა, გაართულა მგზავრების გადაადგილების შესაძლებლობა. მაგრამ, უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ იმ მომენტიდან დაწყებული 2020 წლის ბოლომდე, ზუსტად ავიაციის მეშვეობით ხდებოდა ეპიდემიის მართვის ეფექტური სქემის განხორციელება. პანდემიის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით საჰაერო ტრანსპორტზე 60%-ით მგზავრთნაკადის სიდიდის შემცირება იწინასწარმეტყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ICAO-მ. მსგავსი პროგნოზი გააჟღერა ორგანიზაცია EUROCONTROL-მაც, რომელიც უზრუნველყოფს საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოებას ევროპაში. მისი ყველაზე ოპტიმისტური სცენარით, ევროპის რეგიონი 2019 წლის საჰაერო მოძრაობის მაჩვენებლებს მხოლოდ 2023 წელს მიუახლოვდება, ხოლო 2024 წელს გადაუსწრებს. აღნიშნული იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ვაქცინის გლობალურად მიმოქცევაში ჩაშვება დროულად, ანუ 2021 წელს განხორციელდებოდა. ამავე სცენარის პირობებში, საქართველო 2019 წლის მაჩვენებლებს 2022 წელს დაუბრუნდება, ხოლო 2019 წლის მაჩვენებლების გაუმჯობესებას მხოლოდ 2023 წლისათვის მოახერხებს. მაგრამ, ვაქცინა თუ არაეფექტური აღმოჩნდა, როგორც საქართველო, ისე ევროპის რეგიონი 2019 წლის ნიშნულს 2024 წელსაც ვერ დაუბრუნდება.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 2020 წლის ანგარიში
https://gcaa.ge/wp-content/uploads/2021/03/GCAA-საქმიანობის ანგარიში-2020.pdf;
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 2021 წლის ანგარიში
https://gcaa.ge/wp-content/uploads/2022/03/GCAA-საქმიანობის ანგარიში-2021.pdf
2020 წლის სტატისტიკური წელიწდეული (ტრანსპორტი).