მდგრადი განვითარების მიზნები და საუნივერსიტეტო განათლების ზოგიერთი მიმართულება საქართველოში
DOI:
https://doi.org/10.52340/spectri.2022.14საკვანძო სიტყვები:
მდგრადი განვითარება, სიღარიბის აღმოფხვრა, ეკოლოგიური კატასტროფა, ბიომრავალფეროვნება, განათლება, სამეცნიერო კვლევებიანოტაცია
გაეროს მიზანმიმართული ქმედებებით და მისი წევრი ქვეყნების მთავრობათა მონაწილეობით საქართველოში გარკვეული საქმიანობა მიმდინარეობს ეგრეთწოდებული მდგრადი განვითარების 17 ამოცანის შესასრულებლად. მოცემული ამოცანების შესრულებაში ჩართულია სამთავრობო უწყებები, ბიზნესის წარმომადგენლები, მეცნიერები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. ზემოაღნიშნული მეტად ამბიციური ამოცანების შესრულება გულისხმობს 2030 წლისათვის მსოფლიოში სიღარიბის აღმოფხვრას, სოციალური უთანასწორობის საკითხების მოგვარებას და ეკოლოგიური კატასტროფის აღკვეთას. გაეროს გენერალურმა მდივანმა მსოფლიოს სახელმწიფოების მეთაურთა თხოვნით ჩამოაყალიბა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან წარმოდგენილი 15 სხვადასხვა სპეციალობის მქონე მეცნიერისა და სამთავრობო უწყებებისგან შედგენილი კომისია, რომელმაც შეიმუშავა მოხსენება რომელიც ეძღვნება გარდაქმნების მიმდინარეობას მდგრადი განვითარების მიზნებისათვის. რა არ მოსწონთ მეცნიერებს მდგრადი განვითარების მიზნების 2030 წლამდე პერიოდში შესრულების სფეროში? ის რომ დღემდე არცერთი ქვეყანა მზად არ არის უზრუნველყოს ადამიანთა კეთილდღეობას და ჯანსაღ ეკოლოგიურ გარემოს შორის სასურველი ბალანსი. წინამდებარე სტატიის ავტორები შეეცადნენ წარმოედგინათ თავიანთი ხედვები თუ როგორი წვლილის შეტანა შეუძლია მეცნიერებას და კერძოდ საუნივერსიტეტო განათლებას საქართველოში მდგრადი განვითარების მიზნების შესასრულებლად.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
(www.stiglitz-fitoussi.fr) დავით კბილაძე ,,ეკონომიკური ზრდისა და სოციალური მდგომარეობის შეფასების სტატისტიკური ასპექტები. გამომცემლობა უნივერსალი, თბილისი, 2012;
Sustainable Development Solutions Network (SDSN) 2015, Getting started with the SDGs: A guide for stakeholders, SDSN, New York, sdg.guide;
United Nations (UN) General Assembly 2015, Transforming our world: The 2030 Agenda for Sustainable Development, A/RES/70/1 (21 October), viewed 3 August 2017, www.refworld.org/ docid/57b6e3e44.html;
United Nations Educational, Scientific and Cultural Organization (UNESCO) 2014, Sustainable development begins with education, UNESCO, Paris, unesdoc.unesco.org/ images/0023/002305/230508e.pdf.
UNESCO 2016, ‘Education for people and planet: Creating sustainable futures for all’, New Global Education Monitoring Report Series, UNESCO, Paris, en.unesco.